ბუდაპეშტი
ბუდაპეშტი (უნგრ. Budapest) — უნგრეთის დედაქალაქი და მოსახლეობის რაოდენობით ქვეყნის ყველაზე დიდი ქალაქი. მოსახლეობის მიხედვით ის ევროკავშირის სიდიდით მეცხრე ქალაქია,[6][7][8] სადაც 525კმ² ფართობის ტერიტორიაზე 1 752 286 ადამიანი ცხოვრობს.[9] ბუდაპეშტი, რომელიც ერთოდროულად ქალაქიცაა და მედიეც, ქმნის ბუდაპეშტის აგლომერაციის ცენტრს. აგლომერაციის ფართობი 7626კმ²-ია და მისი მოსახლეობა 3 303 786 კაცს შეადგენს, რაც მთელი უნგრეთის მოსახლეობის 33%-ია.[10][11]
ქალაქი | |||||||
---|---|---|---|---|---|---|---|
ბუდაპეშტი უნგრ. Budapest | |||||||
ზემოდან, მარცხნიდან მარჯვნივ: მდინარე დუნაი და უკანა ფონზე მატიაშის ეკლესია, ბუდას ციხესიმაგრე გელერტის მთიდან, უნგრეთის პარლამენტი, გმირთა მოედანი, წმინდა იშტვანის ბაზილიკა | |||||||
| |||||||
ქვეყანა |
![]() | ||||||
დაქვემდებარება | დედაქალაქი | ||||||
შიდა დაყოფა | I რაიონი, II რაიონი, III რაიონი, IV რაიონი, V რაიონი, VI რაიონი, VII რაიონი, VIII რაიონი, IX რაიონი, X რაიონი, XI რაიონი, XII რაიონი, XIII რაიონი, XIV რაიონი, XV რაიონი, XVI რაიონი, XVII რაიონი, XVIII რაიონი, XIX რაიონი, XX რაიონი, XXI რაიონი, XXII რაიონი და XXIII რაიონი | ||||||
კოორდინატები | 47°29′54″ ჩ. გ. 19°02′27″ ა. გ. / 47.49833° ჩ. გ. 19.04083° ა. გ. | ||||||
ქალაქის მერი | გერგეი კარაჩონი[1] [2] [3] | ||||||
დაარსდა | 17 ნოემბერი, 1873 | ||||||
ფართობი | 525,14 კმ² | ||||||
ცენტრის სიმაღლე | 102±1 მეტრი | ||||||
ოფიციალური ენა | უნგრული ენა | ||||||
მოსახლეობა | 1 706 851 (1 იანვარი, 2022)[4] | ||||||
სიმჭიდროვე | 3347,02 კაცი/კმ² | ||||||
სასაათო სარტყელი | UTC+1 და UTC+2 | ||||||
სატელეფონო კოდი | 1 | ||||||
საფოსტო ინდექსი | 1011–1239[5] | ||||||
ოფიციალური საიტი | budapest.hu | ||||||
ბუდაპეშტის ისტორია იწყება მაშინ, როდესაც ადრეული კელტური დასახლება რომაულ ქალაქ აკვინკუმად გარდაიქმნა[12][13] და ქვემო პანონიის დედაქალაქი გახდა.[12] უნგრელები ამ ადგილზე IX საუკუნის ბოლოს გამოჩნდნენ,[14] მაგრამ 1241–42 წლებში ტერიტორია მონღოლების შემოსევის დროს გაიძარცვა და განადგურდა.[15] აღდგენილი ბუდა XV საუკუნისთვის რენესანსული ჰუმანიზმის ერთ-ერთ მთავარ ცენტრად გადაიქცა.[16][17][18] 1526 წელს მოჰაჩის ბრძოლას ოსმალების თითქმის 150 წლიანი მმართველობა მოჰყვა.[19] 1686 წელს ბუდას გათავისუფლების შემდეგ, რეგიონი განვითარების ახალ ეპოქაში შევიდა და პეშტ-ბუდა გლობალური ქალაქი გახდა, ხოლო 1873 წლის 17 ნოემბერს ბუდას, ობუდასა და პეშტის გაერთიანების შემდეგ ახალ დედაქალაქს „ბუდაპეშტი“ ეწოდა.[9][20] ბუდაპეშტი, ასევე, ავსტრია-უნგრეთის იმპერიის თანადედაქალაქი გახდა,[21] რომელიც 1918 წელს პირველი მსოფლიო ომის შემდეგ დაიშალა. ქალაქი იყო 1848 წლის უნგრეთის რევოლუციის, 1945 წლის ბუდაპეშტის ბრძოლისა და 1956 წლის უნგრეთის რევოლუციის ეპიცენტრი.[22][23]
