17 ნოემბერი
თარიღი
17 ნოემბერი — გრიგორიანული კალენდრის 321-ე დღე (ნაკიან წლებში – 322-ე დღე). წლის ბოლომდე დარჩენილია 44 დღე.
<< | ნოემბერი | >> | ||||
ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვი |
1 | 2 | 3 | ||||
4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 | 10 |
11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 | 17 |
18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 | 24 |
25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 | |
2024 |
დღის მოვლენები
რედაქტირება- 1558 : ელიზაბეთანური ერა იწყება - ინგლისის დედოფალ მერი I-ის გარდაცვალების შემდეგ ტახტზე მისი ნახევარდა ელიზაბეთ I ავიდა.
- 1603 : ინგლისელი მკვლევარი და მწერალი სერ ვოლთერ რალეის სასამართლო პროცესი იწყება ქვეყნის ღალატის ბრალდებით.
- 1800 : აშშ-ის კაპიტოლიუმის შენობაში, ვაშინგტონი, კოლუმბიის ოლქი, აშშ-ის კონგრესის პირველი სხდომა ტარდება.
- 1839 : ჯუზეპე ვერდის პირველი ოპერა, ობერტო, სან ბონიფაციოს კონტი, იხსნება მილანში.
- 1869 : ეგვიპტეში სუეცის არხის, რომელიც ხმელთაშუა და წითელ ზღვებს აკავშირებს, გახსნის საზეიმო ცერემონია მოეწყო.
- 1903 : რუსეთის სოციალ-დემოკრატიული მუშათა პარტია იყოფა ორ ჯგუფად: ბოლშევიკებად (უმრავლესობა) და მენშევიკებად (უმცირესობა). მოგვიანებით მენშევიკები უმრავლესობა, ხოლო ბოლშევიკები უმცირესობა ხდებიან.
- 1922 : ოსმალეთის ყოფილი სულთანი მეჰმედ VI იტალიას აფარებს თავს.
- 1941 : მეორე მსოფლიო ომი - ჯოზეფ გრიუ, აშშ-ის ელჩი იაპონიაში, სახელმწიფო დეპარტამენტს უგზავნის რადიოგრამას იაპონიის გეგმებზე პერლ ჰარბორზე იერიშის მიტანის შესახებ (მისი შეტყობინება უყურადღებოდ დარჩა).
- 1962 : ჯონ ფ. კენედი ვაშინგტონის დალესის საერთაშორისო აეროპორტს ხსნის.
- 1970 : მთვარის პროგრამა - სსრკ-ის ლუნოხოდ 1 ჯდება მთვარეზე. ეს იყო პირველი დისტანციურად მართვადი რობოტი, რომელმაც სხვა პლანეტაზე მოახდინა დაჯდომა და ორბიტული ხომალდი ლუნა 17-ის მიერ განხორციელდა.
- 1970 : დაგლას ენგელბარტი აპატენტებს პირველ კომპიუტერულ მაუსს (თაგუნას).
- 1973 : ვოთერგეიტის სკანდალი - ორლანდოში, ფლორიდა, აშშ-ის პრეზიდენტი რიჩარდ ნიქსონი უცხადებს ასოშეითედ პრესის 400 მმართველ რედაქტორს - „მე თაღლითი არა ვარ“.
- 1973 : ათენში, საბერძნეთი სტუდენტთა მასობრივი საპროტესტო აქციები იწყება სამხედრო რეჟიმის წინააღმდეგ.
- 1989 : ცივი ომი - ხავერდოვანი რევოლუცია იწყება - ჩეხოსლოვაკიაში სტუდენტთა დემონსტრაცია დარბეულ იქნა პოლიციის მიერ. დარბევა იწვევს საქვეყნო მასშტაბის საპროტესტო აქციებს კომუნისტური მთავრობის გადაყენების მოთხოვნით (რევოლუცია წარმატებას 29 დეკემბერს აღწევს).
- 2000 : ალბერტო ფუხიმორი გადაყენებულ იქნა პერუს პრეზიდენტის პოსტიდან.
- 2003 : არნოლდ შვარცენეგერის ინაუგურაცია შედგა კალიფორნიის გუბერნატორის პოსტზე.
- 2006 : სეგოლენ რუაიალი იმარჯვებს მომავალი წლის საფრანგეთის საპრეზიდენტო არჩევნებში სოციალისტური პარტიის ნომინაციაში და ამ ქვეყნის პირველ ქალი კანდიდატი ხდება, რომელიც წამყვან პარტიას წარმოადგენს.
- 2013 : ახლად არჩეული საქართველოს პრეზიდენტის, გიორგი მარგველაშვილის ინაუგურაციის ცერემონია გაიმართა.
- 2018 : არგენტინული წყალქვეშა ნავი სან-ხუანი თითქმის ერთწლიანი გაუჩინარების შემდეგ ვალდესის ნახევარკუნძულთან ახლოს აღმოაჩინეს.
- 2020 : მანუელ მერინოს გადადგომის შემდეგ პერუს პრეზიდენტი ფრანსისკო საგასტი გახდა.
ამ დღეს დაბადებულნი
რედაქტირება- 9 : ვესპასიანე ფლავიუსი — რომის იმპერატორი
- 1502 : ატაჰუალპა — ინკების უკანასკნელი იმპერატორი
- 1755 : ლუი XVIII (საფრანგეთი) — საფრანგეთის მეფე
- 1790 : ავგუსტ ფერდინანდ მებიუსი — გერმანელი მათემატიკოსი
- 1891 : გალაკტიონ ტაბიძე — ქართველი პოეტი.
- 1906 : სოტიო ჰონდა — იაპონელი ინჟინერი
- 1926 : კოტე მახარაძე — კომენტატორი
- 1942 : მარტინ სკორსეზე — ამერიკელი კინორეჟისორი
- 1944 : დენი დევიტო — ამერიკელი მსახიობი
- 1966 : სოფი მარსო — ფრანგი მსახიობი
ამ დღეს გარდაცვლილნი
რედაქტირება- 375 : ვალენტინიანუს I — რომის იმპერატორი
- 641 : ჯომეი — იაპონიის იმპერატორი
- 1558 : მერი I — ინგლისის დედოფალი
- 1562 : ბურბონი, ანტუან — ანრი IV მამა
- 1796 : ეკატერინე II — რუსეთის იმპერატორი
- 1917 : როდენი, ოგიუსტ — ფრანგი მოქანდაკე
- 1947 : ჰუხი, რიკარდა — გერმანელი მწერალი
- 1975 : ამირეჯიბი, ცაცა — ქართველი მსახიობი
- 1977 : ასათიანი, გიორგი — ქართველი დოკუმენტური კინოს რეჟისორი და ოპერატორი
- 2013: ლესინგი, დორის — ნობელის პრემიის ლაურეატი ლიტერატუის დარგში (დ. 1919)
დღესასწაულები
რედაქტირება- მართლმადიდებელი ეკლესია აღნიშნავს შემდეგი წმინდანების ხსენების დღეს:
იხილეთ აგრეთვე
რედაქტირებასხვა თვეები: