მთავარი მენიუს გახსნა
Disambig-dark.svg სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ ივანე I.
Disambig-dark.svg სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ მხარგრძელი.

ივანე I მხარგრძელი (გ. 1227) — საქართველოს დიდებული XII საუკუნის ბოლოსა და XIII საუკუნის პირველ მესამედში. ამირსპასალარ სარგისის ძე. ჯერ მსახურთუხუცესი (სასახლისა და სამეფო დომენის გამგებელი), შემდეგ — ათაბაგი. დიდი მემამულე: ქვემო ქართლის ნაწილის, შემოერთებული სომხური თემების ნაწილის (დვინის მხარე — ვასპუკანი, გელაქუნი) მფლობელი.

მხარგრძელი, მისი მამის, სარგისის, ამირსპასალარად დანიშვნის დროს თამარ მეფემ "ითაყვანა დარბაზის ყმად" (ე.ი. კარისკაცად). იური ანდრიას ძის აჯანყების (1191) ჩაქრობის შემდეგ ივანეს მეფემ უწყალობა ამ აჯანყების მოთავის ვარდან დადიანის სახელო — მსახურთუხუცესობა და მისივე სამფლობელო ციხეები აღმოსავლეთ საქართველოში — კაენი და კაიწონი, აგრეთვე გელაქუნი. მხარგრძელი აქტიურ როლს თამაშობდა საქართველოს როგორც საგარეო, ისე საშინაო პოლიტიკაში. თავის ძმასთან, ზაქარიასთან ერთად ის იყო მეწინავე სადროშოს ერთ-ერთი სარდალი. მონაწილეობდა შამქორისა და ბასიანის ბრძოლებში, კარისა და ხლათის ლაშქრობებში, ხვარაზმელთა წინააღმდეგ ბრძოლებში და სხვა. მხარგრძელის სარდლობით საქართველოს ლაშქარმა ჩააქრო დიდოელებისა და ფხოველების აჯანყება.

მხარგრძელი უფლისწულ ლაშა გიორგის აღმზრდელი იყო, რის გამოც მიიღო ათაბაგის ტიტული. ამ დროიდან ათაბაგი მნიშვნელოვანი ფიგურა გახდა საქართველოს სამეფო კარზე. მან თანდათანობით დაიკავა მწიგნობართუხუცეს-ჭყონდიდელის ადგილი, იქცა მის ნაცვლად, მეორე კაცად მეფის შემდეგ. ივანეს ამირსპასალარობაც ებოძა. თუ აქამდე ამირსპასალარისა და მანდატურთუხუცესის თანამდებობა გაერთიანებული იყო, ამიერიდან ამირსპასალარის სახელო შეუთავსდა ათაბაგობას და დროებით დამკვიდრდა ივანეს სახლში. მანდატურთუხუცესის თანამდებობა კი დარჩა ზაქარია მხარგრძელის სახლში.

ივანე კონფესიურად თავდაპირველად მონოფიზიტი იყო, შემდეგ მიიღო დიოფიზიტობა. მან დიოფიზიტურად აქცია ახპატისა (პღნძჰანქის) და სანაინის მონასტრები. ივანე დაკრძალეს სანაინის მონასტერში, რომელიც მისი სახლის საძვალედ იქცა.

სექციების სია

გენეალოგიური ხერედაქტირება

მხარგრძელთა გენეალოგიარედაქტირება

მხარგრძელთა გენეალოგია[1]

ხოსრო
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
ავაგ-სარგისიქარიმი
 
 
ზაქარია I
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
სარგისი + 1187
ამირა, ამირსპასალარი
ვარამი
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
ზაქარია +1212
ამირსპასალარი,
მანდატურთუხუცესი
ნანე
(ინანა)
დოპი
(შუშანი)
თამთაივანე +1227
მსახურთუხუცესი,
ამირსპასალარი, ათაბაგი
ზაქარია
გაგელი
სარგის
თმოგველი
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
შანშე (შაჰანშა) +1262
მანდატურთუხუცესი
თამთაავაგ-სარგისი +1250
ამირსპასალარი, ათაბაგი
ვარამ გაგელი,
მსახურთუხუცესი
თაყაიდინ თმოგველი
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
არტაშირიზაქარია +1262
ამირსპასალარი
ავაგ-სარგისი +1268
მანდატურთუხუცესი, ამირსპასალარი
ივანე
მანდატურთუხუცესი
მხარგრძელი
ამირსპასალარი
აღბუღაბერი
გიორგი
 
 
აღბუღასარგის
თმოგველი
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
დავითიშანშე
ამირსპასალარი
ათაბაგი
ვარამ
ათაბაგი
არტაშირიაღბუღაზაზახოშაქივარამიზაქარიაივანე
 
 
 
 
 
 
 
ზაქარია
ათაბაგი
შაჰანშა
ათაბაგი
ზაქარია

ლიტერატურარედაქტირება

სქოლიორედაქტირება

  1. შოთა მესხია, „საშინაო პოლიტიკური ვითარება და სამოხელეო წყობა XII საუკუნის საქართველოში“, თბ., 1979, გვ. 318