ტომას ვუდრო უილსონი (ინგლ. Thomas Woodrow Wilson; დ. 28 დეკემბერი, 1856 ― გ. 3 თებერვალი, 1924) — აშშ-ის 28-ე პრეზიდენტი (1913-1921). იგი აშშ-ის წამყვანი ინტელექტუალი იყო, მუშაობდა პრინსტონის უნივერსიტეტის პრეზიდენტად 1902-1910 წლებში და ნიუ-ჯერსის შტატის 34-ე გუბერნატორი იყო 1911-1913 წლებში. დემოკრატმა უილსონმა 1912 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში რესპუბლიკელების ხმების თეოდორ რუზველტსა და უილიამ ჰოვარდ ტაფტს შორის გაყოფის ხარჯზე გაიმარჯვა.

ვუდრო უილსონი
Woodrow Wilson
ვუდრო უილსონი Woodrow Wilson
აშშ-ის 28-ე პრეზიდენტი
თანამდებობაზე ყოფნის დრო
4 მარტი, 1913 – 4 მარტი, 1921
ვიცე-პრეზიდენტი  ტომას მარშალი
წინამორბედიუილიამ ჰ. ტაფტი
მემკვიდრეუორენ გ. ჰარდინგი

ნიუ-ჯერსის 34-ე გუბერნატორი
თანამდებობაზე ყოფნის დრო
17 იანვარი, 1911 – 1 მარტი, 1913

თანამდებობაზე ყოფნის დრო
1902 – 1910

დაბადებული28 დეკემბერი, 1856
სტაუტონი, ვირჯინია
გარდაცვლილი3 თებერვალი, 1924
ვაშინგტონი
პოლიტიკური პარტიადემოკრატიული პარტია
მეუღლე1. ელენა აქსონ უილსონი
2. ედით გალტ უილსონი
პროფესიაისტორიკოსი, პოლიტოლოგი
ხელმოწერაWoodrow wilson signature.svg

მისი პრეზიდენტობის პირველი ვადის მნიშვნელოვანი მოვლენები ფედერალური სარეზერვო სისტემის შექმნა და საბანკო რეფორმა, ფედერალური ვაჭრობის კომისიის შექმნა და ანტიმონოპოლიური რეფორმა, ასევე ამერიკის პირველი ფედერალური პროგრესული საშემოსავლო გადასახადის დაწესება იყო. მან ადმინისტრაციაში ბევრი სამხრეთელი თეთრკანიანი მიიყვანა და ფედერალურ სააგენტოებში სეგრეგაციის ექსპანსიას შემწყნარებლურად უყურებდა.[1][2]

1916 წელს უილსონი პრეზიდენტად მეორე ვადით არჩიეს. მეორე ვადის მთავარი მოვლენა პირველი მსოფლიო ომი იყო. 1916 წლის საარჩევნო კამპანიის დროს მისი ლოზუნგი იყო - „მან ჩვენ ომი აგვარიდა“. მაგრამ აშშ-ის ნეიტრალური პოზიცია ომის დროს შეიცვალა მას შემდეგ, როდესაც გერმანიის მთავრობამ ციმერმანის ტელეგრამით მექსიკას ომში ამერიკის წინააღმდეგ სამხედრო ალიანსი შესთავაზა (პირდებოდა არიზონის, ნიუ-მექსიკოს და ტეხასის დაბრუნებას) და შეუზღუდავი წყალქვეშა ომი დაიწყო. უილსონმა 1917 წლის აპრილში კონგრესს ომის გამოცხადებისთვის მიმართა.

უილსონმა აქცენტი დიპლომატიურ და ფინანსურ საკითხებზე გააკეთა, ხოლო ომის წარმოება ძირითადად სამხედროებს დაავალა. საშინაო ფრონტზე მან აშშ-ის სამოქალაქო ომის შემდეგ პირველად სამხედრო სამსახურში გაწვევა დაიწყო, თავისუფალი ობლიგაციების საშუალებით ომის დასაფინანსებლად მილიარდები მოაგროვა, პროფკავშირის გაზრდას ხელი შეუწყო, ნარკოტიკები აკრძალა და ომის საწინააღმდეგო მოძრაობა ჩაახშო. ასევე უილსონის პრეზიდენტობის დროს ქალებმა ნაციონალური მასშტაბით ხმის უფლება მიიღეს.

