5 ივნისი
თარიღი
5 ივნისი — გრიგორიანული კალენდრის 156-ე დღე (ნაკიან წლებში – 157-ე დღე). წლის ბოლომდე დარჩენილია 209 დღე.
<< | ივნისი | >> | ||||
ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვი |
1 | 2 | |||||
3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 |
10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 |
17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 |
24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 |
2024 |
დღის მოვლენები
რედაქტირება- 70 : ტიტუსმა და მისმა ლეგიონერებმა იერუსალიმის შუა კედელი გაარღვიეს.
- 1783 : ძმებმა მონგოლფიერებმა მშობლიურ ქალაქ ანონეში (საფრანგეთი) 500 მეტრის სიმაღლეზე გაუშვეს პირველი საჰაერო ბურთი.
- 1806 : ლუი ბონაპარტმა გამოაცხადა ჰოლანდიის სამეფოს შექმნა.
- 1832 : პარიზის სტუდენტების აჯანყება დაიწყო.
- 1837 : ტეხასის რესპუბლიკაში ქალაქი ჰიუსტონი დაარსდა.
- 1849 : დანია კონსტიტუციური მონარქია გახდა.
- 1873 : ინგლისის დაჟინებული მოთხოვნით გაუქმდა მსოფლიოში ყველაზე დიდი მონათა ბაზარი ზანზიბარში.
- 1900 : ბოერთა მეორე ომი: ბრიტანეთმა პრეტორია აიღო.
- 1915 : დანიაში ქალებს ხმის უფლება მისცეს.
- 1944 : მეორე მსოფლიო ომი - ისტორიაში უდიდესო ორი მოიერიშე ფლოტილია კვეთს მსოფლიოს ორ მოპირდაპირე მხარეს. ხომალდების უმრავლესობა აშშ-ს ეკუთვნოდა.
- 1944 : მეორე მსოფლიო ომი - ათასზე მეტმა ბრიტანულმა ბომბდამშენმა გერმანულ ყუმბართმშენებს 5000 ტონიანი ბომბები დაუშინა ნორმანდიის სანაპიროსთან.
- 1945 : მოკავშირეთა კონტროლის საბჭო ფორმალურად ხდება გერმანიის სამხედრო ოკუპაციის მმართველობითი ორგანო.
- 1947 : მარშალის გეგმა: ჰარვარდის უნივერსიტეტში წარმოთქმულ სიტყვაში აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ჯორჯ მარშალი მოუწოდებს მთავრობას ომით დანგრეული ევროპისთვის ეკონომიკური დახმარების გაწევას.
- 1953 : აშშ-ს სენატმა უარყო ჩინეთის წევრობა გაეროში.
- 1959 : სინგაპურის სახელმწიფოს პირველი მთავრობის ინაუგურაცია მოხდა.
- 1967 : ექვსდღიანი ომი დაწყო: ისრაელის საჰაერო ძალები ერთბაშად იერიშს იღებს ეგვიპტის, იორდანიისა და სირიის საჰაერო ძალებზე.
- 1968 : კალიფორნიაში, ლოს-ანჟელესში წინასწარ საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვების შემდეგ მძიმედ დაჭრეს და მომდევნო დღეს გარდაიცვალა სენატორი რობერტ კენედი. მკვლელი სერხან ბიშარა სერხანი პოლიციამ ადგილზე დააკავა.
- 1969 : საერთაშორისო კომუნისტური კონფერენცია ჩატარდა მოსკოვში.
- 1975 : სუეცის არხი გაიხსნა პირველად ექვსდღიანი ომის შემდეგ.
- 1975 : დიდ ბრიტანეთში პირველად (დღემდე ერთადერთხელ) ჩატარდა რეფერენდუმი ევროპის ეკონომიკურ თანამეგობრობაში დარჩენის თაობაზე.
- 1977 : სეიშელის კუნძულებზე მთავრობის გადატრიალება მოხდა.
- 1977 : გაყიდვაში გამოვიდა პირველი პერსონალური კომპიუტერი ეიფლ II „Apple II“.
- 1981 : აშშ-ს დაავადებათა კონტროლის მეცნიერებმა პირველად იქნა აღმოჩენილი და აღწერილი ადამიანის იმუნოდეფიციტის სინდრომის ვირუსი (შიდსი).
- 2000 : მიწისძვრამ კუნძულ სუმატრაზე 100-ზე მეტი ადამიანი იმსხვერპლა.
- 2002 : მოზილა 1.0, პირველი ოფიციალური ვერსია, გამოვიდა.
- 2006 : სერბეთი დამოუკიდებლობას აცხადებს სერბეთ-მონტენეგროს კავშირიდან.
- 2012 : XXI საუკუნეში უკანასკნელად განხორციელდა პლანეტა ვენერას ტრანზიტი.
- 2017 :
- რამდენიმე ქვეყანამ, მათ შორის საუდის არაბეთმა, აგს-მა, ბაჰრეინმა და ეგვიპტემ, კატართან დიპლომატიური ურთიერთობები გაწყვიტა.
- მონტენეგრო ნატოს 29-ე წევრი გახდა.
- 2019 : დანიის საპარლამენტო არჩევნებში მემარცხენე-ცენტრისტული პარტიები მეტე ფრედერიკსენის ხელმძღვანელობით იმარჯვებენ.
ამ დღეს დაბადებულნი
რედაქტირება- 1723 : სმითი, ადამ — შოტლანდელი ეკონომისტი (გ.1790)
- 1883 : კეინსი, ჯონ მეინარდ — ინგლისელი ეკონომისტი (გ. 1946)
- 1898 : გარსია ლორკა, ფედერიკო — ესპანელი პოეტი და დრამატურგი.
- 1935 : კახი კავსაძე — ქართველი კინომსახიობი.
- 1941 : მარტა არხერიჩი — არგენტინელი პიანისტი.
ამ დღეს გარდაცვლილნი
რედაქტირება- 1017 : სანჯო — იაპონიის 67-ე იმპერატორი (დ.976)
- 1316 : ლუი X — საფრანგეთის მეფე (დ.1289)
- 1906 : ჰარტმანი, ედუარდ — გერმანელი ფილოსოფოს-იდეალისტი
- 1910 : ო. ჰენრი — ამერიკელი მწერალი (დ.1862)
- 1975 : ასტვაცატუროვი, არკადი — საბჭოთა ეპოქის მეცნიერი
- 2004 : რეიგანი, რონალდ — აშშ-ის მე-40 პრეზიდენტი (დ.1911)
მსოფლიო მნიშვნელობის თარიღი
რედაქტირება- გაერო: გარემოს საერთაშორისო დღე.
მსოფლიოს ქვეყნების დღესასწაულები
რედაქტირება- აზერბაიჯანი: მელიორატორის დღე.
- დანია: კონსტიტუციის დღე (ნაციონალური დღე)
- დანია: მამის დღე.
- ირლანდია: ივნისის დღესასწაული.
- ყაზახეთი: ეკოლოგის დღე.
- კოლუმბია: მადლიერების დღე
- რუსეთი: ეკოლოგის დღე.
- სეიშელის კუნძულები: განთავისუფლების დღე
- ბელორუსი: ეფროსინია პოლოცკაიას ხსოვნის დღე
საეკლესიო დღესასწაულები
რედაქტირება- მართლმადიდებელი ეკლესია აღნიშნავს შემდეგი წმინდანების ხსენების დღეს:
იხილეთ აგრეთვე
რედაქტირებასხვა თვეები