თურქები
თურქები (თურქულად: მხოლ. რ. Türk, მრავლ. რ. Türkler) — ერი, თურქეთის ძირითადი მოსახლენი (50 მლნ). ეთნოგრაფიული ჯგუფები - იურიუკები, ტახტაჯები, აბდალები, ზეიბეკები. ანთროპოლოგიურად სხვადასხვაგვაროვანნი არიან, თუმცა დიდი ნაწილი მიეკუთვნება ევროპეიდული რასის ბალკანურ-კავკასიურ შტოს.
- სახელები: თვითწოდება - Turk; ფრანგულად - Turcs
- საერთო რაოდენობა: 53,3 მლნ.
- ენა: თურქული.
- მორწმუნეები: სუნიტი მუსლიმები.