მაისი

წლის მეხუთე თვე იულიუსის და გრიგორიანულ კალენდრებში

მაისი (ლათ. Maius) — გრიგორიანული კალენდრის მეხუთე თვე. მასში 31 დღეა.

<< მაისი >>
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვი
1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31
2024

სახელი ეწოდა ნაყოფიერების რომაული ღვთაების, მერკურის დედის, მაიას მიხედვით. მაისის ძველქართული სახელწოდებაა ვარდობისა, ვარდობისთვე.

მაისი არის გაზაფხულის თვე ჩრდილოეთ ნახევარსფეროში და შემოდგომისა — სამხრეთ ნახევარსფეროში.

მაისის ზოდიაქოს ნიშნებია კურო და მარჩბივი.

არცერთი თვე არ იწყება კვირის იმ დღით, რითაც მაისი.

ვარდობისა

რედაქტირება

კორნელი კეკელიძე ვარდობისას 3 აპრილი — 2 მაისით საზღვრავდა[1].

კ. კეკელიძის აზრით[2] „ვარდობისაჲ“ (თთუე) წმინდა ქართული სახელია, რომელიც აღნიშნავს ვარდის ან ზოგადად ყვავილის გაშლის სეზონს. ამიტომაცაა რომ მას ბიბლიის ძველ ვერსიებში ეწოდება აგრეთვე „თვე ყვავილობისაჲ“[3]. ვარდობისა და ყვავილობის თვის შესატყვისად ბიბლიის სხვა ადგილებში გამოიყენება თთუე ახალთაჲ ანუ ახლისაჲ[4], რაც უდრის ბერძნული ბიბლიის — „έν μηνί τών“, სლავურის — „месяц новых плодов“, ხოლო ებრაულ ბიბლიაში, აქედან რუსულშიც, ამ სახელებს უდრის თვის სახელი „ავივ“.

 
„ჟამსა მას თთჳსა ვარდობისასა, რამეთუ თთუესა მას ყუავილობისასა გამოხუედ შენ ქუეყანით ეგჳპტით[5].“
 
„და კუალად ტანჯვაჲ ვარდობისა თთუესა ათცხრამეტსა[6].“
 
„თთუესა ივნისსა კთ. ჴსენებაჲ წმიდათა მოციქულთა პეტრჱსი და პავლჱსი ჰრომეს შინა უწინარჱს რვისა დღისა ვარდობისა[7].“

საყურადღებოა, რომ ებრაელების მეორე თვეს, რომელიც დაახლოებით იმავე სეზონში მოდიოდა, ეწოდება „ზიფ“, რაც ყვავილთა თვეს ნიშნავს.

 
„თთუესა შინა ზიფს, თთუესა მეორესა[8].“

მაისის მნიშვნელოვანი მოვლენები

რედაქტირება


  ეს არის სტატიის ან სექციის ესკიზი.
თქვენ შეგიძლიათ შეავსოთ იგი.


ლიტერატურა

რედაქტირება
  1. კ. კეკელიძე, „ეტიუდები ძველი ქართული ლიტერატურის ისტორიიდან“, ტ. 1, გვ. 116
  2. კ. კეკელიძე, „ეტიუდები ძველი ქართული ლიტერატურის ისტორიიდან“, ტ. 1, გვ. 101
  3. გამოსვლ. 34, 18
  4. ბაქარის გამოც. გამოსვლ. 13, 4; 23, 15; 34, 18; მეორე შჯ. 16, 1
  5. გამოსვლ. 34, 18. ხელნაწ. №1207
  6. „შუშანიკის მარტვილობა“, ი. აბულაძის გამოცემა, გვ. 46
  7. ხელნაწ. ათონ. № 57, გვ. 29, სინას მთის № 83, ფ. 174
  8. 3 მეფ. 6, 37