ჯონ ვინსენტ ატანასოვი
ჯონ ვინსენტ ატანასოვი (ინგლ. John Vincent Atanasoff, ბულგ. Джон Винсънт Атанасов; დ. 4 ოქტომბერი, 1903 — გ. 15 ივნისი, 1995) — ბულგარული წარმოშობის ამერიკელი ფიზიკოსი და გამომგონებელი. ცნობილია პირველი ელექტრონული ციფრული კომპიუტერის გამოგონებაში შეტანილი წვლილით.
ჯონ ვინსენტ ატანასოვი | |
---|---|
ინგლ. John Vincent Atanasoff ბულგ. Джон Винсънт Атанасов | |
დაბ. თარიღი | 4 ოქტომბერი, 1903[1] [2] [3] |
დაბ. ადგილი | ჰამილტონი |
გარდ. თარიღი | 15 ივნისი, 1995[1] [2] [3] (91 წლის) |
გარდ. ადგილი | ფრედერიკი |
მოქალაქეობა | აშშ |
საქმიანობა | ფიზიკოსი, გამომგონებელი, უნივერსიტეტის პროფესორი, მათემატიკოსი, ინფორმატიკოსი და ინჟინერი |
მუშაობის ადგილი | აიოვის შტატის უნივერსიტეტი |
ალმა-მატერი | მადისონის ვისკონსინის უნივერსიტეტი, ფლორიდის უნივერსიტეტი, მალბერის უმაღლესი სკოლა და აიოვის შტატის უნივერსიტეტი |
ჯილდოები | ტექნოლოგიებისა და ინოვაციების ეროვნული მედალი[4] , ჰოლის მედალი, Computer Pioneer Award[5] , სტარა პლანინის ორდენი, ორდენი „კირილე და მეთოდე“ და Honorary doctorate of the University of Florida |
1930-იან წლებში, აიოვის სახელმწიფო კოლეჯში ატანასოვმა გამოიგონა პირველი ელექტრონული ციფრული კომპიუტერი. მისი ღვაწლი აღიარებულ იქნა 1973 წელს, Honeywell v. Sperry Rand-ის სასამართლო საქმის შემდეგ, რომელმაც ატანასოვი კომპიუტერის გამომგონებლად აღიარა.[6][7][8][9] მის მიერ შექმნილ სპეციალური დანიშნულების მანქანას შემდეგში ატანასოვ-ბერის კომპიუტერი უწოდეს.
ადრეული ცხოვრება და განათლება
რედაქტირებაბულგარული, ფრანგული და ირლანდიური წარმოშობის ატანასოვი 1903 წლის 4 ოქტომბერს, ნიუ-იორკის შტატის სოფელ ჰამილტონში, ელექტროინჟინრისა და სკოლის მათემატიკის მასწავლებლის ოჯახში დაიბადა. ატანასოვის ბულგარელი მამა ივან ატანასოვი 1876 წელს ბულგარეთის სოფელ ბოიაჯიკში დაიბადა. როდესაც ივანი ბავშვი იყო, მამამისი ოსმალმა ჯარისკაცებმა მოკლეს ბულგარელთა აპრილის აჯანყების დროს.[10] 1889 წელს, ივანი ბიძამისთან ერთად აშშ-ში გადასახლდა.
ატანასოვი მშობლებმა ფლორიდის შტატის ქალაქ ბრუსტერში გაზარდეს. ცხრა წლის ასაკში ისწავლა ლოგარითმულ სახაზავთან მუშაობა, სულ მალე კი სხვა ლოგარითმები, შემდეგ კი ორ წელში დაამთავრა მალბერის უმაღლესი სკოლა ფლორიდაში. 1925 წელს ატანასოვმა ფლორიდის უნივერსიტეტში ელექტროინჟინრის ბაკალავრის ხარისხი მიიღო.
ამის შემდეგ მან სწავლა გააგრძელა აიოვის სახელმწიფო კოლეჯში, სადაც 1926 წელს მათემატიკის მაგისტრის ხარისხი მიიღო. ფორმალური განათლება ატანასოვმა 1930 წელს დაასრულა, როდესაც მედისონის უისკონსინის უნივერსიტეტში დოქტორის ხარისხი მიიღო ნაშრომით ჰელიუმის დიელექტრული მუდმოვობა. დოქტორის ხარისხის მიღების შემდეგ, ატანასოვი სახელმწოფო კოლეჯის ფიზიკა-მათემატიკის ასისტენტ-პროფესორობას დათანხმდა.
კომპიუტერის შექმნა
რედაქტირებანაწილობრივ მონროს მექანიკური კალკულატორის მუშაობის საშინელი მეთოდის გამო, რომელიც სადოქტორო ნაშრომზე მუშაობისას იმ დროის საუკეთესო ხელსაწყო იყო, ატანასოვმა გამოთვლის უფრო სწრაფი მეთოდების ძებნა დაიწყო. აიოვის შტატში ატანასოვი მონროს კალკულატორისა და IBM-ის ტაბულატორების გამოყენების მეცნიერულ პრობლემებს იკვლევდა. 1936 წელს ზედაპირის გეომეტრიის ამალიზისათვის გამოიგონა ანალოგური კალკულატორი. მექანიკურ მოწყობილობებში საჭირო სიზუსტემ მას ციფრულ გადაწყვეტილებებზე ფიქრისკენ უბიძგა.
1939 წელს მეცნიერმა გრანტის სახით 650 დოლარი მიიღო, რის შედეგადაც, თავის დამამთავრებელ სტუდენტ კლიფორდ ბერის დახმარებით, ამავე წლის ნოემბრისთვის შეიმუშავა ატანასოვ-ბერის კომპიუტერი (ABC). ატანასოვის თქმით, აღნიშნული კომპიუტერის რამდენიმე ოპერატიული პრინციპი მას 1938 წლის ზამთარში, იმ დროს მოუვიდა თავში, როდესაც მანქანით ილინოისის ქალაქ როკ-აილენდისაკენ მიდიოდა.
საპატენტო დავა
რედაქტირება1940 წელს, ფილადელფიაში, ამერიკის მოწინავე მეცნიერებების ასოციაციის შეხვედრაზე ატანასოვი ჯონ მოკლის შეხვდა. მოკლიმ თავისი „ჰარმონიული ანალიზატორი“ წარმოადგინა — ანალოგური კალკულატორი ამინდის მონაცემების ანალიზისათვის. ატანასოვმა მას თავისი ციფრული მოწყობილობის შესახებ უამბო და მის სანახავადაც დაპატიჟა.
1941 წლის ივნისში მოკლი ატანასოვს ქალაქ ამესში ოთხი დღით ესტუმრა, განიხილავდნენ და ცდიდნენ ახლად შექმნილ კომპიუტერსა და ატანასოვის მიერ შექმნილ ხელნაწერებს. 1942 წლის სექტემბერში ატანასოვმა აიოვა დატოვა, რადგან იგი ვაშინგტონში, საზღვაო საარტილერიო ლაბორატორიის აკუსტიკურ დანაყოფში დანიშნეს. ამ პერიოდში, აიოვის სახელმწიფო კოლეჯს მის მიერ შექმნილი კომპიუტერი დაპატენტებული არ ჰქონდა.
1943 წელს მოკლი რამდენიმეჯერ ესტუმრა ატანასოვს ვაშინგტონში, სადაც განიხილავდნენ კომპიუტერულ თეორიებს, თუმცა არ უხსენებია, რომ იგი თავადაც მუშაობდა კომპიუტერულ პროექტზე.[11]
1945 წელს, აშშ-ის ფლოტმა ჯონ ფონ ნოიმანის რჩევით ფართომასშტაბიანი კომპიუტერის შექმნა განიზრახა. პროექტში ჩართეს ატანასოვი და მოკლიც. გარდა ამისა, ატანასოვს დაეკისრა პასუხისმგებლობა შეექმნა ატომური ბომბების ტესტირების მონიტორინგისთვის საჭირო აკუსტიკური სისტემა. 1946 წელს, როდესაც ატანასოვი მორიგი ტესტირების შემდეგ ბიკინის ატოლიდან დაბრუნდა, კომპიუტერის პროექტი შეჩერებული დახვდა, რადგან აღარ შეიმჩნეოდა წინსვლა საქმეში.[12]
1954 წელს, ატანასოვს საერთაშორისო ბიზნეს-მანქანების კორპორაციის (IBM) საპატენტო რწმუნებული დაუკავშირდა და დახმარება სთხოვა ეკერტ-მოკლის მბრუნავი მაგნიტური მეხსიერების დაფის პატენტის საქმეში, თუმცა ამ დროს განგაში ატეხა მისმა მოსწავლე, კლიფორდ ბერიმ, რომელიც ამტკიცებდა, რომ ამ მოწყობილობაში თავის დროზე მისი და ატანასოვის მიერ შექმნილი კონდენსატორის მეხსიერების დაფა იყო გამოყენებული. ატანასოვი რემუნებულს დახმარებას დათანხმდა, მაგრამ საბოლოოდ, კორპორაცია IBM საპატენტო გარიგებაში შევიდა კომპანია Sperry Rand-თან, რომელიც ეკერტ-მოკლის მეხსიერების პატენტს ფლობდა.
ამის შემდეგ, ატანასოვი ხანგრძლივ სასამართლო დავაში ჩაება, რასაც Honeywell v. Sperry Rand ეწოდა. საბოლოოდ, 1973 წელს, ფედერალურმა მოსამართლე ერალ ლარსონმა გამოიტანა განაჩენი, რომლის თანახმადაც „პირველი ელეტქრონული ციფრული კომპიუტერი გამოიგონეს არა ეკერტმა და მოკლიმ, არამედ დოქტორმა ჯონ ვინსენტ ატანასოვმა“.
მემკვიდრეობა
რედაქტირებაატანასოვო ორჯერ ესტუმრა ბულგარეთს, 1975 და 1985 წლებში. მოინახულა იამბოლის რაიონში შემავალი სოფელი ბოიაჯიკი, სადაც დაიბადა და გაიზარდა მამამისი და სადაც პაპამისი თურქებმა მოკლეს. მეცნიერი თბილად მიიღეს ადგილობრივებმა და ნათესავებმა. მიენიჭა ქალაქ იამბოლის საპატიო მოქალაქეობა. რამდენიმე ტიტული მიანიჭა ბულგარეთის მეცნიერებათა აკადემიამაც. ყოველ წელს, ბულგარეთში გაიცემა ატანასოვის სახელობის პრემია. როზენში მდებარე ბულგარეთის ასტრონომიული ობსერვატორიიდან აღმოჩენილ ასტეროიდს ასევე ატანასოვის სახელი უწოდეს.
გარდაიცვალა 1995 წელს, საკუთარ სახლში, ხანგრძლივი ავადმყოფობის შემდეგ. დაკრძალულია მერილენდის შტატის ქალაქ მაუნტ-ერის სასაფლაოზე.
ლიტერატურა
რედაქტირება- Mollenhoff, Clark R. (1988). Atanasoff: Forgotten Father of the Computer. Ames, Iowa: Iowa State University Press. ISBN 0-8138-0032-3.
- Schmadel, Lutz D. (2000). Dictionary of Minor Planet Names. Springer-Verlag Telos. ISBN 978-3540662921.
- Anellis, Irving H. (January 1997). „John Vincent Atanasoff—His Place in the History of Computer Logic and Technology“. Modern Logic. 7 (1). ციტირების თარიღი: 2015-06-04.
- Burks, Alice R. (1988). The First Electronic Computer: The Atanasoff Story. Ann Arbor, Michigan: The University of Michigan Press. ISBN 0-472-10090-4.
- Burks, Alice Rowe (2003). Who Invented The Computer?: The Legal Battle that Changed Computing History. Amherst, New York: Prometheus Books. ISBN 1-59102-034-4.
- Burks, Arthur W.; Alice R. Burks (October 1981). „The ENIAC: First General-Purpose Electronic Computer“. IEEE Annals of the History of Computing. Washington, D.C.: IEEE Computer Society. 3 (4): 310–399. doi:10.1109/MAHC.1981.10043.
- Burton, Tammara (2006). World Changer. Sofia, Bulgaria: Tangra TanNakRa Publishing, გვ. 271.
- Do, Hien Chris. John Vincent Atanasoff. Virginia Tech. ციტირების თარიღი: 2015-06-04.
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- JohnAtanasoff.com დაარქივებული 2012-01-02 საიტზე Wayback Machine.
- John Atansoff დაარქივებული 2006-10-11 საიტზე Wayback Machine. at the Augustana College website
- Atanasoff, Father of the Computer trailer at EyeSteelFilm
- John Vincent Atanasoff at the Iowa State University website
- Author profile in the database Zentralblatt MATH|zbMATH
სქოლიო
რედაქტირება- ↑ 1.0 1.1 Deutsche Nationalbibliothek Record #118848283 // ინტეგრირებული ნორმატიული ფაილი — 2012—2016.
- ↑ 2.0 2.1 SNAC — 2010.
- ↑ 3.0 3.1 The Biographical Dictionary of Iowa — 2008.
- ↑ https://www.uspto.gov/learning-and-resources/ip-programs-and-awards/national-medal-technology-and-innovation/recipients/1990
- ↑ https://www.computer.org/volunteering/awards/pioneer
- ↑ Invitation to Computer Science. ციტირების თარიღი: 2014-02-08.
- ↑ John Vincent Atanasoff. The father of the computer. (October 4, 1903 – June 15, 1995)
- ↑ Kiplinger's Personal Finance. ციტირების თარიღი: 2014-02-08.
- ↑ Portraits in Silicon. ციტირების თარიღი: 2014-02-08.
- ↑ Atanasoff 1985.
- ↑ Mollenhoff 1988, p. 62–66.
- ↑ Mollenhoff 1988, pp. 81–86.