ბუდაპეშტი არის ბეტა + გლობალური ქალაქი რომელსაც აქვს ძლიერი კომერცია, ფინანსები, მედია, ხელოვნება, მოდა, კვლევები, ტექნოლოგიები, განათლება და გართობა.[24][25] უნგრეთის ფინანსური ცენტრი,[26] 2014 წელს ევროპის რიგით მეორე სწრაფად განვითარებად ურბანულ ეკონომიკად დასახელდა.[27] ბუდაპეშტში მდებარეობს ინოვაციისა და ტექნოლოგიის ევროპული ინსტიტუტის[28], ევროკავშირის პოლიციის კოლეჯისა[29] და ჩინეთის საინვესტიციო ხელშეწყობის სააგენტოს პირველი საგარეო ოფისის შტაბ-ბინები.[30] ბუდაპეშტში წარმოდგენილია 40-ზე მეტი კოლეჯი და უნივერსიტეტი, მათ შორის, ეტვეშ ლორანდის უნივერსიტეტი, ბუდაპეშტის კორვინუსის უნივერსიტეტი, ზემელვაისის უნივერსიტეტი და ბუდაპეშტის ტექნოლოგიისა და ეკონომიკის უნივერსიტეტი.[31][32] 1896 წელს გახსნილი[33] ბუდაპეშტის მეტროთი ყოველდღიურად 1,27 მილიონი ადამიანი, ხოლო ბუდაპეშტის ტრამვაის მომსახურებით კი 1,08 მილიონი ადამიანი სარგებლობს.[34]
ბუდაპეშტის ცენტრალური რაიონი, მდინარე დუნაის გასწვრივ, გამოცხადებულია იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ნაწილად და წარმოდგენილია კლასიკური არქიტექტურის რამდენიმე ცნობილი ძეგლით, მათ შორისაა უნგრეთის პარლამენტი და ბუდას ციხესიმაგრე.[35] ქალაქს ასევე აქვს 80-მდე გეოთერმული წყარო,[36] თერმული წყლის გამოქვაბულების უდიდესი სისტემა,[37] სიდიდით მეორე სინაგოგა და სიდიდით მესამე პარლამენტის შენობა მსოფლიოში.[38] ბუდაპეშტი ყოველწლიურად 12 მილიონამდე ტურისტს მასპინძლობს, რაც მას ევროპის ერთ-ერთ ყველაზე მოთხოვნად მიმართულებად აქცევს.[39] ის ასევე Big7Media-ს „ევროპის 2020 წლის საუკეთესო მიმართულებების“ სიის სათავეშიც მოექცა.[40] კომპანია Which?-ის მიერ ჩატარებულ ანალოგიურ გამოკითხვაში ბუდაპეშტმა მესამე ადგილი დაიკავა.[41]
სქოლიორედაქტირება
- ↑ Hongrie : l'écologiste Gergely Karacsony remporte Budapest, défaite pour Viktor Orban — LCI, 2019.
- ↑ M.-L. W. Hongrie : le parti d'Orban battu aux municipales à Budapest — Le Parisien, 2019.
- ↑ Blow for Hungary PM Orbán as opposition wins Budapest mayoral race — The Guardian, 2019.
- ↑ Magyarország helységnévtára, Detailed Gazetteer of Hungary — KSH.
- ↑ http://www.budabox.hu/irsz.xls — 2001.
- ↑ Bachmann, Helena (18 March 2002). „Beauty and the Feast“. Time. დაარქივებულია ორიგინალიდან — 9 ოქტომბერი 2008. ციტირების თარიღი: 22 May 2008.
- ↑ Taşan-Kok, Tuna (2004). Budapest, Istanbul and Warsaw: Institutional and spatial change. Eburon Uitgeverij, გვ. 41. ISBN 978-90-5972-041-1.
- ↑ Meer, Dr Jan van der; Carvalho, Dr Luis; Berg, Professor Leo van den (28 May 2014) Cities as Engines of Sustainable Competitiveness: European Urban Policy in Practice. Ashgate Publishing, Ltd.. ISBN 978-1-4724-2704-5.
- ↑ 9.0 9.1 Török, András. „Budapest“. Encarta. დაარქივებულია ორიგინალიდან — 29 October 2009. ციტირების თარიღი: 6 April 2008. მითითებულია ერთზე მეტი
|archiveurl=
და|archive-url=
(დახმარება); მითითებულია ერთზე მეტი|archivedate=
და|archive-date=
(დახმარება); მითითებულია ერთზე მეტი|accessdate=
და|access-date=
(დახმარება) - ↑ About Budapest Transport Association. დაარქივებულია ორიგინალიდან — 14 ოქტომბერი 2008. ციტირების თარიღი: 8 ნოემბერი 2021. About Budapest Transport Association. დაარქივებულია ორიგინალიდან — 14 ოქტომბერი 2008. ციტირების თარიღი: 8 ნოემბერი 2021.
- ↑ telep lista. დაარქივებულია ორიგინალიდან — 25 ნოემბერი 2006. ციტირების თარიღი: 8 ნოემბერი 2021. telep lista. დაარქივებულია ორიგინალიდან — 25 ნოემბერი 2006. ციტირების თარიღი: 8 ნოემბერი 2021.
- ↑ 12.0 12.1 „Aquincum“. Encyclopædia Britannica. 2008.
- ↑ Sugar, Peter F. (1990). "Hungary before the Hungarian Conquest", A History of Hungary. Indiana University Press, გვ. 3. ISBN 0-253-20867-X.
- ↑ Budapest. Travel Channel. დაარქივებულია ორიგინალიდან — 9 ოქტომბერი 2008. ციტირების თარიღი: 8 ნოემბერი 2021.
- ↑ Chisholm, Hugh, ed. (1911). . Encyclopædia Britannica. 4 (11th ed.). Cambridge University Press. pp. 734–737. დამოწმებას აქვს ცარიელი უცნობი პარამეტრ(ებ)ი:
|coauthors=
(დახმარება) - ↑ Drake, Miriam A. (2003). „Eastern Europe, England and Spain“. Encyclopedia of Library and Information Science. CRC Press. p. 2498. ISBN 0-8247-2080-6. ციტირების თარიღი: 22 May 2008.
- ↑ Casmir, Fred L. (1995). "Hungarian culture in communication", Communication in Eastern Europe: The Role of History, Culture, and media in contemporary conflicts. Lawrence Erlbaum Associates, გვ. 122. ISBN 0-8058-1625-9. [მუდმივი მკვდარი ბმული]
- ↑ Nagy, Balázs; Rady, Martyn; Szende, Katalin; Vadas, András (2016) Medieval Buda in Context. Leiden, Boston: Brill. ISBN 9789004307674. OCLC 1030542604.
- ↑ Molnar, A Concise History of Hungary, Chronology pp. 15
- ↑ Molnar, A Concise History of Hungary, Chronology pp. 15.
- ↑ Alexander Watson, Ring of Steel: Germany and Austria-Hungary at War, 1914–1918 (2014). pp 536–40.: In the capital cities of Vienna and Budapest, the leftist and liberal movements and opposition parties strengthened and supported the separatism of ethnic minorities.
- ↑ UN General Assembly Special Committee on the Problem of Hungary (1957) Chapter II.C, para 58 (p. 20). (1.47 MB)
- ↑ John Lukacs (1994). Budapest 1900: A Historical Portrait of a City and Its Culture. Grove Press, გვ. 222. ISBN 978-0-8021-3250-5.
