მთავარი მენიუს გახსნა

კატრინ დენევი (ფრანგ. Catherine Deneuve; დ. 22 ოქტომბერი, 1943, დაბადების სახელი Catherine Fabienne Dorléac, დენევი დედის გვარია) — სახელგანთქმული ფრანგი მსახიობი, რომელსაც ხშირად „საფრანგეთის ბოლო მეგავარსკვლავს“ უწოდებენ.

კატრინ დენევი
Catherine Deneuve Cabourg 2013.jpg
დაბ. სახელი კატრინ ფაბიენ დორლიაკი
დაბ. თარიღი 22 ოქტომბერი, 1943 (1943-10-22) (75 წლის)
პარიზი, საფრანგეთი
საქმიანობა მსახიობი
აქტიური 1957-
სეზარი

საუკეთესო მსახიობი ქალი
1981 — უკანასკნელი მეტრო

1993 — ინდოჩინეთი

ბიოგრაფიარედაქტირება

სუპერვარსკვლავის სახელი კანის ფესტივალზე მუსიკალური ფილმის „შერბურგის ქოლგები“ (1964) ტრიუმფმა მოუტანა. მომდევნო წელს მთავარი როლი ითამაში რომან პოლანსკის ფსიქოლოგიურ ტრილერში „ზიზღი“ — განთქმული კინორეჟისორის პირველი ინგლისურენოვან ფილმში. შემდგომ წლებში უფრო განიმტკიცა წამყვანი ფრანგი მსახიობის რეპუტაცია, მუშაობდა რა მსოფლიოს კინოს ისეთ გიგანტებთან, როგორიცაა ლუის ბუნიუელი („ტრისტანა“, 1970), და ფრანსუა ტრიუფო („უკანასკნელი მეტრო“, 1980). მისი ერთ-ერთი ყველაზე თამამი ნამუშევარი იყო ბუნიუელის ფილმი „შუადღის ლამაზმანი“ (1967). მიუხედავად მრავალრიცხოვანი მოწვევებისა ჰოლივუდში, დენევი ამერიკული აუდიტორიისთვის დღემდე მხოლოდ ფრანგული პარფიუმერიის სარეკლამო რგოლებითაა ცნობილი.

ფილმოგრაფიარედაქტირება

წელი ქართულად მშობლიური სახელწოდება როლი
1965 ზიზღი Repulsion კეროლი
1967 შუადღის ლამაზმანი Belle de jour სევერინ სერიზი
1969 მისისიპის ქალთევზა La Sirène du Mississipi ჟული რასელი
1970 ტრისტანა Tristana ტრისტანა
1980 უკანასკნელი მეტრო Le Dernier Métro მარიონ შტაინერი
1992 ინდოჩინეთი Indochine ელიანი
2000 სიბნელეში მოცეკვავე Dancer in the Dark კატი
2002 8 ქალბატონი 8 Femmes გაბი
2015 უახლესი აღთქმა The Brand New Testament მარტინა

რესურსები ინტერნეტშირედაქტირება

ვიკისაწყობში? არის გვერდი თემაზე: