დავით კლდიაშვილი

ქართველი მწერალი

დავით სამსონის ძე კლდიაშვილი (დ. 10 სექტემბერი [ ძვ. სტ. 29 აგვისტო], 1862, ზედა სიმონეთი, ახლანდ. თერჯოლის მუნიციპალიტეტი ― გ. 24 აპრილი, 1931, იქვე, დაკრძალულია თბილისში, მთაწმინდის პანთეონში) — ქართველი მწერალი, საქართველოს სახალხო მწერალი (1930).

დავით კლდიაშვილი
დაბადების თარიღი 29 აგვისტო (10 სექტემბერი), 1862 ან 1862
დაბადების ადგილი ზედა სიმონეთი, ქუთაისის გუბერნია, რუსეთის იმპერია
გარდაცვალების თარიღი 24 აპრილი, 1931(1931-04-24) ან 1931
გარდაცვალების ადგილი ზედა სიმონეთი, საქართველოს სსრ, სსრკ
დასაფლავებულია მთაწმინდის პანთეონი
საქმიანობა მწერალი
მოქალაქეობა {{{link alias-s}}} დროშა რუსეთის იმპერია
საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის დროშა საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა
საბჭოთა კავშირის დროშა სსრკ
ალმა-მატერი ვლადიმირის კიევის კადეტთა კორპუსი და ალექსეევსკის სამხედრო სასწავლებელი
შვილ(ებ)ი სერგო კლდიაშვილი

ბიოგრაფია

რედაქტირება

დავით კლდიაშვილი დაიბადა იმერეთში, გაღარიბებული აზნაურის ოჯახში. ბავშვობა სიმონეთსა და დედულეთში, სოფ. ხომულში (ახლანდ. წყალტუბოს მუნიციპალიტეტი) გაატარა. დედამისი იყო კესარია ღოღობერიძე, ხომულელი შეძლებული აზნაურის, ნიკო ღოღობერიძის ერთადერთი ქალიშვილი. მამა, სამსონ კლდიაშვილი იყო აქციზის სამმართველოს მოხელე. იგი 70 წლის ასაკში დაქვრივდა და მეორე ცოლი შეირთო.

7 წლის კლდიაშვილი ქუთაისში, რუსი ექიმის ოჯახში მიაბარეს რუსული ენის შესასწავლად. ამის შემდეგ, მამამ პატარა დავითი გიმნაზიაში შესასვლელად მოსამზადებლად სამრევლო სკოლაში მიიყვანა. ხელმოკლე სამსონ კლდიაშვილმა გადაწყვიტა 9 წლის დავითი გაეგზავნა სამხედრო სასწავლებელში. 1872 წელს სახელმწიფო ხარჯით გაიგზავნა კიევის სამხედრო გიმნაზიაში, რომლის წარჩინებით დამთავრების შემდეგ (1880) მოსკოვის სამხედრო სასწავლებელი დაასრულა (1882). ამავე წლიდან სამხედრო სამსახურში გააწესეს ბათუმში. დავით კლდიაშვილმა თავისი ცხოვრების დიდი ნაწილი ბათუმში გაატარა (1882-1908 წწ.). 1905-1907 რევოლუციის შემდეგ, როგორც არაკეთილსაიმედო ვიცე-პოლკოვნიკი, აიძულეს გადამდგარიყო სამხედრო სამსახურიდან.

1905 წლიდან ჯერ ქუთაისში, მერე ჭიათურის შავი ქვის მრეწველობის სამმართველოში მუშაობდა. 1915 მობილიზაციით გაიწვიეს ოსმალეთის ფრონტზე. თურქეთში გადასახლებული ჭანების გამოსარჩლებისათვის მას საველე სასამართლო მოელოდა, მაგრამ 1917 წლის თებერვლის რევოლუციამ მოუსწრო და კლდიაშვილი მშობლიურ სოფელს დაუბრუნდა, თუმცა უკვე ჯანგატეხილი და დაავადებული.

სოფელ ზედა სიმონეთში არის დავით და სერგო კლდიაშვილების სახლ-მუზეუმი.[1]

შემოქმედება

რედაქტირება

დავით კლდიაშვილი ჯერ კიდევ სრულიად პატარა იყო, როდესაც კალამი აიღო ხელში და წერა დაიწყო. წერა რომ დაუწუნეს სხვის თარგმნას მიჰყო ხელი. ნიკო ლომოურის „ალი“ გადათარგმნა რუსულად. 1885 წელს ჟურნალში „თეატრი“ პირველად დაიბეჭდა მისი თარგმანი. ამას მოჰყვა ორიგინალური ნაწარმოებები. მოთხრობები „შერისხვა“ და „მსხვერპლი“ დავით კლდიაშვილის ლიტერატურული დებიუტია. სოფლის ცხოვრება ძირითადი თემაა მწერლისა. მისი მხატვრული სიტყვა მოთხრობა „შერისხვა“ არის, რომელიც დაიწერა და დაიბეჭდა 1893 წელს ჟურნალ „მოამბეში“. 1897 წელს დავით კლდიაშვილმა გამოაქვეყნა მოთხრობა „მრევლში“.

დავით კლდიაშვილმა ხელი მოჰკიდა იმერეთის გაღატაკებულ აზნაურთა ცხოვრების ასახვა, ამან თავისი პირველი გამოხატულება ჰპოვა მოთხრობაში „სოლომან მორბელაძე“, შემდეგ მოყვა „სამანიშვილის დედინაცვალი“, „ქამუშაძის გაჭირვება“, „ბაკულას ღორები“, „როსტომ მანველიძე“ და სხვა.

კლდიაშვილის კრიტიკულმა რეალიზმმა თავი იჩინა დრამატურგიაშიც. დ. კლდიაშვილი იუმორის ბუნებრივი გრძნობით, დაკნინებული აზნაურის ცხოვრების მხილებით ქმნის საინტერესო კომიკურ სურათებს: „დარისპანის გასაჭირი“, „ირინეს ბედნიერება“, „უბედურება“ ამჟღავნებენ დ. კლდიაშვილის მიერ დრამატული სიტუაციების შესანიშნავ უნარსა და ძალას.

ლიტერატურა

რედაქტირება
  • აბაშიძე კ., ეტიუდები XIX საუკუნის ქართული ლიტერატურის ისტორიიდან, თბ., 1962;
  • ასათიანი ლ., წერილები ლიტერატურაზე, თბ., 1946;
  • კიკნაძე ვ., დავით კლდიაშვილის თეატრი, თბ., 1973;
  • კლდიაშვილი ს., დავით კლდიაშვილი, თბ., 1945;
  • ტაბიძე ტ., თხზულებანი სამ ტომად, ტ. 2, თბ., 1966;
  • ჭილაია ს., უახლესი ქართული მწერლობა, თბ., 1972;

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება