29 ნოემბერი
თარიღი
29 ნოემბერი — გრიგორიანული კალენდრის 333-ე დღე (ნაკიან წლებში – 334-ე დღე). წლის ბოლომდე დარჩენილია 32 დღე.
<< | ნოემბერი | >> | ||||
ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვი |
1 | 2 | 3 | ||||
4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 | 10 |
11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 | 17 |
18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 | 24 |
25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 | |
2024 |
დღის მოვლენები
რედაქტირება- 1580 : სერ ფრენსის დრეიკი მსოფლიოს გარშემო მოგზაურობიდან ინგლისში დაბრუნდა.
- 1830 : ნოემბრის აჯანყება - პოლონეთში დაიწყო შეიარაღებული აჯანყება რუსეთის მმართველობის წინააღმდეგ.
- 1872 : ინდიელთა ომები - მოდოკის ომი იწყება ლოსტ რივერის ბრძოლით.
- 1877 : თომას ედისონმა მისი ფონოგრაფის დემონსტრაცია მოახდინა პირველად.
- 1890 : იაპონიაში ძალაში შევიდა მეიძის კონსტიტუცია და პირველი დიეტი შეიკრიბა.
- 1899 : ესპანური საფეხბურთო კლუბი „ბარსელონა“ დაარსდა.
- 1922 : ჰოვარდ კარტერმა ფარაონი ტუტანხამონის აკლდამა საზოგადოებისთვის გახსნა.
- 1945 : იუგოსლავიის ფედერალური სახალხო რესპუბლიკა გამოცხადდა.
- 1947 : გაეროს გენერალურმა ასამბლეამ გადაწყვიტა პალესტინაში ორი დამოუკიდებელი სახელმწიფო ჩამოყალიბებულიყო: ებრაული და არაბულ-პალესტინური.
- 1950 : კორეის ომი - ჩრდილო კორეისა და ჩინეთის ჯარები გაეროს ძალებს ჩრდილო კორეიდან გასვლას აიძულებენ.
- 1975 : სახელი „მაიკრო-სოფტი“ (ფრაზიდან microcomputer software) პირველად გამოიყენა ბილ გეიტსმა წერილში პოლ ალენთან.
- 1982 : გაეროს გენერალური ასამბლეის რეზოლუცია 37/37 საბჭოთა კავშირს ავღანეთიდან ჯარების გამოყვანას აიძულებს.
- 2009 : რუანდა ერთა თანამეგობრობაში მიიღეს ედინბურგის კრიტერიუმით, რითაც მეორე წევრი გახდა გაერთიანებულ სამეფოსთან რაიმე სახის ისტორიული კავშირის გარეშე.
- 2011 : კოტ-დ’ივუარის ყოფილი პრეზიდენტი ლორან გბაგბო საერთაშორისო კრიმინალური სასამართლოს გადასცეს მეორე სამოქალაქო ომში ჩადენილი დანაშაულისათვის.
- 2014 : ჰაგე გეინგობი ნამიბიის პრეზიდენტად აირჩიეს.
- 2016 : მაჰა ვაჩირალონგკორნი რამა X-ის ტიტულით ტაილანდის ახალი მეფე ხდება.
ამ დღეს დაბადებულნი
რედაქტირება- 1427 : ჟენდონგი — ჩინეთის იმპერატორი
- 1489 : ტიუდორი, მარია — შოტლანდიის დედოფალი
- 1802 : ჰაუფი, ვილჰელმ — გერმანელი მწერალი
- 1908 : ანდრონიკაშვილი, კირა — ქართველი კინომსახიობი და რეჟისორი
- 1932 : შირაკი, ჟაკ — საფრანგეთის პრეზიდენტი
ამ დღეს გარდაცვლილნი
რედაქტირება- 741 : გრიგოლ III — რომის პაპი
- 1268 : კლემენტ IV — რომის პაპი
- 1314 : ფილიპ IV ლამაზი — საფრანგეთის მეფე
- 1330 : მორტიმერი, როჯერ დე — ინგლისის დეფაქტო მმართველი
- 1378 : კარლოს IV — საღვთო რომის იმპერატორი
- 1594 : ერსილია ი სუნიგა, ალონსო დე — ესპანელი პოეტი
- 1780 : მარია ტერეზია — ავსტრიის ფაქტობრივი იმპერატორი
- 1861 : ახვერდიანი, გევორქ — სომეხი ლიტერატურათმცოდნე
- 2001 : ჯორჯ ჰარისონი — ოსკარითა და გრემით დაჯილდოებული ინგლისელი როკ მუსიკოსი, ჯგუფ The Beatles-ის წამყვანი გიტარისტი (დ. 1943)
- 2023 : ჰენრი კისინჯერი — აშშ-ის სახელმწიფო მდივანი.
დღესასწაულები
რედაქტირება- მართლმადიდებელი ეკლესია აღნიშნავს შემდეგი წმინდანების ხსენების დღეს:
- წმინდა მოციქული და მახარებელი მათე და მართალი ფულბიანე, ეთიოპიის მთავარი, წმინდა ნათლისღებით მათე.
იხილეთ აგრეთვე
რედაქტირებასხვა თვეები: