ირლანდია (ინგლ. Ireland, ირლ. Éire) — ქვეყანა დასავლეთ ევროპაში, მდებარეობს ამავე სახელწოდების კუნძულზე. ფართობი — 70 273 კმ². დედაქალაქია დუბლინი, რომელიც კუნძულის აღმოსავლეთით მდებარეობს. სახმელეთო საზღვარი მხოლოდ ჩრდილოეთ ირლანდიასთან გააჩნია, რომელიც დიდი ბრიტანეთის ნაწილია. დასავლეთით აკრავს ატლანტის ოკეანე, სამხრეთით კელტების ზღვა, სამხრეთ-აღმოსავლეთით წმინდა გიორგის სრუტე და ირლანდიის ზღვა აღმოსავლეთიდან.

ირლანდიის რესპუბლიკა
Éire
ირლანდია
ირლანდიის
დროშა გერბი
ჰიმნი: Amhrán na bhFiann
„ჯარისკაცების სიმღერა“
ირლანდიის მდებარეობა ევროპაში
ირლანდიის მდებარეობა
ირლანდიის მდებარეობა ევროპაში
ირლანდიის მდებარეობა
დედაქალაქი
და უდიდესი ქალაქი
დუბლინი
53°20′ ჩ. გ. 6°16′ დ. გ. / 53.34417° ჩ. გ. 6.26750° დ. გ. / 53.34417; -6.26750
ოფიციალური ენა
ეთნიკური ჯგუფები (2016[2])
ეთნოქორონიმი ირლანდიელი
მთავრობა უნიტარული საპარლამენტო კონსტიტუციური რესპუბლიკა
 -  პრეზიდენტი მაიკლ ჰიგინსი
 -  პრემიერ-მინისტრი ლეო ვარადკარი
 -  ვიცე-პრემიერი ჯოან ბარტონი
საკანონმდებლო ორგანო ოირიახტასი
 -  ზედა პალატა სენად ერენი
 -  ქვედა პალატა დოილ ერენი
დამოუკიდებლობა გაერთიანებული სამეფოსგან
 -  გამოცხადება 24 აპრილი, 1916 
 -  რატიფიკაცია 21 იანვარი, 1919 
 -  დომინიონის სტატუსი 6 დეკემბერი, 1922 
 -  სრული დამოუკიდებლობა 11 დეკემბერი 1931 
 -  კონსტიტუცია 29 დეკემბერი, 1937 
 -  თანამეგობრობის დატოვება 18 აპრილი, 1949 
 -  დაარსდა ევროპული
თანამეგობრობა
(ამჟამად ევროკავშირი)
1 იანვარი, 1973 
ფართობი
 -  სულ 70 273 კმ2 (120-ე)
 -  წყალი (%) 2.00
მოსახლეობა
 -  2020 შეფასება 4,977,400[3]
 -  2011 აღწერა 4,921,500[4] (121-ე)
 -  სიმჭიდროვე 70.8 კაცი/კმ2 (142-ე)
მშპ (მუპ) 2012 შეფასება
 -  სულ $192.223 მილიარდი[5] (56-ე)
 -  ერთ სულ მოსახლეზე $43 592[5] (მე-11)
მშპ (ნომინალი) 2012 შეფასება
 -  სულ $210.416 მილიარდი[5] (42-ე)
 -  ერთ სულ მოსახლეზე $45 888[5] (მე-14)
ჯინი (2011)29.8[6]
დაბალი
აგი (2013) 0.899[7]
ძალიან მაღალი · მე-11
ვალუტა ევრო () [ა] (EUR)
სასაათო სარტყელი UTC±00:00 (UTC±0)
 -  ზაფხული (DST) UTC+01:00 (UTC+1)
თარიღის ფორმატი დდ/თთ/წწწწ
მოძრაობა მარცხენა
სატელეფონო კოდი +353
ინტერნეტ-დომენი .ie [ბ]
ა. ^  გირვანქა 2002 წლამდე; ევრო 1999 წლიდან.
ბ. ^  ევროკავშირის სხვა წევრ სახელმწიფოებთან ერთად, აგრეთვე გამოიყენება დომენი .eu.

ამჟამინდელმა ირლანდიის რესპუბლიკამ პოლიტიკური დამოუკიდებლობა გაერთიანებული სამეფოსაგან 1922 წელს მიიღო, დამოუკიდებლობისათვის ომის შემდეგ, კუნძულის ჩრდილო-დასავლეთით მდებარე ოლსტერის პროვინციის დიდი ნაწილი კი სამეფოს შემადგენლობაში დარჩა.

