არ უნდა აგვერიოს შემდეგ მნიშვნელობა(ებ)ში: იალუნგძიანგი.

იალუძიანგი (ჩინ. ტრად. 鴨綠江, გამარტ. 鸭绿江, ფინინი: Yālù Jiāng), იალუ, ამნოკანი (კორ. 압록강?, 鴨綠江?) — სასაზღვრო მდინარე ჩინეთსა და ჩრდილოეთ კორეას შორის. სიგრძე 813 კმ, აუზის ფართობი 63 ათ. კმ². სათავეს იღებს ვულკან პექტუსანის ფერდობებზე, ღრმა ხეობით კვეთს ჩანბაიშანის ზეგნის სამხრეთ ნაწილსა და მანჯურია-კორეის მთების დასავლეთ განშტოებებს; ჩაედინება ყვითელი ზღვის დასავლეთ კორეის ყურეში, წარმოქმნის ესტუარებს. ძირითადად იკვებება წვიმის წყლით, წყალმოვარდნა იცის ზაფხულში. ზამთარში იყინება. ქვემო დინებაზე წყლის საშუალო ხარჯია დაახლოებით 900 მ³/წმ. მდინარეზე აგებულია უნბონისა და სუფუნის წყალსაცავები და ჰესები (ჩრდილოეთი კორეა). იალუძიანგზე მდებარეობს ქალაქები: ჰესანი (მდინარე აქედან სანაოსნოა), სინიიჯუ (ჩრდილოეთი კორეა), ლინძიანგი, ანდუნი (ჩინეთი). ანდუნამდე ადიან საზღვაო ხომალდები.[1]

იალუძიანგი
ჩინ.: 鸭绿江, კორ. 압록강

ხიდი მდინარე იალუძიანგზე
ქვეყანა ჩინეთის დროშა ჩინეთი
ჩრდილოეთ კორეის დროშა ჩრდილოეთი კორეა
ქალაქები ჰესანი, სინიიჯუ, ლინძიანგი, ანდუნი
სათავე პექტუსანი
41°58′08″ ჩ. გ. 128°04′24″ ა. გ. / 41.96889° ჩ. გ. 128.07333° ა. გ. / 41.96889; 128.07333
შესართავი დასავლეთ კორეის სრუტე
39°50′03″ ჩ. გ. 124°18′58″ ა. გ. / 39.83417° ჩ. გ. 124.31611° ა. გ. / 39.83417; 124.31611
სიგრძე 813 კმ
აუზის ფართობი 63 ათ. კმ²
წყლის ხარჯი (საშ.) 900 მ³/წმ
იალუძიანგი — ჩრდილოეთი კორეა
იალუძიანგი
იალუძიანგი
— სათავე, — შესართავი
იალუძიანგი ვიკისაწყობში

1904 წელს, რუსეთ-იაპონიის ომის დროს, მდინარის ნაპირებთან გაიმართა სამხედრო დაპირისპირება რუსეთისა და იაპონიის არმიებს შორის.[1]

  1. 1.0 1.1 Ялуцзян // Большая советская энциклопедия. — 3-е изд., т. 30 — М., 1978.