კომპიუტერული ინჟინერია
კომპიუტერული ინჟინერია — დისციპლინა, რომელიც გარკვეულწილად უკავშირდება კომპიუტერულ მეცნიერებასა და ელექტრო ინჟინერიას. კომპიუტერული ინჟინერები უმეტესად სწავლობენ ელექტრო და პროგრამულ ინჟინერიას. მათი მთავარი საქმიანობაა მიკროპროცესორების, მიკროკონტროლერებისა და ელექტრო მოწყობილობებისთის საჭირო ნაწილების აწყობა.
კომპიუტერული ინჟინრები ძირითადად წერენ პროგრამებს მიკროკონტროლერებისა და მიკროპროცესორებისთვის, ქმნიან VLSI ჩიპებს, პლატებს და ოპერაციულ სისტემებს შესაბამისი მოწყობილებისთვის. რობოტოტექნიკაც კომპიუტერული და ელექტრო ინჟინერიის ნაწილია, რომელიც აწყობილია ელექტრო სისტემებზე, როგორიციაა ელექტრო მოტორი, CMC, და სენსორები.
ისტორია
რედაქტირებაკომპიუტერულ ინჟინერიას საფუძველი ჩაეყარა 1939 წელს, როდესაც ჯონ ვინსენტ ატანასოვმა და კლიფორდ ბერმა დაიწყეს მსოფლიოში პირველი ელექტრო ციფრული კომპიუტერის აწყობა ფიზიკის, მათემატიკისა და ელექტრო ინჟინერიის მეშვეობით. ჯონ ვინსენტ ატანასოვი ერთ დროს იყო ფიზიკისა და მათემატიკის მასწავლებელი აიოვას უნივერსიტეტში, კლიფორდ ბერი კი ფიზიკისა და ელექტრო ინჟინერიის ყოფილი კურსდამთავრებული. ერთად მათ შექმნეს Atanasoff–Berry computer, ცნობილია, როგორც ABC, რომლის შესაქმნელადაც მათ 5 წელი დასჭირდათ.[1]
კომპიუტერული ინჟინერიის პირველი სასწავლო პროგრამა 1972 წელს აშშ-ში, კლივლენდის ერთ-ერთ უნივერსიტეტში დამკვიდრდა. 2015 წლის მონაცემებით 250 აკრედიტებული კომპიუტერული ინჟინერიის პროგრამა იყო ამერიკაში.[2] ევროპაში კი კომპიუტერული ინჟინერიის სკოლების აკრედიტაცია კეთდება EQANIE-ს აგენტების მიერ. ორივე, კომპიუტერული და ელექტრო ინჟინერიის პროგრამები კურიკულუმში შეიცავენ ანალოგური და ციფრული სქემების დიზაინს. როგორც საინჟინრო დისციპლინებში, კომპიუტერული ინჟინრებისთვის მათემატიკისა და ფიზიკის ცოდნა აუცილებელია.
სქოლიო
რედაქტირება- ↑ John Vincent Atanasoff - the father of the computer. ციტირების თარიღი: 2017-12-05
- ↑ Find an ABET-Accredited Program | ABET. ციტირების თარიღი: 2015-11-29.