ჩრდილოეთის ყინულოვანი ოკეანე
ჩრდილოეთის ყინულოვანი ოკეანე აგრეთვე არქტიკის ოკეანე („ჩრდილოეთის პოლარული ზღვა“ 1935 წლამდე) — ძირითადად ჩრდილოეთ პოლარულ რეგიონში მდებარე ოკეანე. იგი მსოფლიოს ხუთი ოკეანიდან უმცირესია სიდიდითა და სიღრმით. მიუხედავად იმისა, რომ საერთაშორისო ჰიდროგრაფიული ორგანიზაცია მას ოკეანედ ცნობს, ოკეანოგრაფები მას არქტიკის ხმელთაშუა ზღვას შემოკლებით არქტიკის ზღვას უწოდებენ და ატლანტის ერთ-ერთ ხმელთაშუა ზღვად განიხილავენ. ოკეანის ზედაპირის უდიდესი ნაწილი ყინულით არის დაფარული წლის ყველაზე ცივ თვეებში ან მთელი წლის განმავლობაში.
ჩრდილოეთის ყინულოვანი ოკეანე | |
---|---|
არქტიკის ოკეანე | |
ზოგადი ინფორმაცია | |
ტიპი | ოკეანე |
გეოგრაფიული კოორდინატები | 90°00′00″ ჩ. გ. 00°00′00″ ა. გ. / 90.00000° ჩ. გ. 0.00000° ა. გ. |
ფართობი | 14,750,000 კმ² |
მოცულობა | 18,07 ათ. კმ³ |
საშუალო სიღრმე | 1225 მ |
უდიდესი სიღრმე | 5,527 მ |
ოკეანის ტერიტორია შეადგენს 14.75 მილიონი კმ², წყლის მოცულობა შეადგენს 18.07 მილიონ კმ. ოკეანის საშუალო სიღრმე 1225 მეტრია, მაქსიმალური სიღრმე 5527 მეტრი.
ზღვები
რედაქტირებაჩრდილოეთის ყინულოვანი ოკეანის აუზში შედის: ბარენცის, კარის, ლაპტევების, აღმოსავლეთ ციმბირის, ჩუკოტკის, ბოფორტის, ლინკოლნის, გრენლანდიის, ნორვეგიის, თეთრი და ბაფინის ზღვები.
უდიდესი ყურეა ჰუდსონის ყურე.
კუნძულები
რედაქტირებათავისი კუნძულების რაოდენობით ჩრდილოეთის ყინულოვანი ოკეანე მეორე ადგილს იკავებს წყნარი ოკეანის შემდეგ. ეს კუნძულებია: იან-მაიენი, ისლანდია, გრენლანდია, კანადის არქტიკული არქიპელაგი, ვრანგელის კუნძული, ნოვოსიბირსკის კუნძულები, ჩრდილოეთის მიწა, ახალი მიწა, ფრანც-იოსების მიწა, შპიცბერგენი.
ლიტერატურა
რედაქტირება- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 11, თბ., 1987. — გვ. 159.
- Neatby, Leslie H., Discovery in Russian and Siberian Waters 1973 ISBN 0-8214-0124-6
- Ray, L., and bacon, B., eds., The Arctic Ocean 1982 ISBN 0-333-31017-9
- Thorén, Ragnar V. A., Picture Atlas of the Arctic 1969 ISBN 0-8214-0124-6
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- შეგიძლიათ იხილოთ მედიაფაილები თემაზე „ჩრდილოეთის ყინულოვანი ოკეანე“ ვიკისაწყობში.