მთავარი მენიუს გახსნა

ერთიანი საქართველო — ფეოდალური სახელმწიფო საქართველოში. საფუძველი ჩაეყარა 975 წელს, როდესაც ტაო-კლარჯეთის მეფემ დავით III კურაპალატმა ქართლში მეფედ დასვა თავისი შვილობილი ბაგრატ III (ძე გურგენ II-ისა), 978 წელს კი “აფხაზთა მეფედაც” აკურთხა. 1001 წელს ბაგრატმა შეიერთა დავით III-ის სამფლობელო კლარჯეთი, ხოლო 1008 წელს მამამისის სამფლობელო ტაო. ასე გაერთიანდა საქართველო, ხოლო ბაგრატ III გაერთიანებული საქართველოს პირველი მეფე გახდა. ამ პერიოდში საქართველოს სამეფოში შედიოდა ყველა ქართული სამეფო-სამთავრო გარდა კახეთ-ჰერეთისა. თბილისი და მისი მიმდებარე ტერიტორიები რჩებოდა არაბი ამირების ხელში. სამეფოს დედაქალაქი უფლისციხე იყო, ხოლო 1046 წლიდან - თბილისი. სამეფოს მართავდნენ ბაგრატიონთა დინასტიის წარმომადგენლები. საქართველოს გაერთიანების პროცესი, რომელიც VIII საუკუნიდან დაიწყო, დაასრულა დავით აღმაშენებელმა, რომელმაც 1104 წელს შემოიერთა კახეთ-ჰერეთი, 1122 წელს — თბილისი. XII საუკუნეში საქართველო წინა აზიის უძლიერესი სახელმწიფო იყო, მისი ტერიტორია მთელ კავკასიას მოიცავდა.

საქართველოს სამეფო

 

 

 

1008–1490
 

 

 

დროშა გერბი
საქართველოს სამეფო 1184–1230 წლებში, ტერიტორიული ექსპანსიის პიკში.
  საქართველოს სამეფო
  მოხარკე და ყმადნაფიცი ქვეყნები
დედაქალაქი ქუთაისი (1008-1122)
თბილისი (1122-1490)
უდიდესი ქალაქები დმანისი, ლორე, ანისი, ოლთისი, ცხუმი, გორი, ახალციხე, რუსთავი, თელავი
ენები ქართული
რელიგია მართლმადიდებლობა
მთავრობა ფეოდალური მონარქია
მეფე
 -  978–1014 ბაგრატ III (პირველი)
 -  1446–1465 გიორგი VIII (ბოლო)
ისტორიული ერა შუა საუკუნეები (მაღალიდან გვიანამდე)
 -  გაერთიანება 1008
 -  ომი ბიზანტიასთან 1021–1023
 -  ოქროს ხანა 1122–1226
 -  მონღოლები 1238–1335
 -  თემურლენგი 1386–1403
 -  დაშლა სამეფოებად 1490
ფართობი
 -  1213–1245 380,000 კმ² (146,719 მლ²)
მოსახლეობა
 -  1254 წელი 2.4–2.5 მილიონი 
დღეს ამ ტერიტორიაზე

1225 წლიდან საქართველოს ჯერ ჯალალ-ედ-დინი შემოესია, შემდეგ მონღოლები. 1242 წლიდან საქართველო მონღოლთა ვასალი გახდა, რომლებმაც 1247 წელს აქ ერთდროულად ორი მეფე დასვეს: დავით VI ნარინი (რუსუდანის ძე) და დავით VII ულუ (ლაშა-გიორგის ძე). 1258 წელს მათ საქართველოზე ორად გაიყვეს: აღმოსავლეთად და დასავლეთად. 1329 წელს გიორგი V ბრწყინვალემ კვლავ გააერთიანა საქართველო და მონღოლები განდევნა. XV საუკუნის შუა წლებში თემურლენგისა და „შავბატკნიანთა“ შემოსევების შედეგად საქართველო დასუსტდა და დაიშალა სამეფო-სამთავროებად: მას ჯერ სამცხის სამთავრო გამოეყო, შემდეგ იმერეთის სამეფო, ბოლოს კახეთის სამეფო. 1491 წელს ქართველმა მეფე-მთავრებმა სცნეს ერთმანეთის დამოუკიდებლობა და საზღვრებიც დაადგინეს.

ანჯელინო დულჩერის მიერ შესრულებული საზღვაო ნავიგაციის რუკის დეტალზე გამოსახულია საქართველოს შავი ზღვის სანაპირო და თბილისი, 1339.
ფრაგმენტი ნიკოლა დე ფერის რუკიდან, 1705.

თურქ სელჩუკების შემოსევა და საქართველოს დამორჩილებარედაქტირება

სელჩუკების შემოსევის შედეგად, საქართველო ძლიერ დაზარალდა და ვასალიც გახდა. ქართველი მეფეები ხარკს უხდიდნენ თურქ-სელჩუკთა მმართველს, ხოლო ხალხმა იმედი დაკარგა და მიწაზეც ვერ მუშაობდა. ასეთი ძნელი პერიოდი გაგრძელდა, სანამ საქართველოს მეფის გიორგი II-ის შვილი, დავით IV აღმაშენებელი არ გამეფდა. დავითმა გაატარა რეფორმების რიგი, ჩამოაყალიბა ერთიანი და ძლიერი სახელმწიფო და ბოლო მოუღო სელჩუკების ბატონობას.

საქართველოს გაძლიერება და სელჩუკების განდევნარედაქტირება

დავით აღმაშენებელი ავიდა სამეფო ტახტზე 1089 წელს 16 წლის ასაკში. ქვეყნის სათავეში მოსვლის შემდეგ მან შექმნა რეგულარული არმია, რომელიც იგერიებდა შემოჭრილ სელჩუკებს. დავითის დროს მიმდინარეობდა პირველი ჯვაროსნული ლაშქრობა, რამაც ხელი შეუწყო მის გეგმებს. 1099 წელს მან შეწყვიტა ხარკის გადახდა და დაიწყო ლაშქრობები დამპყრობლების წინააღმდეგ. 1103-1105 წლებში შემოიერთა ჰერეთი, რამაც გაამწარა სელჩუკი განჯის მმართველი. სელჩუკთა რაზმები დაიძრნენ ჰერეთისკენ, რათა განედევნათ ქართველები. 1104 წელს მოხდა ბრძოლა, რომელიც დასრულდა ქართველების გამარჯვებით. 1010 წელს დავითმა აიღო ქალაქი სამშვილდე, რის შემდეგაც სელჩუკებმა დათმეს ქვემო ქართლი. 1115 წელს ქართველებმა განდევნეს სელჩუკები რუსთავიდან, ხოლო 1118 წელს კი დაიკავეს ლორეს ციხე-სიმაგრე. ასევე მმართველობის დროს დავითმა გაატარა საეკლესიო რეფორმა და ეკლესიას კათალიკოსი დაუნიშნა. ლაშქრობების შედეგად თბილისი, რომელიც ჯერ კიდევ სელჩუკთა ხელში რჩებოდა, იზოლირებული აღმოჩნდა. მის გარშემო ქართული ციხე-სიმაგრეები იდგა.

1121 წელს მოხდა გადამწყვეტი ბრძოლა ქართველებსა და სელჩუკებს შორის, რომელიც ცნობილია როგორც დიდგორის ბრძოლა. დავით აღმაშენებელმა დალეწა მოწინააღმდეგის 300 ათას კაციანი არმია, რის შედეგადაც სელჩუკები საბოლოოდ განიდევნენ საქართველოდან. შემდგომი ლაშქრობებისას ქართველებმა დაიკავეს შირვანი და სომხეთის დიდი ნაწილი.

ამრიგად, დავით აღმაშენებელმა შექმნა იმ დროის კავკასიონის უძლიერესი სახელმწიფო, ხოლო მისმა შთამომავლებმა გააგრძელეს კავკასიონის მთიული ხალხების დამორჩილება.

საქართველოს სამეფოს ოქროს ხანარედაქტირება

  მთავარი სტატია : საქართველოს ოქროს ხანა.

საქართველოს ოქროს ხანა იყო, როდესაც საქართველოს მეფე იყო თამარი[1]. მეფეს ემორჩილებოდა განჯა, ნახიჭევანი, ტრაპიზონის იმპერია, ალანია და სხვა. 1194-1204 წლებში ქართულმა ჯარებმა მოიგერიეს თურქული ჯარები, რომლებიც უტევდნენ სამხრეთიდან. საქართველო იმდენად გაძლიერდა, რომ 1210 წელს ქართველი სარდლის, ზაქარია მხარგრძელის ინიციატივით მოეწყო ლაქრობა ჩრდილოეთ ირანში[2], რამაც საქართველოს ავტორიტეტი რეგიონში უფრო აამაღლა.

საქართველოს ოქროს ხანა არა მარტო ლაშქრობებზე აისახა. ამ დროს დაწერილ იქნა უამრავი ძვირფასი ხელნაწერი, წიგნი და სხვა. ყველაზე ცნობილია შოთა რუსთაველის ვეფხისტყაოსანი. ნაწარმოები, რომელიც ნათარგმნია უამრავ ენაზე. ქართული კულტურა გავრცელდა საბერძნეთში(კერძოდ ათონის მთაზე), ბულგარეთში და კიდევ ახლო აღმოსავლეთის ზოგიერთ ქვეყანაზე.

სქოლიორედაქტირება

  1. Georgia, Encyclopædia Britannica Premium Service.
  2. библиотека истории Гумер - Вачнадзе М., Гурули В., Бахтадзе М. История Грузии