მონოფიზიტობა
მონოფიზიტობა (ძვ. ბერძნ. μόνος — „ერთი“ და φύσις — „ბუნება“), ევტიხიელობა — ქრისტიანობაში ერთ-ერთი დოგმატიკური თვალსაზრისი, რომლის მიხედვითაც იესო ქრისტეს ჰქონდა მხოლოდ ერთი — ღვთაებრივი ბუნება, რითაც ის განსხვავდება დიოფიზიტების მიერ აღიარებული ქრისტეს ორბუნებიანობისაგან. ამ ღვთისმეტყველური თვალსაზრისის მამამთავარია კონსტანტინოპოლი ერთ-ერთი მონასტრის არქიმანდრიტი ევტიქი. მონოფიზიტობა ჩაისახა 433 წელს ბიზანტიის იმპერიაში. 451 წელს ქალკედონის საეკლესიო კრება ზე დაგმეს მონოფიზიტობა და მიიღეს განსაკუთრებული დოგმატი — „ქრისტეს ორბუნებოვანობისა და ერთსახეობის შესახებ“. მის მიმდევრებს დევნა დაუწყეს, როგორც ერეტიკოსებს. დავა დასრულდა სირიის, პალესტინის (იერუსალიმის), ანტიოქიის ქრისტიანთა ამბოხებით და განდგომით (457–468 წწ.) და მათ მიერ არაქალკედონური მართლმადიდებელი ეკლესიების დაარსებით.
სწავლება
რედაქტირებამონოფიზიტობის სწავლების მიხედვით თავიდან ცალ-ცალკე არსებობდა ქრისტეს ორი ბუნება: ღმერთისა და კაცის, მაგრამ განკაცების შემდეგ ეს ორი ბუნება შეერთდა და მხოლოდ ღვთაებრივი ბუნება დარჩა. ზოგიერთი მონოფიზიტი მიიჩნევს, რომ ქრისტეში ორი ბუნების გაერთიანებამ წარმოშვა ახალი, განსაკუთრებული ბუნება. მონოფიზიტები უარყოფდნენ ორი ბუნების თანაარსებობას და ამტკიცებდნენ, რომ ქრისტეში ღვთაებრივმა ბუნებამ შთანთქა ადამიანური და რომ ჯვარს ეცვა არა ღმერთკაცი, როგორც დიოფიზიტები ამტკიცებენ, არამედ ღმერთი.
ისტორია
რედაქტირებამონოფიზიტობა ჩაისახა 433 წელს. ის გავრცელდა ბიზანტიის იმპერიის აღმოსავლეთ პროვინციებში, სადაც შემორჩენილი იყო მოკვდავი ღმრეთის კულტი. 451 წელს ქალკედონის საეკლესიო კრებამ დაგმო მონოფიზიტობა. V საუკუნის ბოლოდან მონოფიზიტებმა დაიკავეს ალექსანდრიის, იერუსალიმისა და ანტიოქიის საპატრიარქო საყდრები. VI საუკუნეში მონოფიზიტობა გავრცელდა ნუბიასა და არაბეთში. ამავე დროს გამოიკვეთა მონოფიზიტების პოლიტიკური სურვილი, ჩამოეშორებიათ ბიზანტიის იმპერიისგან აღმოსავლეთის პროვინციები. რელიგიურმა სეპარატიზმმა იჩნა თავი ეგვიპტესა და სირიაში. ამის გამო VI საუკუნეში ბიზანტიის იმპერატორები ხშირად უთმობდნენ მონოფიზიტებს. მონოფიზიტებს მფარველობდა იმპერატორ იუსტინიანეს მეუღლე თეოდორა. VII საუკუნეში წარმოიქმნა მონოფიზიტობისა და დიოფიზიტობის დაახლოების მცდელბა მონოთელიტობის სახით.
მიაფიზიტობა
რედაქტირებაVII საუკუნის ბოლოდან დამკიდრდა ტერმინი მონოფიზიტობა. მონოფიზიტობის შემცვლელი ტერმინია მიაფიზიტობა. ეს ტერმინი შემოღებულ იქნა მონოფიზიტობის ნეგატიური კონოტაციის თავიდან ასარიდებლად. ტერმინი დაფუძნებულია კირილე ალექსანდრიელის გამონათქვამზე „ღვთის სიტყვის ერთგვაროვანი განკაცებული ბუნება“. ტერმინი მონოფოზიტობა მიუღებელია სომხური სამოციქულო ეკლესიისთვის და არ იყენებს მას.
იხილეთ აგრეთვე
რედაქტირებალიტერატურა
რედაქტირება- „რელიგიები საქართველოში“, თბილისი: სახალხო დამცველის ბიბლიოთეკა, 2008. — გვ. 186-187, ISBN 978-9941-0-0902-0.
- ალექსიძე ზ., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 7, თბ., 1984. — გვ. 100-101.
- ალექსიძე ზ., რელიგიური სიტუაციის შესახებ VI საუკუნის კავკასიაში, „მაცნე“, N1 1974
- ალექსიძე ზ., „მასალები დვინის 506 წლის საეკლესიო კრების ისტორიისათვის“, „მაცნე“, N3 1973
- ჯავახიშვილი ი., „ქართველი ერის ისტორია“, წიგნი I, თბილისი, 1960
- Jean Meyendorff. Le Christ dans la Theologie Byzantine. Paris, 1968. (На английском: John Meyendorff. Christ in the Eastern Christian Thought. New York, 1969. Русский перевод: Прот. Иоанн Мейендорф. «Иисус Христос в восточном православном богословии». М., 2000)
- Еп. Григорий (В. М. Лурье). История византийской философии. Формативный период. СПб., Axioma, 2006. XX + 553 с. ISBN 5-90141-013-0 Оглавление, Раздел 1, гл. 1, Раздел 1, гл. 2, Раздел 2, гл. 1, Раздел 2, гл. 2, Раздел 4, гл. 1, Раздел 4, гл. 2
- А. В. Карташёв. Вселенские Соборы. Париж, 1963 დაარქივებული 2012-07-28 საიტზე Wayback Machine.
- Давыденков Олег, иерей Христологическая система Севира Антиохийского დაარქივებული 2014-08-13 საიტზე Wayback Machine. М: Изд-во ПСТГУ, 2007. — 328 с. ISBN 978-5-7429-0257-7
- Творения преподобного Иоанна Дамаскина Источник знания Пер. с греч. и коммент. Д.Е. Афиногенова, А.А. Бронзова, А.И. Сагарды, Н.И. Сагарды. — М.: Индрик, 2002. — 416 с. — (Святоотеческое наследие. Т. 5) ISBN 5-85759-186-4
- Прп. Иоанн Дамаскин О сложной природе против акефалов // Творения преподобного Иоанна Дамаскина. Христологические и полемические трактаты. Слова на богородичные праздники / Пер. свящ. Максима Козлова и Д. Е. Афиногенова (М. 1997). Стр. 194—201 ISBN 5-7248-0044-6
- Иеромонах Гевонд Оганесян, настоятель монастыря Святых Архангелов (Иерусалимский патриархат), кандидат богословских наук. «Армянская Церковь и Халкидон. Армянское достояние на святой земле». Иерусалим, 2010. В pdf формате. Армянская Церковь и Халкидон. В html формате
- H.H. Pope Shenouda III «The Nature of the Christ»
- Main doctrines and practice of the church - Ethiopian Orthodox Tewahedo Church