მანდატურთუხუცესისაქართველოს სამეფოში მანდატურების უფროსი, საპოლიციო უწყების ხელმძღვანელი, ერთ-ერთი ვაზირთაგანი. მას ხელმწიფის კარზე წესრიგის დაცვა და სხვა ადმინისტრაციულ ფუნქციათა შესრულება ევალებოდა. მანდატურთუხუცესის საგანგებო სამოხელეო ნიშანი „სამანდატურო არგანი“ (ოქროს ჯოხი) იყო. იგი თავისი რანგითა და პატივით ამირსპასალარს უტოლდებოდა. იყო შემთხვევები მანდატურთუხუცესის და ამირსპასალარის სახელოების გაერთიანებისა.

ფეოდალურ საქართველოში სავაზიროში შემავალი ზოგიერთი უწყების ხელმძღვანელს საერთაშორისო თუ დიპლომატიურ ურთიერთობათა წარმართვა ევალებოდა და იგი თავისი სპეციფიკიდან გამომდინარე ჰქონდათ განაწილებული. მეფის მგზავრობისას ასრულებდა ცერემონმაისტერის როლს. მანდატურთუხუცესი უცხო ქვეყნების ელჩების ჩამოსვლას, მიღება-დაცვასა და სხვა მსგავს საკითხებს ადევნებდა თვალყურს. ამ კუთხით იგი საგარეო საქმეთა გამგის მოვალეობასაც ასრულებდა. ივანე ჯავახიშვილის აზრით მანდატურთუხუცესი იყო სახელმწიფო ფოსტისა და მიმოსლვლის უფროსიც. ვარაუდობენ, რომ როგორც მეფის ნდობით აღჭურვილი პირს, მას ებარა მეფის სამზარეულოც. მას მანდატურების გარდა ექვემდებარებოდნენ ამირეჯიბი, მესტუმრე და სხვა მოხელეები. XVII საუკუნეში მანდატურთუხუცესის თანამდებობა ეშიკაღასბაშმა შეცვალა.

მანდატურთუხუცესების სიარედაქტირება

  • ხაჟიგ დადიანი — XIII საუკუნის II ნახევარი
  • ოზბეგ დადიანი — დაახლ. 1452-1452 წლებში ჭლოუს წარწერის თანახმად.

ლიტერატურარედაქტირება

  • ნადარეიშვილი, გ., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 6, გვ. 405, თბ., 1983 წელი.
  • ჯავახიშვილი ივ., ქართული სამართლის ისტორია, წგნ. 2, ნაკვ. 1, ტფილისი, 1928