სოფი მარსო (ფრანგ. Sophie Marceau; დ. 17 ნოემბერი, 1966, ჟანტილი, პარიზთან) — ფრანგი კინომსახიობი.

სოფი მარსო

სოფი მარსო 2014 წელს
დაბადების სახელი სოფი დანიელ სილვია მოპიუ
დაბადების თარიღი 17 ნოემბერი, 1966 (1966-11-17) (58 წლის)
პარიზი, საფრანგეთი
საქმიანობა მსახიობი
აქტიური 1980-დღემდე

ბიოგრაფია

რედაქტირება

დაიბადა მძღოლისა და გამყვიდველის ოჯახში. კინოში შემთხვევით მოხვდა: ერთ-ერთი მეგობრისგან შეიტყო, რომ კლოდ პინოტო მოზარდებს აგროვებდა ახალი ფილმისთვის და გადაწყვიტა მასთან ერთად კინოსინჯზე წასულიყო. შედეგად, მარსო აირჩიეს მთავარი როლისთვის რამდენიმე ათასი კანდიდატიდან. ასე ერთი გაელვებით სოფი მარსო ვარსკვლავი გახდა. ფილმს „ბუმი“ (1980) გრანდიოზული წარმატება ჰქონდა და მალე მისი გაგრძელება „ბუმი 2“ (1982) გადაიღეს, რომლისთვისაც სოფიმ „ცეზარი“ მიიღო ნომინაციაში „საუკეთესო დებიუტი და ყველაზე პერსპექტიული მსახიობი“.

16 წლის ასაკში მას მოუწია თამაში ჟერარ დეპარდიესა და კატრინ დენევთან ერთად ფილმში „ფორტ საგანი“. დეპარდიე კვლავ გახდა მისი პარტნიორი მორის პიალის ფილმში „პოლიცია“. 1984 წელს პირველად ითამაშა ანჯეი ჟულავსკისთან ერთად ფილმში „აზარტული სიყვარული“. მას მოჰყვა „ჩემი ღამეები თქვენს დღეებზე მშვენიერია“, და „ცისფერი ნოტა“.

ფილმოგრაფია

რედაქტირება
წელი ქართულად მშობლიური სახელწოდება როლი
1980 წვეულება La Boum ვიკ ბერეტონი
1982 წვეულება 2 La Boum 2 ვიკ ბერეტონი
1995 მამაცი გული Braveheart პრინცესა იზაბელი

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება