ზაქარია II მხარგრძელი
ზაქარია II მხარგრძელი (გ. 1212) — ქართველი დიდებული. სახელმწიფო მოღვაწე XII-XIII საუკუნეების მიჯნაზე, ამირსპასალარ სარგისის ძე, ამირსპასალარ-მანდატურთუხუცესი, დიდი მემამულე, ქვემო ქართლის (ლორე-ტაშირი), შემოერთებული სომხური თემების (შირაკი,აირარატი, სივნიეთი, არცახი, უტიქი, გელაქუნი), ქ. რუსთავის (კახეთი) და სხვათა მფლობელი.
1177 წელს ზაქარია და სარგის მხარგრძლები აჯანყებული დემნა (დემეტრე) უფლისწულის ბანაკში იყვნენ. სარგისმა შვილთან ერთად დატოვა აჯანყებულები და გადავიდა გიორგი III-ის მხარეზე. მხარგრძლებმა განსაკუთრებით გამოიჩინეს თავი გიორგი რუსის (იური ანდრიას ძე) ამბოხების ჩაქრობაში. ამირსპასალარ გამრეკელ თორელის გარდაცვალების შემდეგ მცირე ხნით ჭიაბერი იყო ამირსპასალარი, ხოლო შემდეგ - მხარგრძელს ამირსპასალარობის ბოძებასთან ერთად მეფემ უწყალობა ქ. რუსთავიც. ამ დროიდან ამირსპასალარის სახელო დიდი ხნით დამკვიდრდა მხარგრძელთა საგვარეულოში. XII საუკუნის ბოლოს საქართველომ შემოიერთა სომხეთი (შირაკი) ცენტრი ქ. ანისი, რომელიც სამამულე მდლობელობაში გადაეცა ზაქარია მხარგრძელს. ზაქარიას (ისევე როგორც ადრე მის მამას - სარგისს) მიენიჭა ანისის მფლობელის ტიტული - შაჰანშა (ეს ტიტული დამკვიდრებული იყო აგრეთვე საქართველოს მეფის ტიტულატურაში). შემდგომში ეს ტიტული საკუთარ სახელად იქცა ზაქარიას სახლში.
მხარგრძელი მონაწილეობდა ქართველთა თითქმის ყველა ლაშქრობაში XII-XIII საუკუნეების მიჯნაზე: შამქორისა და ბასიანის ბრძოლებში, ანისის, არდებილის, ირანის ლაშქრობებში და სხვა. ის, როგორც სამხრეთ საქართველოს ფეოდალი, სარდლობდა მეწინავე სადროშოს. თამარის ისტორიკოსის ცნობით, „მას ჟამსა დიდად განდიდებულნი იყვნენ მეფისა მიერ ზაქარია ამირსპასალარი და ივანე მსახურთუხუცესი“.
კონფესიურად ზაქარია იყო ერთადერთი მონოფიზიტი მხარგრძელი ამ პერიოდში. მისი მოძღვარი იყო ცნობილი სომეხი საეკლესიო მოღვაწე და კანონმდებელი მხითარ გოში. XIII საუკუნის სომეხი ისტორიკოსების კირაკოს განძაკეცისა და ვარდან აღმოსავლელის ცნობით, ზაქარია ცდილობდა ზოგიერთი ცვლილების შეტანას სომხურ სარწმუნოებაში, რათა დაეახლოვებინა ის ქართულ სარწმუნოებასთან. ამ მიზნით მხარგრძელის ინიციატივით მოწვეულ იქნა ლორისა (1205) და ანისის (1207) საეკლესიო კრებები.
ზაქარიას გარდაცვალების შემდეგ მხარგრძელთა ძირითადი შტო გაიყო 2 ნაწილად: ზაქარიასა და ივანეს (ზაქარიას ძმა) სახლებად. მხარგრძელმა მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა საქართველოს ფეოდალური მონარქიის განმტკიცებაში, თურქების მიერ დაპყრობილი ამიერკავკასიის მიწების განთავისუფლებასა და საქართველოსთან შეერთებაში. ამიტომაც იმდროინდელი ქართული წყაროები (რომელიც ასახავენ ქართულ ფეოდალური არისტოკრატიის თვალსაზრისს) ქებით იხსენიებენ მხარგრძელს და მაღალ შეფასებას აძლევენ მის თავდადებას ქართული სახელმწიფოს ინტერესებისათვის, ერთგულებას მეფისადმი, მის პიროვნულ ღირსებებს. ვარდანის ცნობით, მხარგრძელი გარდაიცვალა ირანის ლაშქრობიდან დაბრუნების შემდეგ. დაკრძალეს სანაინში, თავის საგვარეულო მონასტერში.
გენეალოგიური ხე
რედაქტირებამხარგრძელთა გენეალოგია[1]
ხოსრო | |||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
ავაგ-სარგისი | ქარიმი | ||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
ზაქარია I | |||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
სარგისი + 1187 ამირა, ამირსპასალარი | ვარამი | ||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
ზაქარია +1212 ამირსპასალარი, მანდატურთუხუცესი | ნანე (ინანა) | დოპი (შუშანი) | თამთა | ივანე +1227 მსახურთუხუცესი, ამირსპასალარი, ათაბაგი | ზაქარია გაგელი | სარგის თმოგველი | |||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
შანშე (შაჰანშა) +1262 მანდატურთუხუცესი | თამთა | ავაგ-სარგისი +1250 ამირსპასალარი, ათაბაგი | ვარამ გაგელი, მსახურთუხუცესი | თაყაიდინ თმოგველი | |||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
არტაშირი | ზაქარია +1262 ამირსპასალარი | ავაგ-სარგისი +1268 მანდატურთუხუცესი, ამირსპასალარი | ივანე მანდატურთუხუცესი | მხარგრძელი ამირსპასალარი | აღბუღა | ბერი გიორგი | აღბუღა | სარგის თმოგველი | |||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
დავითი | შანშე ამირსპასალარი ათაბაგი | ვარამ ათაბაგი | არტაშირი | აღბუღა | ზაზა | ხოშაქი | ვარამი | ზაქარია | ივანე | ||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
ზაქარია ათაბაგი | შაჰანშა ათაბაგი | ზაქარია | |||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
ლიტერატურა
რედაქტირება- მესხია შ., საშინაო პოლიტიკური ვითარება და სამოხელეო წყობა XII საუკუნის საქართველოში, თბ., 1979;
- მეტრეველი რ., შინაკლასობრივი ბრძოლა ფეოდალურ საქართველოში (XII ს.), თბ., 1973;
- ჯავახიშვილი ივ., ქართველი ერის ისტორია, წგნ. 2, თბ., 1965;
- შოშიაშვილი ნ., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 7, თბ., 1984. — გვ. 271.
სქოლიო
რედაქტირება- ↑ შოთა მესხია, „საშინაო პოლიტიკური ვითარება და სამოხელეო წყობა XII საუკუნის საქართველოში“, თბ., 1979, გვ. 318