ლაშა თაბუკაშვილი

მწერალი, დრამატურგი

ლაშა თაბუკაშვილი (დ. 23 ნოემბერი, 1950, თბილისი, საქართველო) — ქართველი მწერალი, დრამატურგი. თბილისის საპატიო მოქალაქე (2015).

ლაშა თაბუკაშვილი
დაბადების თარიღი 23 ნოემბერი, 1950(1950-11-23)[1] (74 წლის)
დაბადების ადგილი თბილისი
საქმიანობა მწერალი, პოეტი, დრამატურგი, სცენარისტი, რომანისტი და ნოველისტი
ენა ქართული ენა
მოქალაქეობა  საქართველო
ალმა-მატერი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი
ჟანრი პიესა და პოეზია
გავლენა მოახდინეს

ბიოგრაფია

რედაქტირება

დაიბადა 1950 წლის 23 ნოემბერს, რევაზ თაბუკაშვილისა და მედეა ჯაფარიძის ოჯახში. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის (თსუ) ფილოლოგიის ფაკულტეტი.

იყო მწერალთა კავშირის უცხოეთთან ურთიერთობის განყოფილების რეფერენტი, ასევე კინომსახიობთა თეატრის ლიტერატურული ნაწილის გამგე.

ჟურნალ „XX საუკუნესთან“ დააარსა მწერალთა კავშირის კლუბი „XX საუკუნე“ (1998).

მისი ლიტერატურული დებიუტი შედგა 1969 წელს ჟურნალ „ცისკარში“ მოთხრობით – „მოკლეს ბიჭი“. სულ დაბეჭდილი აქვს ოცამდე მოთხრობა, რომელიც მრავალ ენაზეა ნათარგმნი.

ლაშა თაბუკაშვილის პიესები ყოფილი საბჭოთა კავშირის თითქმის ყველა რესპუბლიკის აკადემიურ თეატრშია დადგმული, აგრეთვე ჩეხოსლოვაკიაში, გერმანიაში და ნათარგმნია მრავალ ენაზე.

მისი ბიოგრაფია შეტანილია იუჯინ ო'ნილის სახელობის დრამატურგთა ცენტრის კატალოგში „100 ყველა დროის ცნობილი დრამატურგი“.

გამოცდილება

რედაქტირება
  • კინომსახიობთა თეატრის ლიტერატურული ნაწილი, გამგე (1975-1981)
  • კინოსტუდია ,,ქართული ფილმის მწერალთა შემოქმედებითი გაერთიანება, წევრი (1981-1986)
  • მწერალთა კავშირი, წევრი (1978-1998)
  • მწერალთა კავშირი, მდივანი (1986-1988)
  • ჭრილობა
  • დარაბებს მიღმა გაზაფხულია[2]
  • ძველი ვალსი
  • ათვინიერებენ მიმინოს
  • შენკენ სავალი გზები[3]
  • მაგრამ უფლება არ მოუცია...
  • ნატაძრალზე
  • მერე რა, რომ სველია, სველი იასამანი![4]
  • თოვლივით თეთრი თოვლი
  • ასტეროიდი
  • სადღაც, ცისარტყელას მიღმა...[5]
  • ერთიც გაგვიცინე, გუინპლენ![6] (რომანი), - თბილისი, ინტელექტი, 2015
  • თოვლივით თეთრი თოვლი, თბილისი, ბაკურ სულაკაურის გამ-ბა, 2001
  • მერე რა, რომ სველია, სველი იასამანი, (პიესა 2 მოქმედებად), თბილისი, საარი, 1999 - ISBN 99928-39-03-1
  • შენსკენ სავალი გზები, თბილისი, მერანი, 1985

პრემიები

რედაქტირება
  • ლიტერატურული პრემია საბა „დრამატურგიის“ ნომინაციაში წიგნისათვის – „სადღაც, ცისარტყელას მიღმა...“, 2017
  • თე­ატ­რა­ლუ­რი პრე­მია „დურუჯი“, საუკეთესო ქართული თანამედროვე პიესა, 2010
  • "ათვინიერებენ მიმინოს" ("სულის სამჭედლო, ანუ სისხლი სისხლის წილ")
  • შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო პრემია, წლის საუკეთესო პიესა „დარაბებს მიღმა გაზაფხულია“, 2005
  • კომკავშირის პრემია

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება