ჯონ ფონ ნოიმანი

ამერიკელი მათემატიკოსი და ფიზიკოსი
ამ გვერდს არა აქვს შემოწმებული ვერსია, სავარაუდოდ მისი ხარისხი არ შეესაბამებოდა პროექტის სტანდარტებს.

ჯონ ფონ ნოიმანი (ინგლ. John von Neumann, უნგრ. Neumann János - დ. 28 დეკემბერი, 1903, ბუდაპეშტი – გ. 8 თებერვალი, 1957, ვაშინგტონი) — ავსტრია-უნგრეთში დაბადებული ამერიკელი მათემატიკოსი და ფიზიკოსი[22]. ეკუთვნის შრომები ფუნქციონალურ ანალიზში, კვანტურ მექანიკაში, ლოგიკაში, მეტეოროლოგიაში. უზარმაზარი წვლილი შეიტანა პირველი ელექტრონული გამომთვლელი მანქანების შექმნაში, მისმა თამაშთა თეორიამ კი მნიშვნელოვანი როლი ითამაშა ეკონომიკაში.

ჯონ ფონ ნოიმანი
უნგრ. margittai Neumann János Lajos
დაბ. თარიღი 28 დეკემბერი, 1903(1903-12-28)[1] [2] [3] [4] [5] [6] [7] [8] [9] [10] [11] [12]
დაბ. ადგილი ბუდაპეშტი, უნგრეთის სამეფო, ავსტრია-უნგრეთის იმპერია[13]
გარდ. თარიღი 8 თებერვალი, 1957(1957-02-08)[13] [3] [4] [5] [7] [8] [9] [10] [11] [12] (53 წლის)
გარდ. ადგილი უოლტერ რიდის სამხედრო-სამედიცინო ცენტრი[14] [15]
დასაფლავებულია პრინსტონის სასაფლაო[16] [6]
მოქალაქეობა  უნგრეთი
აშშ[17]
საქმიანობა მათემატიკოსი[1] [18] , ინფორმატიკოსი, ფიზიკოსი, ეკონომისტი და უნივერსიტეტის პროფესორი
მუშაობის ადგილი პრინსტონის უნივერსიტეტი[3] , ფრიდრიხ ვილჰელმის უნივერსიტეტი[3] , ამერიკის ატომური ენერგიის კომისიის[17] , ჰამბურგის უნივერსიტეტი[3] , პერსპექტიული კვლევების ინსტიტუტი[3] , Armed Forces Special Weapons Project[3] , Ballistic Research Laboratory[3] , Naval Ordnance Laboratory[3] და ლოს-ალმოსის ეროვნული ლაბორატორია[3]
ალმა-მატერი ფაშორის გიმნაზია[3] , ფრიდრიხ ვილჰელმის უნივერსიტეტი[3] , ციურიხის შვეიცარიის უმაღლესი ტექნოლოგიური სკოლა, ეტვეშ ლორანდის უნივერსიტეტი[3] და გეტინგენის უნივერსიტეტი[3]
მეუღლე კლარა დან ფონ ნოიმანი[3] და Mariette Kövesi[19]
მამა Max von Neumann
დედა Margaret Neumann
შვილ(ებ)ი მარინა ფონ ნოიმან უაიტმენი
ჯილდოები თავისუფლების საპრეზიდენტო მედალი[3] , კარლ-გუსტავ როსბის მედალი, ბოხერის სახელობის პრემია[20] [3] , ენრიკო ფერმის პრემია[3] , გიბსის ლექცია[3] , Silliman Memorial Lectures, მედალი დამსახურებისთვის[3] , ალბერტ აინშტაინის პრემია[3] , Financial Times Person of the Year, Fellow of the Institute of Mathematical Statistics[12] და ეკონომეტრიკის საზოგადოების წევრი[21]

ევროპული წლები

რედაქტირება

დაიბადა ბუდაპეშტში. სწავლობდა ქიმიას ბერლინის უნივერსიტეტში, 1926 წელს ციურიხის უმაღლეს ტექნიკურ სასწავლებელში მოიპოვა ქიმიკოსის დიპლომი. იმავე წელს გახდა ფილოსოფიის დოქტორი ბუდაპეშტის უნივერსიტეტში დაიცვა რა დისერტაცია სიმრავლეთა თეორიაში.

