ენდა კენი
ენდა კენი (ირლ. Éanna Ó Cionaoith, ინგლ. Enda Kenny; დ. 24 აპრილი, 1951) — ირლანდიელი პოლიტიკოსი, ირლანდიის პრემიერ-მინისტრი 2011–2017 წლებში, პარტია „ფინე გელის“ ლიდერი 2002–2017 წლებში, თავდაცვის მინისტრი 2014 წლის მაისიდან ივლისამდე და 2016 წლიდან 2017 წლამდე, ოპოზიციის ლიდერი 2002–2011 წლებში, ირლანდიის ტურიზმისა და ვაჭრობის მინისტრი 1994–1997 წლებში და სახელმწიფო მინისტრი შრომისა და განათლების საკითხებში 1986–1987 წლებში. კენი 1975–1997 წლებში იყო მაიო-უესტის საარჩევნო ოლქის წარმომადგენელი პარლამენტის წარმომადგენელთა პალატაში, 1997–2020 წლებში კი — მაიოს ოლქისა.[2]
ენდა კენი | |
---|---|
Enda Kenny | |
დაბადების თარიღი | 24 აპრილი, 1951 |
დაბადების ადგილი | კასლბარი |
მოქალაქეობა | ირლანდიის რესპუბლიკა |
განათლება | წმინდა პატრიკის კოლეჯი, გოლუეის უნივერსიტეტი და Leitir N.S. |
საქმიანობა | პოლიტიკოსი |
მამა | ჰენრი კენი |
მეუღლე/ები | ფიონუალა კენი |
ჯილდოები | ინისფალენის ორდენი[1] |
სქოლიო
რედაქტირება- ↑ http://www.radiokerry.ie/enda-kenny-inducted-order-innisfallen/
- ↑ Enda Kenny. Oireachtas Members Database. ციტირების თარიღი: 24 September 2009