ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაცია[4], ნატო (ინგლ. North Atlantic Treaty Organisation, NATO; ფრანგ. Organisation du traité de l'Atlantique Nord, OTAN) — ჩრდილოეთ ამერიკისა და ევროპის 29 სახელმწიფოსგან შემდგარი სამხედრო-პოლიტიკური ალიანსი, რომლის მიზანს ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულებით განსაზღვრული მიზნებისა და ამოცანების შესრულება წარმოადგენს.

ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაცია
North Atlantic Treaty Organisation
Organisation du traité de l'Atlantique Nord
Flag of NATO.svg
ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაცია

North Atlantic Treaty Organization (orthographic projection).svg

აბრევიატურა

NATO

დაარსების თარიღი

4 აპრილი, 1949

ტიპი

სამხერდო-პოლიტიკური ალიანსი

ადგილმდებარეობა

ბრიუსელი, ბელგია

წევრები
ოფიციალური ენები

ინგლისური, ფრანგული

გენერალური მდივანი

იენს სტოლტენბერგი

სამხედრო კომიტეტის თავმჯდომარე

პეტრ პაველი [1]

გაერთიანებული ოპერაციების სარდლობის ხელმძღვანელი

კურტის სკაპაროტი [2]

გაერთიანებული ტრანსფორმაციის სარდლობის ხელმძღვანელი

დენის მეღსიე [3]

ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაცის (ქართ. ნატო,ინგლ. NATO, ფრანგ. OTAN) ძირითად ამოცანას წარმოადგენს ალიანსის წევრი ქვეყნების თავისუფლებისა და უსაფრთხოების უზრუნველყოფა როგორც პოლიტიკური, ისე სამხედრო თვალსაზრისით.[5] NATO იცავს მოკავშირეების დემოკრატიის საერთო ფასეულობებს, პიროვნების თავისუფლებას, კანონის უზენაესობასა და უზრუნველყოფს კონფლიქტების მშვიდობიანად მოგვარებას. ნატო არის საერთაშორისო ორგანიზაცია, რომლის წევრი ქვეყნები ინარჩუნებენ სრულ დამოუკიდებლობასა და სუვერენიტეტს. ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციაში ყველა გადაწყვეტილება მიიღება წევრი ქვეყნების მიერ კონსესუსის საფუძველზე. ალიანსში გადაწყვეტილებების მიმღები მთავარი ორგანო არის ჩრდილოატლანტიკური საბჭო, რომლის სხდომებს ნატო-ს გენერალური მდივანი ხელმძღვანელობს[5].

მეორე მსოფლიო ომის დასრულებისას იდეოლოგიურმა და პოლიტიკურმა ბარიერებმა ევროპის კონტიტენტი ორად გაჰყვეს. დასავლეთ ევროპაზე საბჭოური გავლენის აღმოსაფხვრელად და ევროპის სახელმწიფოების დაცვის მიზნით ვაშინგტონში 1949 წლის 4 აპრილს, ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების საფუძველზე ათი ევროპული და ორი ჩრდილოამერიკული დამფუძვნებელი ქვეყნის მიერ დაარსდა ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაცია.[6] დამფუძვნებელი წევრების მთავარი მიზანი იყო წინ აღდგომოდნენ საბჭოთა კავშირის გავლენის გავრცელებას ევროპის კონტინენტზე. ხელშეკრულების ხელმოწერით წევრებმა ვალდებულება აიღეს ერთობლივად დაეცვათ საკუთარი თავისუფლება და უსაფრთხოება, როგორც პოლიტიკური, ისე სამხედრო საშუალებებით.[7]