1926–1929 წლებში იყო ბერლინის უნივერსიტეტის პრივატ–დოცენტი. 1929–1930 წლებში კი – ჰამბურგის უნივერსიტეტში. იმ დროის მისი უმთავრესი ნაშრომები ეხება კვანტურ ფიზიკას და ოპერატორების თეორიას. ამ შრომების წყალობით კვანტური ფიზიკა და ოპერატორების თეორია ერთი და იმავე საგნად მოიაზრება.

ამერიკის წლები

რედაქტირება

1930 წელს ფონ ნოიმანი აშშ–ში მიიწვიეს პრინსტონისა და ნიუ–ჯერსის უნივერსიტეტში ლექციების წასაკითხად, 1931 წელს კი ნიუ–ჯერსის უნივერსიტეტის პროფესორი გახდა, სადაც მომდევნო წელს ერგოიდული ჰიპოთეზის ზუსტი მათემატიკური ფორმულირება მოახდინა. 1932 წელს გამოქვეყნდა მისი ნაშრომი "კვანტური მექანიკის მათემატიკური საფუძვლები", რომელიც კლასიკურ სასწავლო სახელმძღვანელოდ იქცა. 1933 წელს ფონ ნოიმანი პრინსტონის უნივერსიტეტში გადავიდა სამუშაოდ, სადაც სიცოცხლის ბოლომდე დაჰყო.

1930–იანი წლების მეორე ნახევარში ნოიმანმა ფ.ჯ. მიურეისთან ერთად გამოაქვეყნა შრომათა სერია ოპერატორთა რგოლების შესახებ, რომლითაც დასაბამი მისცა ე.წ. ნოიმანის ალგებრას. ეს უკანასკნელი კი კვანტური ფიზიკის კვლევების უმთავრესი ინსტრუმენტი გახდა შემდგომში.

1937 წელს ფონ ნოიმანმა აშშ–ს მოქალაქეობა მიიღო. მეორე მსოფლიო ომის დროს კი ლოს–ალამოსის ატომურ ცენტრში კონსულტანტად მუშაობდა, სადაც მოახდინა ბირთვული იარაღის დეტონაციის აფეთქების მეთოდის გათვლები. მუშაობდა წყალბადის ბომბის შექმნაზეც. 1955 წელს კი აშშ–ს ატომური ენერგიის კომისიის წევრი გახდა.

ფონ ნოიმანის 150 შრომიდან 20 ეხება ფიზიკის პრობლემატიკას, დანარჩენი კი თანაბრად არის განაწილებული სუფთა მათემატიკასა და გამოყენებით მათემატიკას შორის, მათ შორის თამაშთა თეორიას და კომპიუტერულ მეცნიერებებს.

ფონ ნოიმანს ეკუთვნის ნოვატორული შრომები კომპიუტერულ მეცნიერებებში, რომლებიც კომპიუტერის ლოგიკურ ორგანიზაციას, მანქანური მეხსიერების ფუნქციონირების პრობლემებს, ალბათური რიცხვების გენერაციას და თვითწარმოებად სისტემებს ეხება. 1944 წელს იგი, მათემატიკურ საკითხებში კონსულტანტის რანგში, შეუერთდა მოკლის და ეკერტის ჯგუფს, რომლებიც ENIAC-ის შექმნით იყვნენ დაკავებულნი. იმ დროისათვის ჯგუფი ახალი ტიპის გამომთვლელი მანქანის, EDVAC–ის შექმნას შეუდგა, რომელიც წინამორბედისგან განსხვავებით მონაცემებს საკუთარ შიდა მეხსიერებაში ინახავდა. 1945 წელს ნოიმანმა გამოაქვეყნა "წინასწარი მოხსენება EDVAC–ის შესახებ", სადაც აღწერილი იყო თავად მანქანა და მისი ლოგიკური მოწყობილობანი. ამ ნაშრომში აღწერილი არქიტექტურა დღესდღეობით "ფონ ნოიმანის არქიტექტურის" სახელითაა ცნობილი და დღესდღეობით არსებულ თითქმის ყველა კომპიუტერის ორგანიზაციის საფუძველს წარმოადგენს. 1952 წელს ნოიმანმა პირველი კომპიუტერი, MANIAC I შექმნა, რომელიც მონაცემებს ინფორმაციის მოქნილ მატარებელზე ინახავდა.

ფონ ნოიმანის წარმატების მიზეზს ე.წ. "აქსიომატურ მეთოდს" ასახელებენ, რომლითაც ის ხელმძღვანელობდა. იგი ყოველივეს განიხილავდა და აღწერდა უმთავრესი მახასიათებლების (ე.წ. აქსიომების) საშუალებით, რომლებიდანაც ყოველივე დანარჩენი გამომდინარეობს.

1956 წელს ატომური ენერგიის კომისიამ ჯონ ფონ ნოიმანი ენრიკო ფერმის პრემიით დააჯილდოვა კომპიუტერულ მეცნიერებებში შეტანილი წვლილისათვის.

ლიტერატურა

რედაქტირება
  • Steve Heims. John Von Neumann and Norbert Wiener: from mathematics to the technologies of life and death. — MIT Press, 1980. — 568 p
  • «Bulletin of the American Mathematical Society», 1958, v. 64, № 3, pt 2
  • Norman Macrae. John von Neumann. — 1992
  1. 1.0 1.1 Deutsche Nationalbibliothek Record #118770314 // ინტეგრირებული ნორმატიული ფაილი — 2012—2016.
  2. Bibliothèque nationale de France BnF authorities: პლატფორმა ღია მონაცემები — 2011.
  3. 3.00 3.01 3.02 3.03 3.04 3.05 3.06 3.07 3.08 3.09 3.10 3.11 3.12 3.13 3.14 3.15 3.16 3.17 3.18 3.19 3.20 MacTutor History of Mathematics archive — 1994.
  4. 4.0 4.1 Biografisch Portaal — 2009.
  5. 5.0 5.1 SNAC — 2010.
  6. 6.0 6.1 Find a Grave — 1996.
  7. 7.0 7.1 Internet Philosophy Ontology project
  8. 8.0 8.1 KNAW Past Members
  9. 9.0 9.1 ბროკჰაუზის ენციკლოპედია
  10. 10.0 10.1 Gran Enciclopèdia CatalanaGrup Enciclopèdia, 1968.
  11. 11.0 11.1 Roglo — 1997. — 10000000 ეგზ.
  12. 12.0 12.1 12.2 Scientific Legacy DatabaseInstitute of Mathematical Statistics.
  13. 13.0 13.1 Нейман Джон фон // Большая советская энциклопедия: [в 30 т.] / под ред. А. М. Прохорова — 3-е изд. — Москва: Советская энциклопедия, 1969.
  14. Нейман Джон фон // Нейман Джон фон / под ред. А. М. Прохорова — 3-е изд. — Москва: Советская энциклопедия, 1969.
  15. Macrae N. John von Neumann: The Scientific Genius Who Pioneered the Modern Computer, Game Theory, Nuclear Deterrence, and Much More — 1992. — გვ. 380. — ISBN 0-679-41308-1
  16. http://www.cemeteryregister.com/search.asp?id=NJ_PRINCETON
  17. 17.0 17.1 John von Neumannმეცნიერებათა ეროვნული აკადემია.
  18. Czech National Authority Database
  19. https://home.csulb.edu/~cwallis/labs/computability/vn.html
  20. Prize: Bôcher Memorial Prize Year: 1938American Mathematical Society.
  21. https://www.econometricsociety.org/society/organization-and-governance/fellows/memoriam
  22. სამეცნიერო ბიოგრაფია. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2007-07-13. ციტირების თარიღი: 2016-01-23.