ჰიერონიმუს ბოსხი

ჰიერონიმუს ბოსხინიდერლანდელი ფერმწერი. დაიბადა 1450 წელს ჰერტოგენბოსში. გარდაიცვალა იქვე 1516 წელს. მისი ნამდვილი სახელი და გვარია ჰიერონიმუს ვან აკენი. ბოსხი ხატავდა რელიგიურ, ალეგოროულ და ჟანრულ სურათებს. მისი ცნობილი სურათები — ტკბობის ბაღი, სამოთხე, მოგვთა თაყვანისცემა დაცულია პრადოს მუზეუმში, მადრიდი, ესპანეთი. ბოსხის შემოქმედების ერთ-ერთი დამახასიათებელი ნიშანია ფანტასტიკურისა და რეალურის შერწყმა. ბოსხის სურათები სივრცობრივი და დეკორატიულია. ფერმწერის შემოქმედებაში დიდი ადგილი უჭირავს წმინდანთა ცდუნების თემას, სადაც მორწმუნეთა მორალური სიმტკიცე უპირისპირდება სამყაროში გაბატონებულ საცდურსა და შიშს. ასევე აღსანიშნავია თანამედროვე თემებზე შექმნილი სურათები: თავის ოპერაცია, ძე შეცდომილი და სხვა. ბოსხის მნიშვნელოვანი ნამუშევარია ალეგორიული ხასიათის სურათი თივის გადატანა, რომლის სიუჟეტი ხალხურ ანდაზებთანაა დაკავშირებული.

ჰიერონიმუს ბოსხი; სავარაუდო პორტრეტი
თავის ოპერაცია

ბოსხი არასოდეს აწერდა თარიღს თავის ნამუშევრებს, ხელმოწერილიც მხოლოდ რამდენიმეა. დღესდღეობით, მხოლოდ 25 სურათია შემორჩენილი, რომლის ავტორად ბოსხია მიჩნეული. ესპანეთის მეფე ფილიპე II-მ ფერმწერის გარდაცვალების შემდეგ მისი ბევრი ნამუშევარი შეიძინა, რის შედეგადაც პრადოს მუზეუმი ბოსხის რამდენიმე სურათს ფლობს. ბოსხს ჰყავდა მიმბაძველები, მისი შემოქმედების ერთ-ერთი გამგრძელებელია პიტერ ბრეიგელი.

ჰიერონიმუს ბოსხის ნამუშევრებირედაქტირება

რესურსები ინტერნეტშირედაქტირება