აშშ-ის უზენაესი სასამართლო
აშშ-ის უზენაესი სასამართლო — აშშ-ის უმაღლესი სასამართლო ინსტანცია. სასამართლოს შემადგენლობაში შედის 9 მოსამართლე, რომელთაგან ერთ-ერთი თავჯდომარეა. მოსამართლეებს სამუდამო ვადით ნიშნავს პრეზიდენტი სენატის თანხმობით.

უზენაესი სასამართლო დაარსდა 1789 წელს. თავისი პირველი გადაწყვეტილება 1792 წელს გამოიტანა. 1835 წლამდე უზენაესის სასამართლოს წევრები იყვნენ მამაკაცი-პროტესტანტები. 1835 წელს ენდრიუ ჯექსონმა მოსამართლედ დანიშნა კათოლიკე როჯერ ტოუნი. 1916 წელს პრეზიდენტმა ვუდრო უილსონმა მოსამართლედ დანიშნა ებრაელი ლუის ბრანდესისი. 1967 წელს ტარგუდ მარშალი გახდა პირველი აფრო-ამერიკელი უზენაესი სასამართლოს მოსამართლეებს შორის. 1981 წელს რონალდ რეიგანმა მოსამართლედ დანიშნა პირველი ქალი უზენაესი სასამართლოს ისტორიაში - სანდრა დეი ო’კონორი. 2009 წლის აგვისტოში უზენაესი სასამართლოს წევრად პირველად დანიშნეს ლათინოამერიკული წარმოშობის სონია სოტომაიორი.
მოსამართლეები რედაქტირება
2005 წლიდან, სასამართლოს უწოდებენ „რობერტსის სასამართლოს“ (ინგლ. Roberts Court), გამომდინარე თავმჯდომარის, ჯონ რობერტსის გვარიდან.
-
სასამართლოს თავმჯდომარე
ჯონ რობერტსი
(2005-დან; დანიშნა ჯორჯ უოკერ ბუშმა) -
მოსამართლე
კლარენს ტომასი
(1991-დან; დანიშნა ჯორჯ ჰერბერტ უოკერ ბუშმა) -
მოსამართლე
რუთ ბადერ გინსბურგი
(1993-დან; დანიშნა უილიამ ჯეფერსონ კლინტონმა) -
მოსამართლე
სტიფენ ბრაიერი
(1994-დან; დანიშნა უილიამ ჯეფერსონ კლინტონმა) -
მოსამართლე
სამუელ ალიტო
(2006-დან; დანიშნა ჯორჯ უოკერ ბუშმა) -
მოსამართლე
სონია სოტომაიორი
(2009-დან; დანიშნა ბარაკ ჰუსეინ ობამამ) -
მოსამართლე
ელენა კაგანი
(2010-დან; დანიშნა ბარაკ ჰუსეინ ობამამ) -
მოსამართლე
ნილ გორსაჩი
(2017-დან; დანიშნა დონალდ ჯონ ტრამპმა) -
მოსამართლე
ბრეტ კავანო
(2018-დან; დანიშნა დონალდ ჯონ ტრამპმა)
რესურსები ინტერნეტში რედაქტირება
- Официальный сайт Верховного Суда Соединённых Штатов Америки დაარქივებული 2006-09-23 საიტზე Wayback Machine. (ინგლისური)
- О становлении Верховного суда США დაარქივებული 2006-07-10 საიტზე Wayback Machine.