სახელწოდება

რედაქტირება

ქვეყნის ოფიციალური სახელწოდებაა ირლანდიის რესპუბლიკა; ირლანდიულად - Eire; Poblacht na h'Eirean; ინგლისურად - Republic of Ireland. სახელი „ირლანდია“ უკავშირდება პროტო-კელტურ სიტყვას Iweri, რაც ნაყოფიერ ადგილს ნიშნავს. მისი ლათინური სახელია Hibernia, უელსური - Iwerddon, ბრეტონული - Iwerzhon. ეს შესაძლოა მიუთითებდეს ირლანდიელთა წინაპრების კავშირს პირენეის ნახევარკუნძულის უძველეს მოსახლეებთან - იბერიელებთან. სახელის ეროვნული ფორმა Eire გელურ ენაზე „ქვეყნის“ შესატყვისია.

7 საუკუნის განმავლობაში იგი ბრიტანეთის კოლონია იყო. გაერთიანების აქტის დადებიდან, 1801 წლის 1 იანვარს, 1922 წლის 6 დეკემბრამდე კუნძული ირლანდია იყო დიდი ბრიტანეთის და ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს ნაწილი. 1921 წელს მიიღო დომინიონის სტატუსი, ხოლო 1949 წელს აქ რესპუბლიკა გამოცხადდა (ჩრდილოეთ ირლანდიის ტერიტორიის გარეშე). 1985 წელს ხელი მოეწერა ანგლო-ირლანდიურ შეთანხმებას.

გეოგრაფია

რედაქტირება

გეოგრაფიული თვალსაზრისით, ქვეყანა განლაგებულია ლაბრადორის ნახევარკუნძულის, სამხრეთ ალასკისა და სამხრეთ კამჩატკის განედზე, თუმცა კუნძულოვანი მდებარეობისა და გოლფსტრიმის თბილი დინების გავლენით ზღვიური ტიპის კლიმატია ჩამოყალიბებული. წლიური ტემპერატურული ამპლიტუდა არაა მაღალი და 15 °C-ს შეადგენს. ზაფხული გრილია, ნალექიანი. საშუალო ტემპერატურა +18 - +20 °C. ზამთარი ნაკლებად ყინვიანია, საშუალო ტემპერატურა - +8 °C. დაფიქსირებული აბსოლუტური ტემპერატურული მაქსიმუმი აღინიშნა 1887 წლის ივნისში, +33.3 °C.[8] მსგავსად მეზობელი დიდი ბრიტანეთისა, ირლანდიაში ხშირია ატმოსფერული ნალექები, ძირითადად - წვიმის სახით. ნალექების საშუალო რაოდენობა 750-1000 მმ შორის მერყეობს.

 
კუნძული ირლანდია. ხედი კოსმოსიდან

ირლანდია არ წარმოადგენს მაღალმთიან ქვეყანას. მისი უმაღლესი მწვერველი - კარანტუოჰილი ზღვის დონიდან სულ რაღაც 1041 მ. სიმაღლეზე მდებარეობს. ქვეყნის ტერიტორიის უდიდეს ნაწილს იკავებს ვაკე-დაბლობები, რომელიც გარშემორტყმულია სხვადასხვა მთიანი სისტემებით: მაკგილიკადი, უიკლოუ, მორნი, ბლუსტეკი და ა. შ. ირლანდიის გეოლოგიურ განვითარებაზე მნიშვნელოვანი გავლენა მოახდინა გამყინვარებამ, რომლის ნარჩენი გეომორფოლოგიური ერთეულები ახლაც უხვად გვხვდება კუნძულის ტერიტორიაზე[9].

ქვეყნის შიდა წყლების ქსელი კარგადაა განვითარებული. მდინარეები განეკუთვნებიან ატლანტის ოკეანისა და ირლანდიის ზღვის აუზებს. უდიდესი მდინარეა შენონი, რომლის სიგრძე 360 კმ-ს შეადგენს. იგი გაედინება ქვეყნის ცენტრალურ ნაწილში და ატლანტის ოკეანეში ჩაედინება. მდინარე თავის გასწვრივ წარმოშობს რამდენიმე ტბას (ლოხ-ალენი, ლოხ-რი, ლოხ-დერგი). სხვა მდინარეებიდან აღსანიშნავია ლიფლი, ბლექუოთერი, ბენი, ბოინი და ა. შ. ირლანდია მდიდარია ტბებითაც, რომელთაც აქ „ლოჰებს“ (lough) უწოდებენ. უდიდესი ტბაა ლოხ-კორიბი (სარკის ფართობი 176 კვ. კმ),ასევე - ლოხ-დერგი. ირლანდიისთვის დამახასიათებელია დიდი რაოდენობით დაჭაობებული ტერიტორიების არსებობა, რომლებიც ქვეყნის ტერიტორიის 1/6-ს იკავებენ[10].

