ჩრდილოეთის ყინულოვანი ოკეანე

ოკეანე
(გადამისამართდა გვერდიდან არქტიკის ოკეანე)

ჩრდილოეთის ყინულოვანი ოკეანე აგრეთვე არქტიკის ოკეანე („ჩრდილოეთის პოლარული ზღვა“ 1935 წლამდე) — ძირითადად ჩრდილოეთ პოლარულ რეგიონში მდებარე ოკეანე. იგი მსოფლიოს ხუთი ოკეანიდან უმცირესია სიდიდითა და სიღრმით. მიუხედავად იმისა, რომ საერთაშორისო ჰიდროგრაფიული ორგანიზაცია მას ოკეანედ ცნობს, ოკეანოგრაფები მას არქტიკის ხმელთაშუა ზღვას შემოკლებით არქტიკის ზღვას უწოდებენ და ატლანტის ერთ-ერთ ხმელთაშუა ზღვად განიხილავენ. ოკეანის ზედაპირის უდიდესი ნაწილი ყინულით არის დაფარული წლის ყველაზე ცივ თვეებში ან მთელი წლის განმავლობაში.

ჩრდილოეთის ყინულოვანი ოკეანე
არქტიკის ოკეანე
ზოგადი ინფორმაცია
ტიპი ოკეანე
გეოგრაფიული კოორდინატები 90°00′00″ ჩ. გ. 00°00′00″ ა. გ. / 90.00000° ჩ. გ. 0.00000° ა. გ. / 90.00000; 0.00000
ფართობი 14,750,000 კმ²
მოცულობა 18,07 ათ. კმ³
საშუალო სიღრმე 1225 
უდიდესი სიღრმე 5,527 

ოკეანის ტერიტორია შეადგენს 14.75 მილიონი კმ², წყლის მოცულობა შეადგენს 18.07 მილიონ კმ. ოკეანის საშუალო სიღრმე 1225 მეტრია, მაქსიმალური სიღრმე 5527 მეტრი.

ჩრდილოეთის ყინულოვანი ოკეანის აუზში შედის: ბარენცის, კარის, ლაპტევების, აღმოსავლეთ ციმბირის, ჩუკოტკის, ბოფორტის, ლინკოლნის, გრენლანდიის, ნორვეგიის, თეთრი და ბაფინის ზღვები.

უდიდესი ყურეა ჰუდსონის ყურე.

კუნძულები

რედაქტირება

თავისი კუნძულების რაოდენობით ჩრდილოეთის ყინულოვანი ოკეანე მეორე ადგილს იკავებს წყნარი ოკეანის შემდეგ. ეს კუნძულებია: იან-მაიენი, ისლანდია, გრენლანდია, კანადის არქტიკული არქიპელაგი, ვრანგელის კუნძული, ნოვოსიბირსკის კუნძულები, ჩრდილოეთის მიწა, ახალი მიწა, ფრანც-იოსების მიწა, შპიცბერგენი.

ლიტერატურა

რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება