ბოფორტის ზღვა
ზღვა
ბოფორტის ზღვა — ჩრდილოეთის ყინულოვანი ოკეანის განაპირა ზღვა. მდებარეობს ალასკის ნახევარკუნძულის ჩრდილოეთით, ფართობი შეადგენს 476 000 კმ² -ს, მაქსიმალური სიღრმე 4 683 მ. სახელი ეწოდა ირლანდიელი მკვლევრის — ფრანსის ბოფორტის პატივსაცემად. ამ ზღვაში ჩაედინება მდინარე მაკენზი.
ზღვა ხასიათდება ძალიან მკაცრი კლიმატით. თითქმის მთელი წლის განმავლობაში ის ყინულითაა დაფარული, მხოლოდ აგვისტო-სექტემბერში დნება სანაპიროს დაახლოებით 100 კმ მონაკვეთი. ზღვის სანაპიროები დასახლებული იყო ჯერ კიდევ 30.000 წლის წინ. ზღვის შელფი შეიცავს ნავთობისა და ბუნებრივი გაზის მნიშვნელოვან მარაგებს.
ზღვის საზღვრებთან დაკავშირებით სერიოზული, ხანგრძლივი განსჯა მიმდინარეობდა აშშ-სა და კანადას შორის, რომლებმაც მხოლოდ 2010 წელს შეძლეს საბოლოოდ ამ ზღვის გაყოფა.
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- ნასას სურათები
- ბოფორტის ზღვა -დიდი საბჭოთა ენციკლოპედია
- საზღვაო კენვენცია დაარქივებული 2007-02-28 საიტზე Wayback Machine.
- Audubon Alaska's Arctic Marine Synthesis: Atlas of the Chukchi and Beaufort Seas დაარქივებული 2010-09-08 საიტზე Wayback Machine.