15 სექტემბერი
თარიღი
15 სექტემბერი — გრიგორიანული კალენდრის 258-ე დღე (ნაკიან წლებში – 259-ე დღე). წლის ბოლომდე დარჩენილია 107 დღე.
<< | სექტემბერი | >> | ||||
ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვი |
1 | ||||||
2 | 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 |
9 | 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 |
16 | 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 |
23 | 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 |
30 | ||||||
2024 |
დღის მოვლენები
რედაქტირება- 1749 : მათემატიკური გამოთვლებით პლუტონი ნეპტუნის ორბიტას სცილდება და ყველაზე შორეული პლანეტა ხდება მზის სისტემაში 1979 წლამდე.
- 1789 : აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი დაარსდა (ყოფილი საგარეო სამქეთა დეპარტამენტი).
- 1812 : საფრანგეთის არმია ნაპოლეონის მეთაურობით მოსკოვში კრემლს მიადგა.
- 1821 : კოსტა-რიკა, ელ-სალვადორი, გვატემალა, ჰონდურასი და ნიკარაგუა ერთხმად ესპანეთისგან დამოუკიდებლობას აცხადებენ.
- 1894 : ჩინეთ-იაპონიის ომი — იაპონია ჩინეთს ამარცხებს პიონგიანგის ბრძოლაში.
- 1916 : პირველი მსოფლიო ომი — ბრძოლაში პირველად გამოიყენეს ტანკები სომის ბრძოლაში.
- 1928 : ალექსანდრე ფლემინგმა საკუთარ ლაბორატორიაში ბაქტერიის მკვლელი ობი აღმოაჩინა, რაც შემდგომში პენიცილინის სახელით გახდა ცნობილი.
- 1935 : ნიურნბერგის კანონით გერმანელ ებრაელებს მოქალაქეობის უფლება წაერთვათ.
- 1935 : ნაცისტური გერმანია ახალ დროშას იღებს სვასტიკით.
- 1979 : გაიხსნა თბილისის მეტროპოლიტენის საბურთალოს ხაზი.
- 1952 : გაეროს გადაწყვეტილებით ერითრეა ეთიოპიის ნაწილი ხდება.
- 1959 : ნიკიტა ხრუშოვი პირველი საბჭოთა ლიდერი ხდება, რომელმაც აშშ მოინახულა.
- 1968 : საბჭოთა ზონდ 5-ის გაშვება განხორციელდა - პირველი ხომალდი, რომელმაც მთვარეს შემოუფრინა და დედამიწის ატმოსფეროში დაბრუნდა.
- 1976 : სოიუზ 22 ორი კოსმონავტით დედამიწის ორბიტას შემოუფრინა რვა დღეში.
- 1994 : მუსლიმი ფუნდამენტალისტები იპყრობენ და თავს სჭრიან 16 ადამიანს ალჟირში.
- 2000 : სიდნეის ზაფხულის ოლიმპიური თამაშები იწყება.
- 2007 : ევროპული კოსმოსური სააგენტოს განცხადებით მდნარმა პოლარულმა ყინულმა არქტიკის ოკეანეში ჩრდილოდასავლეთის გასასვლელი გახსნა.
- 2017 : NASA-მ სატურნის 20-წლიანი მისია დაასრულა — კოსმოსური ხომალდი კასინი სატურნის ატმოსფეროში გაანადგურა.
- 2019 : ფიბა-ს მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში ესპანეთმა არგენტინა ანგარიშით 95-75 დაამარცხა. მატჩის საუკეთესო მოთამაშედ რიკი რუბიო დასახელდა.
- 2023 : ევიკა სილინა ლატვიის პრემიერ-მინისტრი გახდა.
ამ დღეს დაბადებულნი
რედაქტირება- 973 : ალ-ბირუნი — მათემატიკოსი
- 1254 : მარკო პოლო — იტალიელი მოგზაური
- 1675 : ვახტანგ VI — საქართველოს მეფე
- 1890 : აგათა კრისტი — ინგლისელი დეტექტიური ჟანრის მწერალი
- 1904 : უმბერტო II — იტალიის მეფე
- 1909 : ირაკლი ბაგრატიონი — ქართველი მოცეკვავე, ქორეოგრაფი, მუსიკალური მოღვაწე.
- 1922 : გიორგი ფირცხალავა — ქართველი გრაფიკოსი, მოქანდაკე, კარიკატურისტი
- 1929 : მურაი გელ-მანი — ამერიკელი ფიზიკოსი, ნობელის პრემიის ლაურეატი
- 1930 : მერაბ მამარდაშვილი — ქართველი ფილოსოფოსი
- 1935 : დინხა IV – აღმოსავლეთის ასურული ეკლესიის კათოლიკოს-პატრიარქი.
- 1944 : გიორგი სიჭინავა — ქართველი ფეხბურთელი
- 1946 : ტომი ლი ჯონსი — ამერიკელი მსახიობი
- 1946 : ოლივერ სტოუნი — ამერიკელი კინორეჟისორი
ამ დღეს გარდაცვლილნი
რედაქტირება- 1134 : ალფონსო I — არაგონის მეფე
- 1834 : მირიან ბატონიშვილი — ერეკლე II-ისა და დარეჯან დედოფლის ძე (დ.1766)
დღესასწაულები
რედაქტირება- მართლმადიდებელი ეკლესია აღნიშნავს შემდეგი წმინდანების ხსენების დღეს:
იხილეთ აგრეთვე
რედაქტირებასხვა თვეები: