ლინკოლნის ზღვა
ზღვა
ლინკოლნის ზღვა — ჩრდილოეთის ყინულოვანი ოკეანის ნაწილი, მდებარეობს კოლუმბიის კონცხსა (კანადა) და მორის იესუფის კონცხს (გრენლანდია) შორის. აღმოსავლეთით ესაზღვრება უენდელის ზღვა. თითქმის მთელი წლის განმავლობაში, ზღვა ყინულის სქელი ფენითაა დაფარული. ზღვის სიღრმე მერყეობს 100 მეტრიდან 300 მეტრამდე.
ზღვას სახელი ეწოდა აშშ-ის ომის მდივნის, რობერტ ტოდ ლინკოლნის პატივსაცემად.
ზღვაზე მდებარე ერთადერთი დასახლებული პუნქტია კანადის ყველაზე ჩრდილოეთით მდებარე ქალაქი ალერტი.
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- ოკეანეებისა და ზღვების საზღვრები დაარქივებული 2011-10-08 საიტზე Wayback Machine.