დრამატურგი
დრამატურგი — ადამიანი, რომელიც წერს დრამატულ ლიტერატურას ან დრამას. ასეთი ნამუშევრები ჩვეულებრივ იწერება შემდგომში ცოცხალი აუდიტორიის წინაშე შესასრულებლად, თუმცა არა ყოველთვის. ეგრეთ წოდებული „საკუჭნაოს დრამა“ იწერება დრამატული ფორმის გამოყენებით, თუმცა არა შესასრულებლად.
ევროპის არაერთ ქვეყანაში, მათ შორის გერმანიაში, სიტყვა დრამატურგი თეატრის ლიტერატურული განყოფილების გამგეს ჰქვია, - თანამდებობის პირს, რომელიც არჩევს დრამებს, ადგენს და ამტკიცებს რეპერტუარს კონკრეტული თეატრისათვის. რაც შეეხება სიტყვა დრამატურგის ქართულ მნიშვნელობას, - პიესის, დრამატული ნაწარმოებების შემქმნელს, იგი ევროპის ქვეყნებში უმეტესწილად აღინიშნება სიტყვით დრამატიკოსი (გერმ. Dramatiker).
იხილეთ აგრეთვე
რედაქტირებარესურსები ინტერნეტში
რედაქტირებავიკისაწყობში არის გვერდი თემაზე:
- The Playwriting Seminars დაარქივებული 2008-05-25 საიტზე Wayback Machine.