კორეა
![]() |
ამ სტატიაში არ არის მითითებული სანდო და გადამოწმებადი წყარო. ენციკლოპედიური სტატია უნდა იყოს გამყარებული სანდო და გადამოწმებადი წყაროებით - გთხოვთ გამართოთ ეს სტატია შესაბამისი წყაროების მითითებით. მასალა გადამოწმებადი წყაროების გარეშე ითვლება საეჭვოდ და შეიძლება წაიშალოს. იმ შემთხვევაში, თუ არ იცით, როგორ ჩასვათ წყარო, იხ. დახმარების გვერდი. სასურველია ამის შესახებ აცნობოთ იმ მომხმარებლებსაც, რომელთაც მნიშვნელოვანი წვლილი მიუძღვით სტატიის შექმნაში. გამოიყენეთ: {{subst:წყაროს მითითება|კორეა}} |
კორეა — რეგიონი აღმოსავლეთ აზიაში, მოიცავს ორ სუვერენულ სახელმწიფოს კორეის სახალხო დემოკრატიული რესპუბლიკას (ჩრდილო კორეა) და კორეის რესპუბლიკას (სამხრეთ კორეა). რეგიონი მდებარეობს კორეის ნახევარკუნძულზე, ესაზღვრება ჩრდილო-აღმოსავლეთით ჩინეთი და ჩრდილო-დასავლეთით რუსეთი, დასავლეთიდან და აღმოსავლეთიდან შემოსაზღვრულია ყვითელი და იაპონიის ზღვებით, სამხრეთით კორეის სრუტით გამოყოფილია იაპონიისგან.
კორეა 한국; 韓國 조선; 朝鮮 |
||
---|---|---|
|
||
დედაქალაქი | ფხენიანი (ჩრდილოეთ კორეა) სეული (სამხრეთ კორეა) | |
უდიდესი ქალაქი | სეული | |
ოფიციალური ენა | კორეული ენა |
ეტიმოლოგიარედაქტირება
რეგიონის სახელი მოდის მარკო პოლოს მიერ ევროპაში შემოტანილი სიტყვისგან კაული (ჩინ. 高麗/高丽, ფინინი Gāolí). რაც ჩინური დასახელება იყო მაშინდელი კორეული სამეფოსი, რომელსაც კორეულად გორიო ან კორიო (고려) ეწოდებოდა და 918–1392 წლებში არსებობდა, მაშინ, როდესაც მარკო პოლომ იმოგზაურა აზიაში. თანამედროვე ეპოქაში ჩრდილო კორეაში მიღებულია ქვეყნის დასახელება — ჩოსონ (კორ. 조선, 朝鮮), ხოლო სამხრეთში — ჰანგუკ (კორ. 한국, 韓國). განიხილება სახელწოდება კორიო (კორ. 고려, 高麗) მომავალი გაერთიანებული კორეისათვის.