ომის ბოლო სტადიაში უილსონმა პირად კონტროლქვეშ აიყვანა გერმანიასთან მოლაპარაკებები, მათ შორის კომპიენის ზავი. მან თოთხმეტ პუნქტიანი სამშვიდობო შეთანხმების პროექტი წარმოადგინა. პროექტი წარმოადგენდა ომის შემდგომი მსოფლიოს მისეულ ხედვას, რომელიც მსოფლიოს სხვა საშინელ კონფლიქტს ააცილებდა. 1919 წელს იგი პარიზში გაემგზავრა, რათა მონაწილეობა მიეღო პარიზის მშვიდობის კონფერენციაში, რითაც იგი ამერიკის პირველი პრეზიდენტი გახდა, ვინც თანამდებობაზე ყოფნის დროს ევროპაში ვიზიტით იმყოფებოდა. უილსონი ვერსალის ხელშეკრულების ერთ-ერთი ავტორი და ერთა ლიგის შექმნის მხარდამჭერი იყო. დიდწილად მისი წვლილის გამო ერთა ლიგის დაარსებაში იგი 1919 წელს ნობელის მშვიდობის პრემიით დააჯილდოვეს. მიუხედავად ამისა რესპუბლიკელების მიერ კონტროლირებულმა სენატმა უარი თქვა ერთა ლიგის შესახებ შეთანხმების რატიფიკაციაზე. ამის გამო აშშ ერთა ლიგის წევრი არ ყოფილა. 1919 წელს ერთა ლიგის მხარდამჭერი აგიტაციის დროს მას ინსულტი დაემართა, რამაც მისი სხეულის მარცხენა ნაწილის სრული პარალიზება გამოიწვია. ის კვირების განმავლობაში ლოგინზე მიჯაჭვული იყო. საბოლოოდ უილსონმა შეძლო კაბინეტის შეხვედრებზე დასწრება, მაგრამ მისი წვლილი მუშაობაში უმნიშვნელო იყო. პრეზიდენტი თავისი ვადის დარჩენილი დროის განმავლობაში ფიზიკურად უუნარო დარჩა.

წარმომავლობარედაქტირება

ტომას ვუდრო უილსონი დაიბადა 1856 წლის 28 დეკემბერს სტონტონში, ვირჯინია, ღვთისმეტყველების დოქტორ ჯოზეფ უილსონისა და ჯანეტ ვუდროს ოჯახში. დედის გვარი გახდა მისი მეორე (შემდეგში კი პირველი) სახელი.

ვუდრო ვილსონის ძარღვებში შოტლანდიური და ირლანდიური სისხლი იყო. მიის პაპა და ბებია მამის მხრიდან აშშ-ში გადასახლდნენ 1807 წელს ქალაქ სტრაბეინიდან (ჩრდილოეთი ირლანდია). ოჰაიოში დასახლების შემდეგ, უილსონის ბაბუამ მალევე დაიწყო გაზეთ „The Western Herald and Gazette“-ის გამოქვეყნება. ქალაქ სტიუბენვილში მას შეეძინა ვაჟი ჯოზეფ რაგლზი, რომელიც მამის კვალს არ გაჰყოლია.

პრესბიტერიანელი ღვთისმეტყველი ჯოზებ რაგლზი ვილსონი დაოჯახდა ჯანეტ ვუდროზე, რომელიც ინგლისიდან იყო წარმოშობით. მისი მამა, დოქტორი ტომას ვუდრო და დედა მერიონ უილიამსი, იყვნენ შოტლანდიელები. 1851 წელს ჟოზეფი და ჯანეტი გადავიდნენ სამხრეთში, სადაც ჯოზებ ვილსონმა მალევე იყიდა მონები და თავი გამოაცხადა მონათმფლობელობის დამცველად. ამასთან იგი ძალზედ ჰუმანური ადამიანი იყო, ჯოზეფმა თავისი მონებისთვის საკვირაო სკოლა გახსნა. 1861 წელს სამოქალაქო ომის დროს მხარი დაუჭირა კონფედერატებს. ეკლესიასთან მან გახსნა ჰოსპიტალი დაჭრილი ჯარისკაცებისათვის. ჯოზეფ რაგლზ უილსონი გახდა სამხრეთის პრესბიტერიანული ეკლესიის საზოგადოების ერთ-ერთი დამფუძნებელი. მალევე ჯოზეფი ჩაირიცხა კონფედერატების არმიაში კაპელანად. ბავშვობიდან ვუდრო უილსონს ნათლად ახსოვს მამამისის სიტყვები „აბრაამ ლინკოლნი აირჩიეს პრეზიდენტად — მაშინ იქნება ომი!“ და შეხვედრა რობერტ ლისთან.