ირლანდიის სანაპირო ხაზი საკმაოდ დანაწევრებულია, შედეგად გვაქვს დიდი რაოდენობით ყურეები, სანაპირო კუნძულები, მცირე ნახევარკუნძულები. ყურეებში მდებარეობს მნიშვნელოვანი პორტები, მაგ. დუბლინი - დუბლინის ყურეში, კორკი - ანალოგიური სახელწოდების უბეში და ა. შ. მიმდებარე მცირე კუნძულებიდან აღსანიშნავია აჩილი, არანი, ვალენსია.

სასარგებლო წიაღისეულიდან მოიპოვება თუთია, ტყვია, ბუნებრივი აირი, ბარიტი, სპილენძი, თაბაშირი, კირქვა, დოლომიტი, ტორფი, ვერცხლი.

ფლორა და ფაუნა

რედაქტირება

ირლანდიისთვის დამახასიათებელია გველების სრული არარსებობა. არსებობს ლეგენდა, რომ წმინდა პატრიკმა ისინი კუნძულიდან ზღვაში განდევნა მას შემდეგ, რაც ისინი მას ერთ-ერთი მთის მწვერვალზე 40-დღიანი მარხვის დროს მოსვენებას არ აძლევდნენ[11][12]. რეალურად გველები კუნძულიდან გაქრნენ გამყინვარების უკანასკნელი ციკლის დროს, 100 ათასი — 10 ათასი წლის წინ.

სახელმწიფო

რედაქტირება
 
მერი მაკელისი

ირლანდია 1937 წელს მიღებული კონსტიტუციის თანახმად წარმოადგენს საპარლამენტო რესპუბლიკას, სადაც სახელმწიფოს მეთაურს წარმოადგენს ქვეყნის პრეზიდენტი (ირლ. Uachtarán na hÉireann). პრეზიედნტს ირჩევენ საერთო არჩევნების შედეგად, 7 წლის ვადით. კანდიდატის წარდგენა შეუძლიათ მხოლოდ საკანონმდებლო ორგანოს 20 წევრს ან არანაკლებ 4 საგრაფს წარმომადგენლებს. პრეზიდენტი წარმოადგენს უმაღლეს მთავარსარდალს, ასევე ნიშნავს პრემიერ-მინისტრს (ირლ. Taoiseach). 2011 წლის 28 ოქტომბრის საპრეზიდენტო არჩევნების შედეგად ამჟამინდელი პრეზიდენტი მერი მაკელისი (Mary McAleese, 1997 წლიდან) შეცვალა მაიკლ ჰიგინსმა. პრემიერ-მინისტრი ინიშნება ქვეყნის საკანონმდებლო ორგანოს - ეროვნული პარლამენტის (Oireachtas) წარდგენით. ძირითადად წარმოადგენს მმართველი პარტიის ლიდერს. პრემიერი ასევე აყალიბებს მინისტრთა კაბინეტს. დღესდღეობით პრემიერ-მინისტრია ენდა კენი.

 
ლენსტერ ჰაუსი, ირლანდიის პარლამენტის რეზიდენცია
 
მთავრობის ნაგებობები

ქვეყნის საკანონმდებლო ორგანო - ეროვნული პარლამენტია (Oireachtas), რომელიც ორი პალატისგან შედგება. ზედა პალატაში (Seanad Éireann) წარმოდგენილია შერეული მეთოდით არჩეული სამოცი წევრი, რომელთაგან ნაწილს ნიშნავს პრემიერი, ნაწილს - ზოგიერთი ირლანდიური უნივერსიტეტი და ნაწილს - ქვედა პალატის წევრებისგან შერჩეული სპეციალური კომისია[13]. ქვედა პალატას (Dáil Éireann) გაცილებით მეტი ძალაუფლება გააჩნია. მის 166-ვე წევრს პროპორციული წარმომადგენლობითი საარჩევნო სისტემის მეშვეობით ყოველ ხუთ წელიწადში ერთხელ ირჩევენ.

ირლანდიის რესპუბლიკა ადმინისტრაციულ-ტერიტორიული თვალსაზრისით იყოფა 4 რეგიონად (მუნსტერი, კონოტი, ლენსტერი, ოლსტერი), რომლებიც ამავე დროს ქვეყნის ტრადიციულ პროვინციებს წარმოადგენენ და 26 საგრაფოდ (counties).

