პრინსტონის უნივერსიტეტი

პრინსტონის უნივერსიტეტი (Princeton University) — მდებარეობს პრინსტონში, ნიუ-ჯერსიში და სიძველით მეოთხე უმაღლესი სასწავლებელია აშშ-ში. პრინსტონი ასევე ერთ-ერთია აივი ლიგის რვა უნივერსიტეტთაგან. დაარსდა, როგორც ნიუ-ჯერსის კოლეჯი 1746 წელს და თავდაპირველად მდებარეობდა ელიზაბეთში, ნიუ-ჯერსი, შემდეგ 1747 წელს გადავიდა ნიუარკში. სკოლამ პრინსტონში გადაინაცვლა 1756 წელს. მისი სახელი ოფიციალურად გადაკეთდა „პრინსტონის უნივერსიტეტად“ 1896 წელს. თავდაპირველად პრესბიტერიანელთა დაწესებულება იყო, თუმცა ნებისმიერი რელიგიური დენომინაციის სტუდენტებს შეეძლოთ დასწრება. ამჟამად უნივერსიტეტი არასექტარულია. აუცილებელი სალიტურგიო დასწრება შემცირდა ორამდე დღეში 1882 წელს, ხოლო 1964 წელს კი ეს მოთხოვნა საერთოდ გაუქმდა. უნივერსიტეტს მჭიდრო კავშირი აქვს პრინსტონის თეოლოგიურ სემინარიასთან (უწინ სკოლის ნაწილი) და უესტმინსტერის ქორის კოლეჯთან რაიდერის უნივერსიტეტში.

პრინსტონის უნივერსიტეტი
ლათ. Universitas Princetoniensis
დევიზი Dei Sub Numine Viget - ღმერთის ძალით ის ყვავის[1]
დაფუძნდა 1746
დამფუძნებელი (-ები) John Witherspoon
ტიპი კერძო
ფონდები 35 794 185 665[2]
სტუდენტი 8 799[3]
მისამართი 1 Nassau Hall, Princeton, NJ, 08544-0070[4]
მდებარეობა პრინსტონი
ქალაქი პრინსტონი
შტატი ნიუ-ჯერსი
ქვეყანა აშშ
ფერები Princeton orange[5] [6]
კავშირები აივი ლიგა, ORCID[7] [8] , Consortium of Social Science Associations[9] , arXiv[10] , Northeast University Semiconductor Network, The Research Collections And Preservation Consortium[11] , DataCite[12] , Association of American Universities[13] [14] , Association of American Colleges and Universities[15] , American Council on Education[16] , National Humanities Alliance[17] , Higher Education Leadership Initiative for Open Scholarship[18] , Coalition for Networked Information[19] , Center for Research Libraries[20] , Scholarly Publishing and Academic Resources Coalition[21] და New Jersey Center for Nonprofits[22]
კარნეგის კლასიფიკაცია სადოქტორო უნივერსიტეტები: ძალიან მაღალი კვლევითი აქტივობა[23] , majority undergraduate[23] , research doctoral: comprehensive programs, no medical/veterinary school[23] , four-year, medium, highly residential[23] , arts & sciences plus professions, high graduate coexistence[23] და four-year, full-time, more selective, lower transfer-in[23]
პრინსტონის უნივერსიტეტი — აშშ
პრინსტონის უნივერსიტეტი
princeton.edu

მდებარეობს რა ვრცელ კამპუსზე ნიუ-ჯერსის ერთ-ერთ გარეუბანში, პრინსტონი ხშირად მასპინძლობს სხვადასხვა საზოგადოებრივ და მოხალისეთა წამოწყებებს. კვლევები მრავალ დარგში ტარდება, მათ შორის ანთროპოლოგიაში, რობოტიკაში, გეოფიზიკასა და ენტომოლოგიაში. საბაკალავრო კოლეჯთან ერთად პრინსტონს აქვს არქიტექტურის, საინჟინრო, საზოგადო და საერთაშორისო ურთიერთობათა სკოლები. მის ფორესტალ კამპუსზე პლაზმური ფიზიკისა და მეტეოროლოგიური კვლევის ლაბორატორიებია. 1948 წელს გაიხსნა ჰარვი ფაირსტოუნის მემორიალური ბიბლიოთეკა, რომელშიც უნივერსიტეტის ხელოვნების მუზეუმთან ერთად მრავალი უნიკალური კოლექციაა გამოფენილი.

