მთავარი მენიუს გახსნა

იელის უნივერსიტეტი (Yale University) — კერძო უნივერსიტეტი ნიუ-ჰეივენში, კონექტიკუტი. დაარსდა 1701 წელს როგორც კოლეგიატის სკოლა, აივი-ლიგის წევრია და სიძველით მესამე უმაღლესი განათლების კერაა აშშ-ში. განსაკუთრებით ცნობილია მისი საბაკალავრო სკოლა, იელის კოლეჯი და იელის იურიდიული ფაკულტეტი, ორივე მათგანს აღზრდილი ჰყავს რამდენიმე აშშ-ის პრეზიდენტი და სხვა სახელმწიფოების მეთაურები. 1861 წელს იელის ხელოვნებათა და მეცნიერებათა პოსტსაბაკალავრო სკოლამ პირველი ფილოსოფიის დოქტორის დიპლომი გასცა აშშ-ში. ასევე გამოირჩევა იელის დრამატული სკოლა, რომელმაც მრავალი ჰოლივუდის და ბროდვეის გამოჩენილი მსახიობი აღზარდა. იელის ხელოვნების, მუსიკის, სამედიცინო და არქიტექტურის სკოლები ამ სფეროებში ერთ-ერთ საუკეთესოდ მიიჩნევა ქვეყანაში.

იელის უნივერსიტეტი
Yale University
ლათ. Universitas Yalensis
უნივერსიტეტის გერბი
Yale University Shield 1.svg
დევიზი אורים ותמים
- სინათლე და ნდობა
დაფუძნდა ოქტომბერი 9, 1701 (1701-10-09)
ტიპი კერძო
მდებარეობა ნიუ-ჰეივენი, კონექტიკუტი აშშ
საიტი yale.edu

2016 წელს U.S. News & World Report-მა იელი აშშ-ში მესამე საუკეთესო სასწავლო დაწესებულებად დაასახელა[1] (ამ სიაში იელი სამეულში შედის ბოლო თექვსმეტი წელი). QS World University Rankings-ის თანახმად ის მე-15-ა მსოფლიოში[2], Times Higher Education World University Rankings-ის რეიტინგში კი მე-12.[3] 2015 წელს Academic Ranking of World Universities-მა იელს მე-11 ადგილი მიანიჭა.[4]

იელის უნივერსიტეტის კურსდამთავრებულებს შორის არიან: უილიამ ჰოვარდ ტაფტი, ჯერალდ ფორდი, ჯორჯ ჰერბერტ უოლკერ ბუში, ბილ კლინტონი, ჯორჯ უოლკერ ბუში, მარიო მონტი, თანსუ ჩილერი, ერნესტო სედილიო, კარლ კარსტენსი, ჯონ კერი, ჰილარი კლინტონი.

რესურსები ინტერნეტშირედაქტირება

სქოლიორედაქტირება

  1. National University Rankings. U.S. News & World Report. წაკითხვის თარიღი: November 7, 2015.
  2. QS World University Rankings. QS Quacquarelli Symonds Limited. წაკითხვის თარიღი: November 7, 2015.
  3. World University Rankings 2015–2016. Times Higher Education. წაკითხვის თარიღი: November 7, 2015.
  4. Academic Ranking of World Universities 2015. ShanghaiRanking Consultancy. წაკითხვის თარიღი: November 7, 2015.