უილიამ ჰოვარდ ტაფტი

უილიამ ჰოვარდ ტაფტი (ინგლ. William Howard Taft; დ. 15 სექტემბერი, 1857 — გ. 8 მარტი, 1930) — ამერიკელი პოლიტიკოსი, ამერიკის შეერთებული შტატების რიგით 27-ე პრეზიდენტი 1909-1913 წლებში, რესპუბლიკელი.

უილიამ ჰოვარდ ტაფტი
William Howard Taft
უილიამ ჰოვარდ ტაფტი William Howard Taft
აშშ-ის 27-ე პრეზიდენტი
თანამდებობაზე ყოფნის დრო
4 მარტი, 1909 – 4 მარტი, 1913
ვიცე-პრეზიდენტი  ჯეიმზ შერმანი (1909-1912)
არავინ (1912-1913)
წინამორბედითეოდორ რუზველტი
მემკვიდრევუდრო უილსონი

აშშ-ის უზენაესი სასამართლოს მთავარი მოსამართლე
თანამდებობაზე ყოფნის დრო
11 ივლისი, 1921 – 3 თებერვალი, 1930

კუბის დროებითი გუბერნატორი
თანამდებობაზე ყოფნის დრო
29 სექტემბერი, 1906 – 13 ოქტომბერი, 1906

თანამდებობაზე ყოფნის დრო
1 თებერვალი, 1904 – 30 ივნისი, 1908
პრეზიდენტითეოდორ რუზველტი

ფილიპინების გენერალ-გუბერნატორი
თანამდებობაზე ყოფნის დრო
4 ივლისი, 1901 – 23 დეკემბერი, 1903

დაბადებული15 სექტემბერი, 1857
ცინცინატი, ოჰაიო
გარდაცვლილი8 მარტი, 1930
ვაშინგტონი
პოლიტიკური პარტიარესპუბლიკური პარტია
მეუღლეჰელენ ჰერონ ტაფტი
პროფესიაიურისტი
ხელმოწერა

ტაფტი 1857 წელს ოჰაიოს შტატის ქალაქ ცინცინატში დაიბადა. მან დაამთავრა იელის კოლეჯი 1878 წელს და ცინცინატის სამართლის სკოლა 1880 წელს. იგი სასამართლოს სხვადასხვა პოზიციაზე მუშაობდა. ამის შემდეგ 1900 წელს ის პრეზიდენტმა უილიამ მაკ-კინლმა ფილიპინების გენერალ-გუბერნატორად დანიშნა. 1904 წელს პრეზიდენტმა თეოდორ რუზველტმა აშშ-ის ომის მდივნად დანიშნა. 1908 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში ტაფტს მოქმედმა პრეზიდენტმა და მეგობარმა თეოდორ რუზველტმა მხარი დაუჭირა. მან არჩევნებში ადვილად გაიმარჯვა.

მისი პრეზიდენტობის დროს საშინაო პოლიტიკის მნიშვნელოვანი მოვლენები მონოპოლიების წინააღმდეგ გატარებული ღონისძიებები, ასევე სამოქალაქო სამსახურის რეფორმა და საფოსტო სამსახურის ფუნქციონირების გაუმჯობესება იყო. საგარეო პოლიტიკაში ტაფტი დოლარის დიპლომატიით აზიისა და ლათინური ამერიკის განუვითარებელი ქვეყნების ეკონომიკურ განვითარებას ცდილობდა. 1912 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში, სადაც მას ყოფილი პრეზიდენტი თეოდორ რუზველტი დაუპირისპირდა, გამანადგურებელი მარცხი იწვნია და მხოლოდ მესამე ადგილი დაიკავა. რესპუბლიკელების ელექტორატის ხმების გაყოფის ხარჯზე არჩევნებში დემოკრატმა ვუდრო უილსონმა გაიმარჯვა.

1921 წელს პრეზიდენტმა უორენ ჰარდინგმა ტაფტი აშშ-ის მთავარ მოსამართლედ დანიშნა. 1930 წელს იგი ჯანმრთელობის გამო თანამდებობიდან გადადგა. გადადგომიდან ერთ თვეში ის გარდაიცვალა. ტაფტი პირველი პრეზიდენტი იყო, ვინც არლინგტონის ეროვნულ სასაფლაოზე დაკრძალეს. ტაფტი აშშ-ის ისტორიაში ყველაზე მძიმე წონიანი პრეზიდენტი იყო.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება