საინჟინრო მეცნიერება

(გადამისამართდა გვერდიდან ინჟინერია)
ამ გვერდს არა აქვს შემოწმებული ვერსია, სავარაუდოდ მისი ხარისხი არ შეესაბამებოდა პროექტის სტანდარტებს.

საინჟინრო მეცნიერება (ფრანგულად ingénieur, ლათინურიდან ingenium - უნარი, გამომგონებლობა) — სამეცნიერო გამოკვლევების პრაქტიკული მიზნებით გამოყენების სფერო. საინჟინრო საქმის საფუძველია მეცნიერული ცოდნა და პრაქტიკული გამოცდილება, რომელსაც იყენებენ გარკვეული საგნების და ტექნოლოგიური პროცესების დაპროექტებისა და შექმნისათვის.

ორთქლის ძრავა ინჟინერიის განვითარების მთავარი მამოძრავებელი ძალა


საინჟინრო მეცნიერება დიდი დარგია, რომლის მთავარი სახეობებია:

და სხვა მრავალი.


საინჟინრო საქმის სპეციალისტებს ინჟინრებს უწოდებენ. თავდაპირველად ამ ტერმინით აღნიშნავდნენ პირებს, რომლებიც სამხედრო მანქანებს მართავდნენ. ტერმინი სამოქალაქო ინჟინერია XVI საუკუნის ჰოლანდიაში გამოჩნდა და გულისხმობდა გზების და ხიდების მშენებელ სპეციალისტს, პირველი სასწავლო დაწესებულებები ინჟინერთა მოსამზადებლად ჩამოყალიბდა დანიაში XVII საუკუნეში, შემდეგ - დიდ ბრიტანეთში, საფრანგეთში, ავსტრიაში, გერმანიაში და სხვაგან.

ლიტერატურა

რედაქტირება