ბავშვობა, ახალგაზრდობარედაქტირება

ტომას ვუდრო უილსონმა კითხვა არ იცოდა 12 წლამდე, სწავლა უჭირდა. იგი სწავლობდა სახლში მამასთან, თუმცა შემდეგ პატარა სკოლაში დაიწყო სწავლა.

1873 წელს შევიდა ჩრდილოეთ კაროლინაში მდებარე დევიდსონის კოლეჯში, რომელშიც ამზადებდნენ პრესბიტერიანული ეკლესიის მსახურებს. ამავე წელს ვუდრო შეუერთდა კოლუმბიის პირველ პრესბიტერიანულ ეკლესიას და გახდა მისი წევრი მთელი ცხოვრების მანძილზე. ავადმყოფობის გამო 1874 წელს მიატოვა კოლეჯი და დასახლდა უილმონგტონში (ჩრდილოეთი კაროლინა), სადაც შემდეგ ცხოვრობდა მისი ოჯახი.

1875 წელს გახდა პრინსტონის უნივერსიტეტის სტუდენტი, რომელიც დაასრულა 1879 წელს. მეორე სწავლის პერიოდში აქტიურად დაინტერესდა პოლიტიკური ფილოსოფიით და ისტორიით. იყო არაფორმალური სადისკუსიო კლუბის წევრი.

1879 წელს გახდა ვირჯინიის უნივერსიტეტის იურიდიული სკოლის სტუდენტი, მაგრამ 1880 წელს სუსტი ჯანმრთელობის გამო გაემგზავრა სახლში, სადაც გააგრძელა დამოუკიდებლად სწავლა.

იურიდიული პრაქტიკარედაქტირება

1882 წელს ატლამტაში წარმატებით ჩააბარა გამოცდები, რათა იურიდიული პრაქტიკის უფლება მიეღო. უილსონს ერთ-ერთმა თავისმა თანაკურსელმა ვირჯინიის უნივერსიტეტიდან, გაუგზავნა მიწვევა რათა შეერთებოდა იურიდიულ კანტორაში, როგორც პარტნიორი. უილსონმა მიიღო მიწვევა და 1882 წლის მაისში დაიწყო მისი იურიდიული პრაქტიკა. ქალაქში კიდევ სხვა 143 ადვოკატი იყო და კონკურენციაც საკმაოდ დიდი იყო. ვოლსონს ძალიან ნაკლები მუშაობა უხდებოდა და ამით იგი იმედგაცრუებული აღმოჩნდა. მან შეისწავლა კანონმდებლობა პოლიტიკაში წასვლის მიზნით, თუმც აიცოდა რომ ვერ გააგრძელებდა სამეცნიერო კვლევას და ერთდროულად იურიდიული პრაქტიკით დაკავებას. 1883 წელს მიატოვა იურიდიული პრაქტიკა და დაიწყო ფიქრი აკადემიურ კარიერაზე.

აკადემიური კარიერარედაქტირება

1883 წლის აპრილში უილსონი აბარებს ჯონ ჰოპკინსის უნივერსიტეტის ასპირანტურაში და ისტორიისა და ფილოსოფიის სფეროში ხდება ფილ„ოსოფიის დოქტორი. 1885 წელს გამოვიდა მისი წიგნი „კონგრესის მმართველობა: ამერიკული პოლიტიკის კვლევა“, სადაც შემოთავაზებული იყო აშშ-ის სახელმწიფო ხელისუფლების რეფორმა, აღმასრულებელი ხელისუფლების — პრეზიდენტისა და მისი კაბინეტის წევრების გაძლიერებით. ამ წიგნისათვის უილსონმა ჰოპკინსის უნბივერსიტეტის სპეციალური პრემია მიიღო.

1886 წელს მიიღო დოქტორის ხარისხი, უილსონი ასწავლიდა ისტორიას ბრინ-მორის ქალთა კოლეჯში, ფილადელფიასთან ახლოს. შემდეგ გადავიდა უესლიანის უნივერსიტეტში (კონექტიკუტი). 1890 წელს იგი მიიწვიეს პრინსტონის უნივერსიტეტში, რათა ესწავლებინა პოლიტიკური მეცნიერებები. დაწერა „ამერიკელი ხალხის ისტორია“. 1902-1910 წლებში პრინსტონის უნივერსიტეტის რექტორი იყო.

ნიუ-ჯერსის გუბერნატორირედაქტირება

1910 წლის ნოემბერში იგი აირჩიეს ნიუ-ჯერსის შტატის გუბერნატორად. გუბერნატორის თანამდებობაზე იგი არ მიჰყვებოდა პარტიის ხაზს და თავად წყვეტდა თუ რა გაეკეთებინა.

ვილსონმა ჩაატარა წინასწარი არჩევნები კანდიდატების შიდაპარტიული შერჩევისათვის და მთელი რიგი სოციალური კანონებისათვის. ამ ყველაფრის წყალობით, იგი ცნობილი გახდა ერთი რეგიონის გარეთაც.

1912 წლის საპრეზიდენტო არჩევნებირედაქტირება

ვუდრო ვილსონმა განაცხადა რომ აპირებდა კენჭისყრას 1912 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში დემოკრატიული პარტიის რიგებიდან. ხანგრძლივი შიდაპარტიული კრიზისის შემდეგ მისი კანდიდატურა დაამტკიცეს.

არჩევნებში მისი ძირითადი მოწინააღმდეგეები იყვნენ მაშინდელი მოქმედი 27-ე პრეზიდენტი უილიამ ტაფტი რესპუბლიკური პარტიიდან და 26-ე პრეზიდენტი თეოდორ რუზველტი, რომელმაც თანამდებობიდან გადადგომის შემდეგ შეწყვიტა ურთიერთობები ტაფტთან და რესპუბლიკურ პარტიასთან და შექმნა პროგრესული პარტია. რუზველტი და ტაფტი ერთმანეთს ეჯიბრებოდნენ რესპუბლიკელების ხმების მოპოვებაში. ექსპერტების აზრით, თუკი რუზველტი არ მიიღებდა მონაწილეობას არჩევნებში უილსონს გაუჭირდებოდა გამარჯვება. გარდა ამისა 1912 წლის 30 ოქტომბერს გარდაიცვალა აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი ჯეიმს შერმანი და ტაფტი დარჩა ვიცე-პრეზიდენტობის კანდიდატის გარეშე.

არჩევნების შედეგად უილსონმა მიიღო 41,8 % ხმა, თეოდორ რუზველტმა — 27,4 %, უილიამ ტაფტმა — 23,2 %. უილსონმა მოიგო შტატების უმეტესობა და 531 ამომრჩევლის კოლეგიიდან მიიღო 435 ხმა. აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტად აირჩიეს ტომას მარშალი.

ვუდრო უილსონი 1848 წელს არჩეული ზაქარი ტეილორის შემდეგ გახდა პირველი სამხრეთელი პრეზიდენტი. იგი ერთადერთი პრეზიდენტია ამერიკის შეერთებული შტატებისა, რომელსაც ჰქონდა დოქტორის ხარისხი.