პოლიტიკური პარტიები

რედაქტირება

ამჟამად ქვეყნის უმსხვილეს და მმართველ პარტია ფიანა-ფეილია (ირლანდიის რესპუბლიკური პარტია), რომლის წევრებსაც წარმოადგენენ ირლანდიის ბოლო ორი პრემიერ-მინისტრი - ბრაიან კოუენი და ბერტი აჰერანი. ფიანა-ფეილი იდეოლოგიური თვალსაზრისით ლიბერალური კონსერვატიზმის მიმართულებისაა, რომელსაც მკვეთრად ჩამოყალიბებული შეხედულებები აქვს კონკრეტულ საკითხებზე (მაგ. ირლანდიური ენის სტატუსი, ქვეყნის ერთიანობა და ნეიტრალიტეტი). ამასთან, ბოლო პერიოდში ითვალისწინებს მსხვილი ეკონომიკური ინტერესთა ჯგუფების აზრსაც.[14] დღესდღეობით, ფიანა-ფეილი ირლანდიის მწვანეებთან და პროგრესულ-დემოკრატიულ პარტიასთან ერთად ქმნის სამთავრობო კოალიციას. სხვა პოლიტიკური ორგანიზაციებიდან აღსანიშნავია ფინა-გაილი, ირლანდიის ლეიბორისტული პარტია, შინ-ფეინი (ეს უკანასკნელი წარმოადგენს ირლანდიის რესპუბლიკური არმიის (IRA) პოლიტიკურ ფრთას და ძირითადად ჩრდილოეთ ირლანდიაში მოქმედებს) და ა.შ.[15]

ადმინისტრაციული დაყოფა

რედაქტირება

დემოგრაფია

რედაქტირება

ირლანდიის მოსახლეობა 2021 წლის შეფასებით შეადგენს 4,977,400 კაცს

 
კუნძული ირლანდია. მოსახლეობის სიმჭიდროვე

[16]. შედარებით მჭიდროდ დასახლებულია დუბლინის აგლომერაცია, ქვეყნის აღმოსავლეთი და სამხრეთი საგრაფოები, სადაც მოსახლეობის სიმჭიდროვე 50-100 კაცს შეადგენს კვადრატულ კილომეტრზე. ირლანდიის ცენტრალურ და დასავლეთ სანაპიროზე მოსახლეობა შედარებით მეჩხერადაა განლაგებული. ირლანდია შეიძლება ჩაითვალოს მონოეთნიკურ ქვეყნად, სადაც მოსახლეობის 88,8 %-ს ირლანდიელები შეადგენენ. ეთნიკური უმცირესობებიდან 2 % გაერთიანებული სამეფოს, 3 % ევროკავშირის მკვიდრია. (2006) [17]ირლანდიის დიდი შიმშილობის განმავლობაში, 1845-დან 1849 წლამდე, კუნძულის 8 მილიონიანმა მოსახლეობამ დაახლოებით 30 %-ით იკლო. 1 მილიონი ადამიანი დაიღუპა შიმშილით ან ავადმყოფობით, ხოლო 1,5 მილიონი ემიგრაციაში წავიდა, ძირითადად ამერიკის შეერთებულ შტატებში. აქედან მოყოლებული ქვეყნის მოსახლეობა იკლებდა 1960-იან წლებამდე.[18], თუმცა ბოლო წლებში გააქტიურდა საპირისპირო ტენდენცია, როდესაც ირლანდიაში ბრუნდებიან როგორც ადრე წასული ემიგრანტების შთამომავლები, ასევე ჩამოდიან სხვა ქვეყნების წარმომადგენლები (განსაკუთრებით, პოლონელები, ლიეტუველები, სხვ.)[19]

 
თემები, სადაც ირლანდიური ყოველდღიური სალაპარაკო ენაა

დღესდღეობით, ქალაქში ცხოვრობს მოსახლეობის 68,8 % (დაახლ. 2,9 მლნ. კაცი) მსხვილი ქალაქებია დუბლინი (529 ათ. კაცი); კორკი (119 ათ. კაცი), ლიმერიკი (52,5 ათ. კაცი)[20].

