ივნისი
წლის მეექვსე თვე იულიუსის და გრიგორიანულ კალენდრებში
ივნისი (ლათ. Junius) — გრიგორიანული კალენდრის მეექვსე თვე. ივნისში 30 დღეა.
<< | ივნისი | >> | ||||
ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვი |
1 | 2 | |||||
3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 |
10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 |
17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 |
24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 |
2024 |
სახელი ეწოდა ცის კაბადონისა და ქორწინების ღვთაების, იუპიტერის ცოლის, იუნონას მიხედვით. ძველი ქართული წარმართული კალენდრით — მარიალისა. ხალხური სახელწოდებანია თიბათვე და ივანობისთვე.
ივნისი არის ზაფხულის თვე ჩრდილოეთ ნახევარსფეროში და ზამთრისა — სამხრეთ ნახევარსფეროში. მზებუდობის ერთ-ერთი დღე ივნისზე მოდის.
ივნისის ზოდიაქოს ნიშნებია მარჩბივი და კირჩხიბი.
არცერთი თვე არ იწყება კვირის იმ დღით, რითაც ივნისი.
მარიალისა
რედაქტირებაკორნელი კეკელიძე მარიალისას 3 მაისი — 1 ივნისით საზღვრავდა[1].
კ. კეკელიძის აზრით[2] „მარიალი“ არის სომხური „მარერ“-ი.
„მეხუთესა მარიალისა თჳსასა მოუწოდა მათ ბჭემან[3].“
|
„აღესრულა წმინდაჲ იგი ფილეკტიმონ ათხუთმეტსა მაისისა თთჳსასა, რომელ არს მარიალი, დღესა შაბათსა[4].“
|
ივნისის მნიშვნელოვანი მოვლენები
რედაქტირება- ივნისის პირველი ორშაბათი ირლანდიის რესპუბლიკის ერთ-ერთი სახალხო დღესასწაულია (გამოსაშვები დღე). ირლანდიურ კალენდარში ამ თვეს ჰქვია Meitheamh და ზაფხულის სეზონის შუა თვეა.
- მზებუდობა, რომელსაც ჩრდ. ნახევარსფეროში „ზაფხული მზებუდობა“, ხოლო სამხრეთ ნახევარსფეროში „ზამთრის მზებუდობა“ ჰქვია ხდება 20-22 ივნისს.
- შუაზაფხულს ზეიმობენ შვედეთში ივნისის მესამე პარასკევს.
- სკოლებში ამ თვეს ზაფხულის არდადეგები იწყება.
- მამის დღეს აღნიშნავენ ბელგიაში ივნისის მეორე კვირადღეს; აშშ-ში, ბრიტანეთში, ნიდერლანდში, ირლანდიასა და კანადაში ის ივნისის მესამე კვირადღეზე მოდის.
- გეი-პრაიდის აღნიშვნის ღონისძიებები ტარდება მრავალ ქვეყანაში სტოუნუოლის არეულობების წლისთავის აღსანიშნავად.
- ბუმსდეი აღნიშნება ირლანდიასა და მსოფლიოს სხვა ინგლ.-ენოვან ქვეყნებში 16 ივნისს ჯეიმზ ჯოისის „ულისეს“ ფანების მიერ.
- დროშის დღე შვედეთში (6 ივნისი), აშშ-ში (14 ივნისი), დანიაში (15 ივნისი), არგენტინაში (20 ივნისი) და რუმინეთში (26 ივნისი).
- მსოფლიო საფეხბურთო ჩემპიონატი იწყება 9 ივნისს.
- ენ-ბი-ეი (აშშ-ის ეროვნული საკალათბურთო ასოციაცია) პლეიოფები და ფინალური თამაშები იწყება.
- ფილიპინების დამოუკიდებლობის დღე — 12 ივნისი.