ჯვარცმასიკვდილით დასჯის უძველესი მეთოდი, რომლის დროსაც დასასჯელს აბამენ ან ლურსმავენ ხის განიერ ჯვარზე და ტოვებენ მასზე ჩამოკიდებულს გარდაცვალებამდე. ეს მეთოდი რომის იმპერიაში სიკვდილით დასჯის საკმაოდ გავრცელებული და განსაკუთრებით დამამცირებელი ფორმა იყო, თუმცა მსგავსი მეთოდები სხვა უძველეს კულტურებშიც არსებობდა. ჯვარცმას განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს ქრისტიანობისთვის, რომლის მიხედვით, იესო ქრისტე ჯვარცმულ იქნა, თუმცა მოგვიანებით მკვდრეთით აღსდგა. ამის გამო ჯვარი ან ჯვარცმა ქრისტიანობის უმთავრესი სიმბოლო გახდა.

იესოს ჯვარცმა, ჰიერონიმუს ბოსხის ნახატი

ჯვარცმას რომაელები სასჯელის მეთოდად 313 წლამდე იყენებდნენ, როდესაც ქრისტიანობა დომინირებული სარწმუნოება გახდა რომში, თუმცა სასჯელის ეს ფორმა მოგვიანებითაც გამოიყენებოდა სხვადასხვა ადგილას. ქრისტიანულ ჯვარს უამრავი ვარიაცია აქვს. უმეტეს ენებში სიტყვა „ჯვარი“ (ინგლ. Cross; რუს. Крест; პოლ. Krzyż; გერმ. Kreuz) ლათინური „crux“-დან წარმოიშვა, რაც "ხე"-ს ნიშნავს. ასევე არსებობს ზმნა „cruciare“, რომელიც ითარგმნება, როგორც „წამება“.[1][2][3][4]

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
 
ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე:
  1. Collins English Dictionary, "crucify". Collins.
  2. Compact Oxford English Dictionary, "crucify". Oxford University Press. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2015-05-12. ციტირების თარიღი: 2015-11-05.
  3. Webster New World College Dictionary, "crucify". http://www.yourdictionary.com/.
  4. Online Etymology Dictionary, "crucify". Etymonline.com.