თებერვალი
თებერვალი (ლათ. Februarius — განწმენდა) — გრიგორიანული კალენდრის მეორე თვე. თებერვალში 28 დღეა, გარდა ნაკიანი წლისა, როდესაც მასში 29 დღეა.
<< | თებერვალი | >> | ||||
ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვი |
1 | 2 | 3 | 4 | |||
5 | 6 | 7 | 8 | 9 | 10 | 11 |
12 | 13 | 14 | 15 | 16 | 17 | 18 |
19 | 20 | 21 | 22 | 23 | 24 | 25 |
26 | 27 | 28 | 29 | |||
2024 |
სახელი ეწოდა მიწისქვეშა სამეფოს რომაული ღვთაების მიხედვით. იანვარი და თებერვალი არიან კალენდრის ბოლო დამატებული თვეები, ვინაიდან რომაელები ზამთარს თვლიდნენ პერიოდად თვეების გარეშე. თებერვალს ქართულ წარმართული კალენდარში სურწყუნისი ეწოდებოდა. ხალხური დასახელებაა განცხადებისთვე.
თებერვალი არის ზამთრის თვე ჩრდილოეთ ნახევარსფეროში და ზაფხულისა სამხრეთ ნახევარსფეროში.
თებერვლის ზოდიაქოს ნიშნებია მერწყული და თევზები. თებერვალი იწყება კვირის იმავე დღეს, როგორც მარტი და ნოემბერი, გარდა ნაკიანი წლისა, როდესაც მისი საწყისი დღე ემთხვევა აგვისტოსას.
სარწყუნისი
რედაქტირებაკორნელი კეკელიძე სურწყნისს 3 იანვარი — 1 თებერვლით საზღვრავდა[1].
კ. კეკელიძის აზრით[2] სურწყნისაჲ (თთუე) არის ნათესაობითი ბრუნვა, სახელობითი უნდა იყოს „სურწყანი“. ეს სახელი ორი ნაწილისაგან შედგება: „სურ“ და „წყანი“, უკანასკნელი უნდა იყოს ახლანდელი „წყალი“, ხოლო პირველი იგივე „წყალი“ ავესტური ფორმით. ზენდ ავესტაში, ოცდარვა იაზატებს შორის, ცნობილი იყო „არდავირ-სურ“, რაც ნიშნავს „წყარო ზეციური წყლისა“.
„და აღესრულა წმიდაჲ სტეფანი თთუესა სურწყნისასა ექუსსა, დღესა პარასკევსა, ჟამსა მეშვიდესა[3].“
|
თებერვლის მნიშვნელოვანი მოვლენები
რედაქტირება- ძვ. წ. 660 : იაპონიის იმპერატორ ჯიმუს მიერ დაფუძნების ტრადიციული თარიღი.
- 362 : იულიანე განდგომილის ედიქტით რომის იმპერიაში ყველა რელიგიას თანასწორი უფლებები ენიჭება.
- 962 : ოტო I ხდება საღვთო რომის იმპერიის პირველი იმპერატორი
- 1455 : გუტენბერგის ბიბლია დაიბეჭდა — პირველი წიგნი დასავლეთში მოძრავი „ტიპო“-თი დაბეჭდილი.
- 1613 : მიხეილ I რომანოვი რუსეთის მეფედ არჩევის შედეგად დასაბამი მიეცა რომანოვების დინასტიას.
- 1653 : ახალი ამსტერდამი (მოგვიანებით გადაერქვა ნიუ-იორკი) დაფუძნდა.
- 1904 : რუსეთ-იაპონიის ომის დასაწყისი.
- 1917 : დაიწყო რუსეთის რევოლუცია.
- 1946 : კორეაში შეიქმნა დროებითი მთავრობა. 38-ე პარალელით ქვეყანა გაიყო ორ ზონად: ჩრდილოეთი — საბჭოთა, სამხრეთი — ამერიკული.
- 1959 : ფიდელ კასტრო კუბის დიქტატორი ხდება.
- 1979 : აიათოლა რუჰოლა ხომეინი ირანში ხელისუფლებას ხელში იგდებს.
- 1986 : ორბიტაზე გაყვანილ იქნა საბჭოთა კოსმოსური სადგური „მირი“.
- 1989 : საბჭოთა ომი ავღანეთში — სამჭოთა კავშირის ბოლო სამხედრო კოლონა ტოვებს ქაბულს, ასრულებს რა ცხრა წლიან სამხედრო ოკუპაციას.