მორწმუნე მოსახლეობის 93 % კათოლიკეა, მნიშვნელოვანი რელიგიური საზოგადოებაა ირლანდიის ეკლესია (Church of Ireland), რომლის მრევლი მორწმუნეთა 7,3 %-ს შეადგენს. ასევე ცხოვრობენ სხვა პროტესტანტული მიმდინარეობების, ისლამის, მართლმადიდებლობის მიმდევრები.[21]

ირლანდიური ენის სტატუსი

რედაქტირება

ოფიციალური ენებია ირლანდიური და ინგლისური. საუკუნეთა მანძილზე ირლანდიური, როგორც კოლონიზებული მოსახლეობის ენა, ინგლისელების მხრიდან დევნას განიცდიდა. ირლანდიურენოვანი მოსახლეობის რაოდენობა მნიშვნელოვნად შემცირდა ე. წ. „კარტოფილის შიმშილობის“ პერიოდში, ხოლო 1871 წლამდე ირლანდიური ენის სწავლება დაწყებით სკოლებშიც კი აკრძალული იყო. ამჟამად ირლანდიური ენა რესპუბლიკის, ხოლო 2007 წლის 1 იანვრიდან კი - ევროკავშირის ოფიციალურ ენას წარმოადგენს. ამჟამად მას ფლობს ქვეყნის მოსახლეობის დაახლოებით 40 %, თუმცა ყოველდღიურ სალაპარაკო ენად მხოლოდ ქვეყნის უკიდურეს დასავლეთ ნაწილში, გელტახტებშია შემორჩენილი.[22]

ეკონომიკა

რედაქტირება

ირლანდია ინდუსტრიულ-აგრარული ქვეყანაა, ე.ე.პ. მოცულობით (65 მლრდ $) მსოფლიოში 44-ე ადგილი უკავია.

მემკვიდრეობა

რედაქტირება
  • დუბლინი - ეროვნული მუზეუმი, ციხე-კოშკი (XVI ს.), წმ. პატრიკის ტაძარი (XII ს.).
  1. Official Languages Act 2003. Office of the Attorney-General. ციტირების თარიღი: 18 February 2012.
  2. CSO Census 2016 Chaper 6 - Ethnicity and Irish Travellers. ციტირების თარიღი: 28 April 2017.
  3. Population and Migration Estimates (27 August 2019). ციტირების თარიღი: 2019.
  4. Census of Population 2011: Preliminary Results (PDF) (30 June 2011). ციტირების თარიღი: 29 August 2010.
  5. 5.0 5.1 5.2 5.3 Ireland. International Monetary Fund. ციტირების თარიღი: 17 April 2013.
  6. Gini coefficient of equivalised disposable income (source: SILC). Eurostat Data Explorer. ციტირების თარიღი: 13 August 2013.
  7. 2014 Human Development Report Summary გვ. 21–25. United Nations Development Programme (2014). ციტირების თარიღი: 27 July 2014.
  8. ირლანდიის მეტეროლოგიური სამსახური http://www.met.ie/climate/climate-of-ireland.asp
  9. http://www.spiritus-temporis.com/geography-of-ireland/physical-geography.html[მკვდარი ბმული]
  10. http://www.wesleyjohnston.com/users/ireland/geography/bogs.html
  11. Robinson, William Erigena. New Haven Hibernian Provident Society. St. Patrick and the Irish: an oration, before the Hibernian Provident Society, of New Haven, March 17, 1842. pg 8. [1]
  12. Snakeless in Ireland: Blame Ice Age, Not St. Patrick - National Geographic News. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-06-17. ციტირების თარიღი: 17 March 2011.
  13. http://www.nationsencyclopedia.com/Europe/Ireland-GOVERNMENT.html
  14. ენციკლოპედია ”ბრიტანიკა”, სტ. ”ფიანა-ფეილი”(ინგ.ენაზე)|http://www.britannica.com/EBchecked/topic/205756/Fianna-Fail
  15. http://www.nationsencyclopedia.com/Europe/Ireland-POLITICAL-PARTIES.html
  16. დაარქივებული ასლი. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2011-09-27. ციტირების თარიღი: 2009-04-25.
  17. ირლანდიის სტატისტიკური სამსახური http://www.cso.ie/statistics/popnclassbyreligionandnationality2006.htm
  18. დაარქივებული ასლი. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2009-03-21. ციტირების თარიღი: 2009-05-01.
  19. http://www.washingtonpost.com/wp-dyn/content/article/2007/10/23/AR2007102302162_pf.html
  20. დაარქივებული ასლი. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2011-07-25. ციტირების თარიღი: 2009-05-01.
  21. იქვე;http://www.cso.ie/statistics/popnclassbyreligionandnationality2006.htm
  22. დაარქივებული ასლი. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2009-04-25. ციტირების თარიღი: 2009-05-01.