პრისტონის უნივერსიტეტის კურსდამთავრებულები არიან: მიშელ ობამა, ჯეიმზ მედისონი, ვუდრო უილსონი, ფრენსის სკოტ ფიცჯერალდი. უნივერსიტეტში ლექციებს კითხულობდა ალბერტ აინშტაინი.

2001-დან 2016 წლამდე პრისტონის უნივერსიტეტი საუკეთესო ორს შორის იყო U.S. News & World Report-ის მიერ გამოქვეყნებულ რეიტინგში (14-ჯერ პირველი ადგილი, ორჯერ მეორე).[24] U.S. News-მა 2016 წელს პრისტონის უნივერსიტეტი საუკეთესოდ დაასახელა აშშ-ში.[25] 2014-2015 წელს Times Higher Education-ის მიერ გამოქვეყნებულ რეიტინგში პრისტონმა მეშვიდე ადგილი დაიკავა მსოფლიოს საუკეთესო უნივერსიტეტებს შორის.[26] QS World University Rankings-ის მიხედვით პრისტონი მეცხრეა მსოფლიოს და მეხუთე აშშ-ის უნივერსიტეტებს შორის.[27]

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
  1. Princeton Profile, 2015-16, Princeton. ციტირების თარიღი: October 12, 2015. თარგი:Self-published source
  2. National Association of College and University Business Officers U.S. and Canadian 2022 NTSE Participating Institutions Listed by Fiscal Year 2022 Endowment Market Value, Change in Market Value from FY21 to FY22, and FY22 Endowment Market Values Per Full-time Equivalent Student (Excel) — 2023.
  3. U.S. and Canadian 2022 NTSE Participating Institutions Listed by Fiscal Year 2022 Endowment Market Value, Change in Market Value from FY21 to FY22, and FY22 Endowment Market Values Per Full-time Equivalent Student (Excel)National Association of College and University Business Officers, 2023.
  4. Integrated Postsecondary Education Data System — 1992.
  5. https://www.pantone.com/color-finder/158-C
  6. https://communications.princeton.edu/guides-tools/logo-graphic-identity
  7. https://orcid.org/members/001G000001LPM5yIAHORCID.
  8. https://web.archive.org/web/20231020113811/https://orcid.org/members
  9. https://www.cossa.org/members/
  10. Our Members / Tier 1
  11. https://recap.princeton.edu/
  12. https://web.archive.org/web/20240112184553/https://datacite.org/members/
  13. https://web.archive.org/web/20240116123311/https://www.aau.edu/sites/default/files/AAU-Files/Who-We-Are/AAU%20Member%20Universities%20listed%20by%20year_updated%202023.pdf
  14. https://www.aau.edu/who-we-are/our-members
  15. https://web.archive.org/web/20240120073011/https://secure.aacu.org/iMIS/AACUR/Membership/MemberListAACU.aspx
  16. https://web.archive.org/web/20240120080233/https://acememberdirectory.azurewebsites.net/
  17. https://web.archive.org/web/20240126121019/https://nhalliance.org/about/members/
  18. https://web.archive.org/web/20221215225406/https://www.heliosopen.org/members
  19. https://web.archive.org/web/20240227092307/https://www.cni.org/about-cni/membership/members
  20. https://web.archive.org/web/20231016073235/https://www.crl.edu/membership/members
  21. https://web.archive.org/web/20231015070603/https://sparcopen.org/who-we-are/members/
  22. https://njnonprofits.org/ourmembers/
  23. 23.0 23.1 23.2 23.3 23.4 23.5 Carnegie Classification of Institutions of Higher Education — 1970.
  24. The Daily Princetonian, August 16, 2010.. დაარქივებულია ორიგინალიდან — დეკემბერი 30, 2014. ციტირების თარიღი: ივლისი 25, 2016.
  25. U.S. News Best Colleges Rankings. U.S. News & World Report. ციტირების თარიღი: June 6, 2015.
  26. THE World University Rankings 2014–15. Times Higher Education. ციტირების თარიღი: June 6, 2015.
  27. Top Universities in the World 2014/15. QS Quacquarelli Symonds Limited. ციტირების თარიღი: June 6, 2015.