ჩრდილოეთის სრუტე (ინგლ. North Channel) — სრუტე კუნძულ დიდ ბრიტანეთსა და კუნძულ ირლანდიის ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაპირს შორის. აკავშირებს ირლანდიის ზღვას ატლანტის ოკეანესთან. სიგრძე 170 კმ, სიგანე 20-40 კმ, სიღრმე 272 მ-მდე. იცის მძლავრი მოქცევითი დინებები, სიჩქარე 7-12 კმ/სთ. დიდი ნავსადგურია ბელფასტი.

ლიტერატურა

რედაქტირება