კონექტიკუტი

შტატი აშშ-ში
ტერმინს „კონექტიკუტი“ აქვს სხვა მნიშვნელობებიც, იხილეთ კონექტიკუტი (მრავალმნიშვნელოვანი).

კონექტიკუტი (ინგლ. Connecticut) — შტატი აშშ-ში, მდებარეობს ახალი ინგლისის რეგიონში. სახელი ალგონკინების ენაზე ნიშნავს „გრძელი მდინარის სანაპიროს“. კონექტიკუტი 1635 წელს დააარსეს პურიტანმა კოლონისტებმა მასაჩუსეტსიდან; 1637 წელს აქ შეიქმნა თანამეგობრობა, რომელმაც 1639 წელს თანამედროვე მსოფლიოს პირველი კონსტიტუცია მიიღო; 1788 წლიდან აშშ-ს შტატია.

  • ფართობი - 12,5 ათასი
  • მოსახლეობა - 3,464 ათასი (თეთრი 86 %, აფროამერიკელი 8 %, ლათინურამერიკელი 6 %).
  • ქალაქის მოსახლეობა - 78,8 %.
  • ქალაქებიჰარტფორდი (დედაქალაქი), 133 ათასი, ბრიჯპორტი, 138 ათასი, ნიუ-ჰეივენი, 125 ათასი
  • ცნობილი ადამიანები – ჯორჯ ბუში, კეტრინ ჰეპბერნი, ჰარიეტ ბიჩერ სტოუ, მარკ ტვენი.
  • თავისებურებებიიელის უნივერსიტეტი.
კონექტიკუტი
კონექტიკუტის დროშა კონექტიკუტის გერბი
მეტსახელი: The Constitution State
დევიზი: Qui transtulit sustinet
დედაქალაქი ჰარტფორდი
ოფიციალური ენა
გუბერნატორი Ned Lamont
საკანონმდებლო ორგანო კონექტიკუტის გენერალური ასამბლეა
ფართობი 14 357 კმ²
მოსახლეობა 3 605 944[1] კაცი
უმაღლესი წერტილი ფრისელი
უდაბლესი წერტილი ლონგ-აილენდი
შტატი გახდა 9 იანვარი, 1788
სასაათო სარტყელი ჩრდილოეთ ამერიკის აღმოსავლეთი დრო და ამერიკა/ნიუ-იორკი
საფოსტო აბრევიატურა CT[2]
მოსაზღვრე რეგიონები მასაჩუსეტსი, როდ-აილენდი და ნიუ-იორკი
ადმინისტრაციული დაყოფა
საიტი portal.ct.gov

სქოლიო რედაქტირება