სექციების სია

წევრებირედაქტირება

თარიღი ქვეყანა სქოლიო
დამფუძნებლები
4 აპრილი 1949   ბელგია
4 აპრილი 1949   გაერთიანებული სამეფო
4 აპრილი 1949   დანია
4 აპრილი 1949   ისლანდია ისლანდია არის ალიანსის ერთადერთი წევრი, რომელსაც არ გააჩნია რეგულარული სამხედრო შენაერთები - მხოლოდ სანაპირო დაცვის ნაწილები.
4 აპრილი 1949   იტალია
4 აპრილი 1949   კანადა
4 აპრილი 1949   ლუქსემბურგი
4 აპრილი 1949   ჰოლანდია
4 აპრილი 1949   ნორვეგია
4 აპრილი 1949   პორტუგალია
4 აპრილი 1949   აშშ
4 აპრილი 1949   საფრანგეთი 1966 წლის ივლისიდან საფრანგეთმა დატოვა ალიანსის სამხედრო ორგანიზაცია, თუმცა გააგრძელა მონაწილეობა პოლიტიკურ სტრუქტურებში. 2009 წლიდან საფრანგეთი დაბრუნდა ალიანსის ყველა სტრუქტურაში.
პირველი გაფართოება
18 თებერვალი 1952   საბერძნეთი 1974 წლიდან 1980 წლამდე საბერძნეთი არ იღებდა მონაწილეობას ალიანსის სხვა წევრთან - თურქეთთან დაძაბული ურთიერთობების გამო.
18 თებერვალი 1952   თურქეთი
მეორე გაფართოება
9 მაისი 1955   გერმანია 1955 წლისთვის გერმანია გაყოფილი იყო ორ ნაწილად - პროდასავლურ გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკად და პროსაბჭოურ გერმანიის დემოკრატიულ რესპუბლიკად. საარი შეურთდა გერმანიას, და ალიანსს 1957 წელს, ხოლო დანარჩენი გერმანია - ბერლინის კედლის დამხობის შემდეგ, 1990 წლის 3 ოქტომბერს.
მესამე გაფართოება
30 მაისი 1982   ესპანეთი არ იღებს მონაწილეობას ალიანსის სამხედრო ორგანიზაციაში.
მეოთხე გაფართოება
12 მარტი 1999   უნგრეთი
12 მარტი 1999   პოლონეთი
12 მარტი 1999   ჩეხეთი
მეხუთე გაფართოება
29 მარტი 2004   ბულგარეთი
29 მარტი 2004   ლატვია
29 მარტი 2004   ლიტვა
29 მარტი 2004   რუმინეთი
29 მარტი 2004   სლოვაკეთი
29 მარტი 2004   სლოვენია
29 მარტი 2004   ესტონეთი
მეექვსე გაფართოება
1 აპრილი 2009   ალბანეთი
1 აპრილი 2009   ხორვატია
მეშვიდე გაფართოება
5 ივნისი 2017   მონტენეგრო

ევრო-ატლანტიკური პარტნიორობარედაქტირება

პარტნიორობა მშვიდობისთვის (Partnership for Peace, PfP) ხმელთაშუაზღვის დიალოგი საკონტაქტო ქვეყნები ნატოს პარტნიორების რუკა
დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობა ცივი ომის მონაწილე ყოფილი სოციალისტური ქვეყნები ცივი ომის მონაწილე კაპიტალისტური ქვეყნები
  სომხეთი იუგოსლავია   ავსტრია   ალჟირი   ავსტრალია
 
  აზერბაიჯანი   ბოსნია და ჰერცეგოვინა   ფინეთი   ეგვიპტე   იაპონია
  ბელარუსი   მაკედონია   ირლანდია   ისრაელი   ახალი ზელანდია
  ყაზახეთი   მონტენეგრო   მალტა   იორდანია   სამხრეთი კორეა
  ყირგიზეთი   სერბეთი   შვედეთი   მავრიტანია  
  მოლდოვა სსრკ   შვეიცარია   მაროკო
  რუსეთი   საქართველო     ტუნისი
  ტაჯიკეთი   თურქმენეთი  
  ნატოს წევრი ქვეყნები
  პარტნიორობა მშვიდობისთვის (PfP)
  უზბეკეთი   უკრაინა
  ხმელთაშუაზღვის დიალოგი
  კონტაქტი ქვეყნები

იხილეთ აგრეთვერედაქტირება

ლიტერატურარედაქტირება

  • სოსო ცინცაძე. ულდის უმულისი. "ნატო და საქართველოს უსაფრთხოება". თბილისი. 2008 წელი.

სქოლიორედაქტირება