დემეტრე I

საქართველოს მეფე (1125-1156)
Disambig-dark.svg სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ დემეტრე.

დემეტრე Iსაქართველოს მეფე 1125-1156, დავით აღმაშენებლის უფროსი ვაჟი და მემკვიდრე. დემეტრე მამის სიცოცხლეშივე აქტიურად მონაწილეობდა სახელმწიფოს მართვა-გამგეობაში. დიდგორისა და შირვანის ბრძოლებში ქართველთა ლაშქრის გამარჯვების ერთ-ერთი ორგანიზატორი იყო. დავით აღმაშენებლის გარდაცვალების შემდეგ იძულებული გახდა ანისი ყმადნაფიცობის პირობით თურქებისათვის დაეთმო. 1138 წელს დემეტრე I-ის სარდლობით ქართველებმა განძა აიღეს და გამარჯვების ნიშნად ქალაქის კარი საქართველოში ჩამოიტანეს (დაცულია გელათში), მაგრამ დემეტრე I-მა ვერ შეძლო განძის შენარჩუნება და ქალაქი დიდხანს დარჩა მაჰმადიანთა საყრდენ პუნქტად საქართველოს წინააღმდეგ ბრძოლაში.

დემეტრე I
Demetre I (Matskhvarishi).jpg
დემეტრე I-ის მეფედ კურთხევის სცენა. მაცხვარიშის ფრესკა
საქართველოს მეფე
მმართ. დასაწყისი: 1125
მმართ. დასასრული: 1156
წინამორბედი: დავით IV აღმაშენებელი
მემკვიდრე:

დავით V

(მოგვიანებით გიორგი III )
პირადი ცხოვრება
დაბ. თარიღი: დაახლ. 1093
გარდ. თარიღი: 1156
შვილები: 1. დავით V
2.გიორგი III
3.რუსუდანი
დინასტია: ბაგრატიონები
მამა: დავით IV აღმაშენებელი
დედა: რუსუდანი

1130 წელს დემეტრე I-ის უფროსმა შვილმა დავითმა იმის შიშით, რომ დემეტრე I-ს უმცროსი შვილი გიორგი არ გაემეფებინა, შეთქმულება მოაწყო მეფის წინააღმდეგ. მეფემ შეიპყრო შეთქმულების მოთავეები: უფლისწული დავით დემეტრეს ძე და იოანე აბულეთისძე. შემდგომში (სომეხი მემატიანის ვარდანის ცნობით 1132, ლაშა-გიორგის დროინდელი მემატიანის ცნობით 1145) დემეტრე I-მა ივანე აბულეთისძე მოაკვლევინა, ხოლო მისი შვილი თირქაში (ქირქიში) საპყრობილეში დაამწყვდია.

1154 (1155) წელს დავითმა კვლავ მოაწყო შეთქმულება, თავისი ერთგული და მეფის მოწინააღმდეგე დიდებულების შემწეობით დემეტრე I იძულებით ბერად შეაყენა და სამეფო ტახტი თვითონ დაიკავა. დავითის გარდაცვალების შემდეგ (იგი მხოლოდ 6 თვეს მეფობდა) დემეტრე I ბერობიდან გადადგა და ტახტი დაიბრუნა. თანაც შეამზადა პირობები მისი უმცროსი ძის გასამეფებლად („აღამაღლა, თავისი თანა და ძისა სწორად მოსაყდრედ გამოაჩინა“). მწვავე შინაკლასობრივი ბრძოლების გამო დემეტრე I-ის მეფობის დროს საქართველოს პოლიტიკური ზრდა ერთგვარად შეფერხდა.

საყურადღებოა დემეტრე I-ის პოეტური შემოქმედება. ჩვენამდე მოაღწია მისმა რამდენიმე იამბიკომ. განსაკუთრებით გამოირჩევა ღვთისმშობლისადმი მიძღვნილი იამბიკოები. დემეტრე I-ის თხზულებათა პოეტური სახეები ქრისტიანულ სიმბოლიკაზეა დაფუძნებული, ზოგ მათგანს რითმაც ეტყობა. მისი „შენ ხარ ვენახი“ დღესაც ცოცხალი საეკლესიო საგალობელია.

რესურსები ინტერნეტშირედაქტირება

ლიტერატურარედაქტირება

ვიკიციტატაში არის გვერდი თემაზე:
დემეტრე I
დაიბადა: დაახლ. 1093 გარდაიცვალა: 1156
წინამორბედი:
დავით IV აღმაშენებელი
   საქართველოს მეფე   
1125–1155
შემდეგი:
დავით V
წინამორბედი:
დავით V
   საქართველოს მეფე   
1156
შემდეგი:
გიორგი III