- ↑ Hungary: Emerging Economic Power In Central And Eastern Europe. Thomas White International. დაარქივებულია ორიგინალიდან — 10 ოქტომბერი 2017. ციტირების თარიღი: 10 ნოემბერი 2021.
- ↑ The World According to GaWC 2020. Globalization and World Cities. ციტირების თარიღი: 31 August 2020
- ↑ The Global Financial Centres Index 21. Long Finance (March 2017). დაარქივებულია ორიგინალიდან — 11 ივნისი 2017. ციტირების თარიღი: 10 ნოემბერი 2021.
- ↑ Budapest Europe's Second Fastest-Developing Urban Economy, Study Reveals – The study examines the development of the world's 300 largest urban economies, ranking them according to the pace of development.. Brookings Institution (23 January 2015). ციტირების თარიღი: 8 March 2016
- ↑ „EU nations pick Budapest for technology institute“. The Sydney Morning Herald. 18 June 2008. ციტირების თარიღი: 4 December 2014.
- ↑ European Union Document Nos. 2013/0812 (COD), ENFOPOL 395 CODEC 2773 PARLNAT 307
- ↑ Budapesten nyílik az első kínai befektetési támaszpont külföldön hu. Heti Világgazdaság. ციტირების თარიღი: 26 May 2018
- ↑ Academic Ranking of World Universities 2015. ShanghaiRanking Consultancy. დაარქივებულია ორიგინალიდან — 30 ოქტომბერი 2015. ციტირების თარიღი: 10 ნოემბერი 2021.
- ↑ CWUR 2015 – World University Rankings. Center for World University Rankings. ციტირების თარიღი: 25 July 2015
- ↑ Electric Railway Society (2003). https://books.google.com/books?id=9DdeAAAAIAAJ&redir_esc=y. Doppler Press. p. 61. Retrieved 29 August 2012.
- ↑ Mátyás Jangel. (September 2010) Közszolgáltatási szerződés, utasjogok, a szolgáltatástervezés és ellenőrzés folyamata a kötöttpályás helyi- és elővárosi közforgalmú közlekedésben hu (pdf) გვ. 10 (and 3). BKV Zrt. Közlekedési Igazgatóság [Directorate of Public Office. Transport]. დაარქივებულია ორიგინალიდან — 28 იანვარი 2015. ციტირების თარიღი: 10 ნოემბერი 2021. Metro usage per day – Line 1: 120,000; Line 2: 405,000; Line 3: 630,000. (Line 4 began operations in 2014, with a 110,000 ridership estimated by Centre for Budapest Transport (BKK) based on the latest year.)
- ↑ World Heritage Committee Inscribes 9 New Sites on the World Heritage List. Unesco World Heritage Centre. ციტირების თარიღი: 31 January 2008
- ↑ Hungary's, Budapest's and Balaton's Guide: Budapest's spas: Gellért, Király, Rác, Ru..'l'; l;lldas, Széchenyi, Lukács. Guideviaggi.net. დაარქივებულია ორიგინალიდან — 28 სექტემბერი 2008. ციტირების თარიღი: 10 ნოემბერი 2021.
- ↑ Big underground thermal lake unveiled in Budapest, Hungary. Tvnz.co.nz (19 November 2008). ციტირების თარიღი: 7 July 2009
- ↑ The Parliament of Hungary is the world's third largest Parliament building. visitbudapest.travel. ციტირების თარიღი: 25 June 2017
- ↑ Euromonitor International's top city destinations ranking. Euromonitor. ციტირების თარიღი: 17 October 2019
- ↑ Thorn, Elizabeth. (30 September 2019) The 7 Hottest European Destinations For 2020. დაარქივებულია ორიგინალიდან — 17 ოქტომბერი 2019. ციტირების თარიღი: 24 October 2019
- ↑ Best City Breaks in Europe. ციტირების თარიღი: 24 October 2019
მსოფლიო მემკვიდრეობა UNESCO, ობიექტი № 400 ინგლ. • რუს. • ფრ. |