ირლანდიის გეოგრაფია
კოორდინატები: 53°27′44″ ჩ. გ. 7°45′45″ დ. გ. / 53.46222° ჩ. გ. 7.76250° დ. გ.
ირლანდია (ირლ. Éire, ინგლ. Ireland, ლათ. Hibernia) — კუნძულოვანი სახელმწიფო ატლანტის ოკეანის ჩრდილოეთ ნაწილში, მდებარეობს ევროპაში სიდიდით მესამე კუნძულზე; ეს არის ორ დიდ ბრიტანეთის კუნძულს შორის დასავლეთით მდებარე. განლაგებულია 6° 20'—10° 20' დ. გრ.-სა და 51° 25'—55° 23' ჩ. გა.-ს შორის (უკიდურესი ჩრდილოეთი წერტილი — მალინ-ჰედის კონცხი). აღმოსავლეთით ესაზღვრება ირლანდიის ზღვა, აგრეთვე წმინდა გიორგის სრუტე და ჩრდილოეთის სრუტე; დასავლეთით, ჩრდილოეთითა და სამხრეთით — ატლანტის ოკეანე. მანძილი დასავლეთიდან აღმოსავლეთამდე — დაახლოებით 300 კმ, ჩრდილოეთიდან სამხრეთამდე — 450 კმ.
საერთო ფართობი — 70.280 კმ2.
დიდ ბრიტანეთთან საზღვრების საერთო სიგრძე — 360 კმ.
საზღვაო ხაზი: 1.488 კმ.
უმაღლესი წერტილი — მთა კარანტუილი (Carrauntoohil) 1.041 მ.
ირლანდიის სანაპიროები (განსაკუთრებით ჩრდილოეთით, სამხრეთითა და დასავლეთით) კლდიანია, ძლიერ გაკვეთილი ყურეებით, რომლებიდანაც უდიდესებია გოლუეის ყურე, შენონის ყურე, დინგლის ყურე და დონეგალის ყურე დასავლეთით, ლოხ-ფოილი — ჩრდილოეთით. ირლანდიის სანაპიროებთან ახლოსაა მრავალი კლდიანი კუნძული.
ზედაპირი ძირითადად ვაკეა, შიგა რაიონებს იკავებს ფართო ცენტრალური დაბლობები, რომლებიც დასავლეთითა და აღმოსავლეთით კუნძულის სანაპიროებამდე აღწევს. კუნძულის კიდეებზე მცირე სიმაღლის მთები (უმაღლესი წერტილი — მთა კარანტუილი, 1041 მ) და ზეგნებია (უდიდესი — ანტრიმი ჩრდილო-აღმოსავლეთით).
ქვეყანაში ბევრია მდინარე და ტბა. ირლანდიას დასავლეთიდან აღმოსავლეთით კვეთს არხების რიგი. კლიმატი არის ზომიერი ოკეანური, ნოტიო; ზამთარი რბილია, ზაფხული — გრილი. რბილი კლიმატის წყალობით ირლანდია მთელი წლის განმავლობაში დაფარულია სიმწვანით, რითიც გახდა ცნობილი, როგორც ზურმუხტის კუნძული. ქვეყნის ტერიტორიაზე გვხვდება, როგორც ჩრდილოური და ალპური მცენარეები, აგრეთვე სამხრეთ ევროპისთვის დამახასიათებელი სახეობებიც.
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- ირლანდიის გეოგრაფია დაარქივებული 2012-01-18 საიტზე Wayback Machine.