ვენერას ტრანზიტი მზის დისკოს გასწვრივ — მოვლენა, როდესაც პლანეტა ვენერა გაივლის ზუსტად მზესა და დედამიწას შორის და შესამჩნევი ხდება მზის დისკოზე. ტრანზიტის განმავლობაში, ვენერას დანახვა დედამიწიდან პატარა შავი წერტილის სახითაა შესაძლებელი, რომელიც დისკოს გასწვრივ გადაადგილდება. ასეთი ტრანზიტები როგორც წესი რამდენიმე საათს გრძელდება (2012 წლის ტრანზიტმა 6 საათსა და 40 წუთს გასტანა). ტრანზიტი მთვარის მიერ მზის დაბნელების მსგავსია. მიუხედავად იმისა, რომ ვენერას დიამეტრი მთვარისაზე სამჯერ მეტია, იგი უფრო პატარა ჩანს და უფრო ნელა გადაადგილდება, რადგან დედამიწიდან უფრო მეტადაა დაშორებული, ვიდრე მთვარე.

ვენერას 2012 წლის ტრანზიტის ხედი ჩრდილოეთ ნახევარსფეროდან

ვენერას ტრანზიტები უიშვიათეს პროგნოზირებად ასტრონომიულ ფენომენებს შორისაა.[1] მოვლენა ყოველ 243 წელში მეორდება, 8-წლიან წყვილ ტრანზიტებთან ერთად, რომლებიც გამოყოფილია ხანგრძლივი, 121,5 და 105,5 წლიანი შუალედებით. განმეორებადობა უკავშირდება იმ ფაქტს, რომ დედამიწისა და ვენერას ორბიტული პერიოდულობა 8:13 და 243:395-ის თანაზომადია.[2][3]

ვენერას ბოლო ტრანზიტი 2012 წლის 5-6 ივნისს განხორციელდა და იგი უკანასკნელი იყო XXI საუკუნეში. წინა ტრანზიტი 2004 წლის 8 ივნისს განხორციელდა. უფრო წინა ტრანზიტების წყვილები 1874 წლისა და 1882 წლის დეკემბერში დაფიქსირდა. 2012 წლის შემდეგი ტრანზიტი 2117 წლისა და 2125 წლის დეკემბერში იქნება.[4][5]

ვენერას ტრანზიტს ისტორიულად უდიდესი სამეცნიერო მნიშვნელობა აქვს, რადგან ეს მოვლენა პირველ წარმოდგენებს ქმნიდა მზის სისტემის რეალურად სავარაუდო ზომაზე. 1639 წლის ტრანზიტმა, პარალაქსის პრინციპთან კომბინაციაში დაახლოებით განსაზღვრა დედამიწიდან მზემდე მანძილი, ყველა მანამდე არსებულ მოსაზრებაზე ბევრად უფრო ზუსტად. ამავე დროს, 2012 წლის ტრანზიტი მეცნიერთათვის სხვა მრავალი სამეცნიერო კვლევის შესაძლებლობას იძლევა, განსაკუთრებით ეგზოპლანეტების ძიებისათვის საჭირი ტექნიკის სრულყოფისთვის.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
ზოგადი
2012 წლის ივნისის ტრანზიტი
  1. McClure, Bruce. (29 May 2012) Everything you need to know: Venus transit on June 5–6. EarthSky. Earthsky communications Inc.. ციტირების თარიღი: 02 June 2012.
  2. Langford, Peter M.. (September 1998) Transits of Venus. La Société Guernesiaise Astronomy Section web site. Astronomical Society of the Channel Island of Guernsey. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-01-11. ციტირების თარიღი: 2012-03-01.
  3. Shortt, David. (2012-05-22) Some Details About Transits of Venus. Planetary Society web site. The Planetary Society. ციტირების თარიღი: 2012-05-22.
  4. Westfall, John E.. (November 2003) June 8, 2004: The Transit of Venus. დაარქივებულია ორიგინალიდან — აგვისტო 8, 2007. ციტირების თარიღი: 25 September 2006.
  5. Westfall, John E.. June 8, 2004: The Transit of Venus. alpo-astronomy.org. დაარქივებულია ორიგინალიდან — 15 ივნისი 2018. ციტირების თარიღი: 08 December 2009.