პირველი საპრეზიდენტო ვადა (1913-1917)რედაქტირება

პირველი საპრეზიდენტო ვადის დროს უილსონმა გაატარა ეკონომიკური რეფორმები, შექმნა ფედერალური სარეზერვო სისტემა, გაატარა საბანკო და ანტიმონოპოლიური რეფორმები. საგარეო პოლიტიკაში ინარჩუნებდა ნეიტრალიტეტს . 1914-1917 წლებშI ხელს უშლიდა ქვეყნის ჩართვას პირველ მსოფლიო ომში. უილსონი აქტიურად ეწინააღმდეგებოდა შეუზღუდავ წყალქვეშა ომს, რომელიც გერმანიამ წამოიწყო და რომლსი ფარგლებშიც გერმანიამ დიდ ბრიტანეთშI მიმავალი გემი „ლუზიტანია“ ჩაძირა, დაიღუპა 1000-ზე მეტი ადამიანი, მათ შორის 124 ამერიკელი. 1916 წელს გერმანიას წაუყენა ულტიმატუმი წყალქვეშა ომის შეწყვეტის შესახებ და ამავდროულად გადააყენა პაციფისტი სახელმწიფო მდივანი ბრაიანი.

1916 წლის საპრეზიდენტო არჩევნებირედაქტირება

1916 წელს უილსონმა ხელმეორედ წამოაყენა კანდიდატურა. მისი ოპონენტი იყო რესპუბლიკელი ჩარლზ ევანს ჰიუზი. ამომრცეველთა კოლეგიის 277 ხმა მიიღო უილსონმა, ჰიუზმა კი 254.

მეორე საპრეზიდენტო ვადა (1917-1921)რედაქტირება

პრეზიდენტობის მეორე ვადის განმავლობაში, უილსონმა ყურადღება გაამახვილა პირველ მსოფლიო ომზე, რომელშიც აშშ ჩაერთო 1917 წლის 6 აპრილს, უილსონის მეორე პრეზიდენტობის ერთი თვის თავზე.

როდესაც გერმანიამ განაახლა წყალქვეშა ომი, უილსონმა მიიღო გადაწყვეტილება ჩართულიყო მპირველ მსოფლიო ომში.

1918 წლის 8 იანვარს ვუდრო უილსონმა კონგრესის წინაშე წაიკითხა მოხზსენება, სადაც ჩამოიაყალიბა ომისშემდგომი მსოფლიოს საკითხები, რომელიც ცნობილი გახდა უილსონის 14 პუნქტის სახელით. ვილსონის 14 პუნქტიდან შესრულდა მხოლოდ ბოლო, მე-14 და შეიქმნა საერთაშორისო ორგანიზაცია ერთა ლიგა.

1914 წლიდან 1918 წლამდე შეერთებული შტატები რამდენჯერმე ჩაერია ლათინური ამერიკის საქმეებში, განსაკუთრებით მექსიკაში, ჰაიტიში, კუბაში, ნიკარაგუასა და პანამაში.

პირველი მსოფლიო ომის დასრულების შემდეგ უილსონი მონაწილეობდა მოლაპარაკებებში, რომელიც მიმდინარეობდა პარიზში 1919-1920 წლებში (პარიზის სამშვიდობო კონფერენცია).

1919 წლის 2 ოქტომბერს გადაიტანა ინსულტი, რის შედეგადაც გაუჩერდა სხეულის მთელი მარცხენა მხარე.

გადადგომის შემდეგრედაქტირება

1921 წელს ვუდრო ვილსონმა დატოვა თეთრი სახლი და დასახლდა ვაშინგტონში საელჩოს კვარტალში. ამავე დროს ვუდრო ვილსონი გახდა ვარშავის უნივერსიტეტის საპატიო დოქტორი. ვუდრო ვილსონი გარდაიცვალა 1924 წლის 3 თებერვალს და დაკრძალეს ვაშინგტონის საკათედრო ტაძარში.

რესურსები ინტერნეტშირედაქტირება

სქოლიორედაქტირება

  1. Nancy J. Weiss, "The Negro and the New Freedom: Fighting Wilsonian Segregation," Political Science Quarterly 1969 84(1): 61-79, in JSTOR
  2. Wolgemuth, Kathleen L. (1 April 1959). "Woodrow Wilson and Federal Segregation". The Journal of Negro History (Association for the Study of African-American Life and History, Inc.) 44 (2): 158–173. . ISSN 00222992. http://www.jstor.org/stable/2716036?seq=1.
ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე: