ამ გვერდს არა აქვს შემოწმებული ვერსია, სავარაუდოდ მისი ხარისხი არ შეესაბამებოდა პროექტის სტანდარტებს.

იან-მაიენი (ნორვ. Jan Mayen) — ნორვეგიის კუნძული გრენლანდიის ზღვასა და ნორვეგიის ზღვას შორის. მდებარეობს ისლანდიის ჩრდილო-აღმოსავლეთით. ნატოს სამხედრო-საზღვაო ძალების ბაზა.

იან-მაიენი
ნორვ. Jan Mayen
იან-მაიენი
{{{link alias-s}}}
{{{link alias-s}}} მდებარეობა
დედაქალაქილონგირი
71°02′ ჩ. გ. 08°13′ დ. გ. / 71.033° ჩ. გ. 8.217° დ. გ. / 71.033; -8.217
უდიდესი ქალაქი ოლონკინბიენი
ოფიციალური ენა ნორვეგიული
რელიგია ლუთერანობა
მთავრობა ნორვეგიის ზღვისიქითა ტერიტორიები
ფართობი
 -  სულ 377 კმ2 
მოსახლეობა
 -   შეფასებით 0 (18 დროებითი მაცხოვრებელი) 
ვალუტა ნორვეგიული კრონა (NOK)
დროის სარტყელი UTC+01:00
 -  ზაფხულის (DST) UTC+02:00 (UTC)
Internet TLD .no
კუნძულ იან-მაიენის რუკა
იან-მაიენის სანაპირო

ამ მიგდებულ კუნძულს ნიდერლანდელი ვეშაპმჭერი კაპიტნის სახელი ეწოდა, რომელმაც კუნძული 1614 წელს აღმოაჩინა (უფრო ადრეული პრეტენზიები ჰენრი ჰუდსონს ჰქონდა (1607 წ.); ჟან ფლორიკს (1612 წ.); მომდევნო საუკუნეებში კუნძულზე მხოლოდ ვეშაპებზე მონადირეები თუ ხვდებოდნენ, ისიც, იშვიათად. კუნძული ნორვეგიის მმართველობის ქვეშ არის 1929 წლიდან. დიდი ხნის მანძილზე მთვლემარე ვულკანმა ბირენბერგმა, რომელიც ზღვის დონიდან 2277 მეტრზე იმყოფება, 1970 წელს მორიგი ამოფრქვევა განახორციელა. ეს არის დედამიწაზე ყველაზე ჩრდილოეთით მდებარე აქტიური ვულკანი.

გეოგრაფია

რედაქტირება

კლიმატი: პოლარული ზღვაური ხშირი შტორმებითა და მდგრადი ნისლით.

რელიეფი: ვულკანური წარმოშობის კუნძული. ნაწილობრივ ყინულით არის დაფარული. სანაპირო ზოლის სიგრძე: 124,1 კმ. მაქსიმალური სიმაღლე: ბარენბერგი (მეფე ჰოკონ VII-ს მთა) — ზღვის დონიდან 2277,3 მეტრი.

მოსახლეობა

რედაქტირება

ადგილობრივი მოსახლეობა არ არსებობს. კუნძულზე შორეული ნავიგაციის (Loran-C) სადგურის მომსახურე პერსონალის 18 წევრი ცხოვრობს.

ენა: ნორვეგიული.

ლიტერატურა

რედაქტირება
  • Ledgard, J.M. (2011) Submergence Coffee House Press.
  • Umbreit, Andreas (2005) Spitsbergen : Svalbard - Franz Josef Land - Jan Mayen, 3rd ed., Chalfont St. Peter : Bradt Travel Guides, ISBN 1-84162-092-0

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/იან-მაიენი“-დან