კოგურიო
კოგურიო (კორ. 고구려?, 高句麗?) — კორეელების ერთ-ერთი ტომთა გაერთიანების და მოგვიანებით კორეის სამი სამეფოდან ერთ-ერთის სახელწოდება. კოგურიოს ხალხს I საუკუნის დასაწყისში ეჭირა მდინარე იალუს შუა დინება, ამჟამად, აღნიშნულ მდინარეზე გადის ჩინეთისა და ჩრდილოეთ კორეის საზღვარი.
კოგურიო 高句麗 고구려 | |||||
სამეფო | |||||
| |||||
დედაქალაქი | ჩოლბონი (ძვ. წ. 37-ახ. წ. 3), კუნე (3-427), ფხენიანი (427-668) | ||||
ენები | კოგურიო | ||||
რელიგია | შამანიზმი, კონფუციანელობა, დაოსიზმი, ბუდიზმი | ||||
მთავრობა | მონარქია | ||||
პრეზიდენტი | |||||
- | ძვ. წ. 37-19 | ჟუმონგი | |||
- | 391-413 | კვანგეტხო | |||
- | 413-491 | ჯანგსუ | |||
- | 590-618 | იუნგიანგი | |||
ისტორია | |||||
- | შეიქმნა | ძვ. წ. 37 | |||
- | ბუდიზმის გავრცელება | 372 | |||
- | კვანგეტხოს ლაშქრობები | 391-413 | |||
- | კოგურიო-სუის ომები | 598-614 | |||
- | კოგურიო-ტანის ომები | 645-668 | |||
- | გაუქმდა | ახ. წ. 668 | |||
- | ფხენიანის დაცემა | 668 | |||
ფართობი | |||||
- | 476 | 600 768 კმ² (231 958 მლ²) | |||
მოსახლეობა | |||||
- | 668 წელი | 3,5 მლნ | |||
დღეს ამ ტერიტორიაზე | ![]() ![]() ![]() ![]() |
კოგურიოს შესახებ პირველად მოგვითხრობს III საუკუნის ჩინური ისტორიული წყარო. კოჩოსონის ომის შემდეგ კოგურიოელები შევიდნენ სიუანტუს ოლქის შემადგენლობაში. ტომთა გაერთიანება — კოგურიომ ხანის დინასტიისაგან დამოუკიდებლობა მოიპოვა ძვ. წ. 37 წელს. III საუკუნეში დაამარცხა ვეის სამეფომ, თუმცა მოგვიანებით განვითარების ზენიტს მიაღწია.
თანამედროვე სახელწოდება „კორეა“ მომდინარეობს შუა საუკუნეების სახელმწიფო კორიოსაგან, რომელიც თავის მხრივ წარმოადგენს კოგურიოს შემოკლებულ ვარიანტს.
კოგურიოს სამეფოს დედაქალაქი იყო ჩოლბონი, კუნე, ხოლო V საუკუნიდან — ფხენიანი. სახელმწიფო არსებობდა 668 წლამდე.
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- (ინგლისური) Encyclopaedia Britannica
- (ინგლისური) Encarta( დაარქივებული 2009-04-02 საიტზე Wayback Machine. 2009-10-31)
- (ინგლისური) Columbia Encyclopedia
- (კორეული) Information about the ancient kingdom დაარქივებული 2023-06-14 საიტზე Wayback Machine.
- (ინგლისური) Goguryeo of Korea დაარქივებული 2008-09-19 საიტზე Wayback Machine.