არ უნდა აგვერიოს შემდეგ მნიშვნელობა(ებ)ში: იალუძიანგი.

იალუნგძიანგი (ჩინ. გამარტ. 雅砻江, ფინინი: Yǎlóngjiāng) — მდინარე ჩინეთში, იანძის მარცხენა შენაკადი. სიგრძე 1187 კმ, აუზის ფართობი 144 ათ. კმ². სათავე აქვს ბაიან-ხარა-ულის ქედზე, მიედინება ჩინეთ-ტიბეტის მთებში, ღრმა დაკლაკნილ ხეობებში, წარმოქმნის მრავალ ჭორომსა და ჩანჩქერს.[1] ზემო წელზე მიემართება სამხრეთ-აღმოსავლეთით, ქვემოთში კი სამხრეთისაკენ ტრიალდება, მიუყვება დასიუეშანის ქედს და ჩაედინება იანძიში (ძინშაში).[2] დინების უდიდეს ნაწილში სწრაფი და უხვწყლიანი მდინარეა (წყლის საშუალო ხარჯი დაახლ. 2000 მ³/წმ), წყლიანობა იმატებს ზაფხულობით.[1] ადგილობრივი ეკონომიკის განვითარების მიზნით, 1980-იანი წლებიდან მდინარეზე მრავალი კაშხალი და ჰიდროელექტროსადგური აშენდა. ხეობაზე გადიოდა სავაჭრო გზები ჩენდუდან დალისკენ (იუნანი), სამხრეთ-აღმოსავლეთ ჩინეთისა და ჩრდილოეთ მიანმარისკენ.[2]

იალუნგძიანგი
ჩინ.: 雅砻江

მდინარე ქალაქ კანწისთან
ქვეყანა ჩინეთის დროშა ჩინეთი
ტერიტორიული ერთეულები სიჩუანი
სათავე ბაიან-ხარა-ულა
34°12′27″ ჩ. გ. 97°36′24″ ა. გ. / 34.20750° ჩ. გ. 97.60667° ა. გ. / 34.20750; 97.60667
სათავის სიმაღლე 4920 მ
შესართავი იანძი
26°36′20″ ჩ. გ. 101°48′05″ ა. გ. / 26.60556° ჩ. გ. 101.80139° ა. გ. / 26.60556; 101.80139
შესართავის სიმაღლე 985 მ
სიგრძე 1187 კმ
აუზის ფართობი 144 ათ. კმ²
მდინარის სისტემა იანძიაღმოსავლეთ ჩინეთის ზღვა
წყლის ხარჯი (საშ.) 2000 მ³/წმ
იალუნგძიანგი — ჩინეთი
იალუნგძიანგი
იალუნგძიანგი
— სათავე, — შესართავი
იალუნგძიანგი ვიკისაწყობში

სქოლიო რედაქტირება

  1. 1.0 1.1 Ялунцзян // Большая советская энциклопедия. — 3-е изд., т. 30 — М., 1978.
  2. 2.0 2.1 Yalong River. Encyclopædia Britannica online (2011-06-14). ციტირების თარიღი: 22 დეკემბერი, 2020.