23 ნოემბერი
თარიღი
23 ნოემბერი — გრიგორიანული კალენდრის 327-ე დღე (ნაკიან წლებში – 328-ე დღე). წლის ბოლომდე დარჩენილია 38 დღე.
<< | ნოემბერი | >> | ||||
ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვი |
1 | 2 | 3 | ||||
4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 | 10 |
11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 | 17 |
18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 | 24 |
25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 | |
2024 |
დღის მოვლენები
რედაქტირება- 1492 : ესპანეთის მეფე ფერდინანდმა ებრაელთა ქონება სამეფო საკუთრებად გამოაცხადა.
- 1793 : პარიზის ქალაქის კომუნამ ყველა ეკლესია დახურა.
- 1852 : ინგლისში პირველი საფოსტო ყუთები შემოიღეს.
- 1936 : გამოვიდა ამერიკული ჟურნალის „ლაიფი“ პირველი ნომერი.
- 1943 : დაინგრა დოიჩე ოპერნჰაუზი ბისმარკშტრასეზე ბერლინის ხარლოტენბურგის უბანში. 1961 წელს რესტავრირებულ შენობას დოიჩე ოპერ ბერლინი დაარქვეს.
- 1954 : დოუ ჯონსის ინდუსტრიული საშუალო პირველად იხურება 1929 წლის კრახამდე მიღწეული პიკის ნიშნულზე მაღლა.
- 1959 : საფრანგეთის პრეზიდენტი გენერალი შარლ დე გოლი სტრასბურგში გამოსვლისას აცხადებს მის ხედვას „ევროპისთვის, ატლანტიკიდან ურალამდე“.
- 1971 : ჩინეთის სახახლო რესპუბლიკის წარმომადგენლები პირველად ესწრებიან გაეროს სხდომას, როგორც ჩინეთის წარმომადგენლები.
- 1980 : მძლავრი მიწისძვრების სერიამ სამხრეთ იტალიაში 4800 ადამიანი იმსხვერპლა.
- 1981 : ირან-კონტრას სკანდალი - რონალდ რეიგანი ხელს აწერს საიდუმლო ეროვნული უშიშროების გადაწყვეტილების დირექტივას (NSDD-17), რომლითაც უფლებას აძლევს ცენტრალურ სადაზვერვო სააგენტოს დაიქირავოს და მხარი დაუჭიროს კონტრას ამბოხებულებს ნიკარაგუაში.
- 1981 : ჩინეთში დაშვებულ იქნა კერძო ბიზნესი.
- 1989 : ცხინვალის მისადგომებთან ქართველ დემონსტრანტებს გზა გადაუღობეს ოსურმა შეირაღებულმა ჯგუფებმა და საბჭოთა არმიის მე-8 პოლკის ჯარისკაცებმა. შეტაკებისას დაიღუპა 6, დაიჭრა და დაშავდა 167 ადამიანი.
- 1990 : სამხრეთ პოლუსზე პირველი ქალთა ექსპედიცია (3 ამერიკელი, 1 იაპონელი და 12 რუსი) იწყება ანტარქტიკის ნაპირიდან 7-დღიანი 1287 კმ-იანი სათხილამურო მარშრუტით.
- 2003 : ვარდების რევოლუცია - საპარლამენტო არჩევნების შედეგების გაყალბებით გამოწვეული მასობრივი პროტესტით საქართველოს პრეზიდენტი ედუარდ შევარდნაძე გადადგა.
- 2004 : უწმინდესმა და უნეტარესმა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ აკურთხა წმინდა სამების საკათედრო ტაძარი.
- 2009 : მსოფლიოს უდიდესი მასობრივი ვაქცინაცია დაიწყო ყვითელ ცხელებაზე დასავლეთ აფრიკაში, რომელიც 12 მილიონ ადამიანს მოიცავს.
- 2014 :
- ავტორბოლაში, მერსედესის მრბოლელი ლუის ჰამილტონი ფორმულა ერთის შეჯიბრს იგებს.
- მაგნუს კარლსენი ამარცხებს ვისვანათან ანანდს და ინარჩუნებს ჭადრაკში მსოფლიო ჩემპიონის ტიტულს.
ამ დღეს დაბადებულნი
რედაქტირება- 1898 : როდიონ მალინოვსკი — სსრკ-ის სამხედრო მოღვაწე (გ.1967)
- 1933 : ერლომ ახვლედიანი — ქართველი მწერალი, კინოდრამატურგი
- 1941 : ფრანკო ნერო — იტალიელი კინომსახიობი
- 1945 : ელისაბედ (ლიზა) ლეონსკაია — ქართველი პიანისტი
- 1948 : იოსებ ბარდანაშვილი — ქართველი კომპოზიტორი
- 1950 : ლაშა თაბუკაშვილი — ქართველი მწერალი
- 1951 : ჯონი ხეცურიანი — საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს ყოფილი თავმჯდომარე (2001-2006 წლებში)
- 1966 : ვენსან კასელი — ფრანგი კინომსახიობი
- 1979 : ნიჰათი — თურქი ფეხბურთელი
- 1992 : მაილი საირუსი — ამერიკელი მომღერალი
ამ დღეს გარდაცვლილნი
რედაქტირება- 1856 : ჰამერ-პურგშტალი, იოზეფ ფონ — ავსტრიელი აღმოსავლეთმცოდნე და დიპლომატი (დ. 1774)
- 1896 : ჰიგუტი იტიიო — იაპონელი მწერალი (დ.1872)
- 1948 : ჰაჯიბეკოვი, უზეირ — აზერბაიჯანელი კომპოზიტორი და საზოგადო მოღვაწე (დ. 1885)
- 2006 : პეპი, ვილი — ამერიკელი მოკრივე
დღესასწაულები
რედაქტირება- მართლმადიდებელი ეკლესია აღნიშნავს შემდეგი წმინდანების ხსენების დღეს:
- წმინდა გიორგი
- კონსტანტი კახი
- წმინდა სამოცდაათთაგანნი მოციქულნი: ერასტოსი, ოლიმპი, იროდიონი, სოსიპატრე, კუარტოსი და ტერტიოსი
- ორესტი მკურნალი
- მილი სპარსელი და ორი მოწაფე მისი ამბროსიმე და სინი
- თეოსტირიქტე სიმბოლელი
იხილეთ აგრეთვე
რედაქტირებასხვა თვეები: