თვედროის შუალედი, რომელიც დაკავშირებულია დედამიწის გარშემო მთვარის გარემოქცევასთან.

თვე შეიძლება იყოს სინოდური (მთვარის ფაზების ცვლის პერიოდი ანუ დროის შუალედი ორ მომდევნო სავსემთვარეობას ან ახალმთვარეობას შორის), სიდერული (ვარსკვლავიერი) — ვარსკვლავიურ ცაზე დედამიწის ირგვლივ მთვარის ერთი სრული გარემოქცევის პერიოდი (ეს თვე სინოდურ თვეზე უფრო ხანმოკლეა), აგრეთვე ტროპიკული, ანომალისტური და დრაკონული, რომლებიც ეტოლებიან დროის შუალედებს შესაბამისად ერთსა და იმავე გრძედზე, პერიგეუმსა და ორბიტის ერთსა და იმავე კვანძზე მთვარის ორ თანამიმდევრულ გავლას შორის. ამას გარდა, თვეს უწოდებენ კალენდარულ სისტემებში შემავალ დროის ერთეულს. გრიგორიანული კალენდრით თვის ხანგრძლივობაა 28-31 დღე-ღამე, ამასთან იგი არ არის მთვარის ფაზების ცვლასთან შეთანხმებული.

თვეების სახელწოდებები საქართველოში

რედაქტირება
თანამედროვე
სახელწოდებანი
წარმართული
სახელწოდებანი
ხალხური
სახელწოდებანი

ლიტერატურა

რედაქტირება
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/w/index.php?title=თვე&oldid=4357809“-დან