ფლავიუს კლავდიუს იულიანე განდგომილი (დ. 331 — გ. 26 ივნისი, 363) — რომის იმპერატორი 361–363 წლებში. იგი განუდგა ქრისტიანობას და სცადა რომაული ტრადიციული რელიგიის აღორძინება, რის გამოც „განდგომილად“ იყო წოდებული. თავდაპირველად იულიანე დასახელებული იყო „კეისრად“ თავისი ბიძაშვილის — კონსტანციუს II-ის მიერ. იგი მართავდა დასავლეთ მიწებს. აღადგინა საზღვარი რეინზე. არმიის მიერ იულიანე დასახელებული იქნა „ავგუსტუსად“ – უფროს იმპერატორად. კონსტანციუს II-მ მხოლოდ 361 წელს, სიკვდილის სარეცელს მიჯაჭვულმა აღიარა იულიანე თავის მემკვიდრედ. იულიანემ გამოაცხადა რწმენის თავისუფლება, რითაც იგი ფაქტობრივად განუდგა ქრისტიანობას და წარმართობას, კერპთაყვანისმცემლობას დაუბრუნდა. აქედან მოდის მისი მეტსახელიც — „განდგომილი“. თუმცა მას მეორე მეტსახელიც ჰქონდა — „ფილოსოფოსი“. იულიანეს სურდა რომის იმპერიის პოზიციების განმტკიცება აღმოსავლეთში. ამიტომ მან სამხედრო კამპანია წამოიწყო სპარსეთის წინააღმდეგ. ეს ლაშქრობა წარუმატებელი გამოდგა, იმპერატორი იულიანე მოკლული იქნა უკანდახევის დროს ქალაქ ბაღდადთან ახლოს.

იულიანეს გამოსახულება მონეტაზე

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება